შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: გარსით დაფარული ტაბლეტები: 30 გაყოფადი ტაბლეტი ტუბში. შეფუთვაში 1 ტუბი. 1 ტაბ. დოქსილამინის სუქცინატი ------- 15 მგ კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საძილე საშუალება H1 რეცეპტორების ბლოკატორი. ჩვენება: ძილის დარღვევა, უძილობა. უკუჩვენება: გლაუკომა, გაძნელებული შარდვა დაკავშირებული წინამდებარე ჯირკვლის ადენომასთან, 15 წლამდე ასაკი, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, ორსულობა და ლაქტაცია. გაურკვეველ შემთხვევაში რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია. დოზირების რეჟიმი: პრეპარატი ნაჩვენებია 15 წლის ზემოთ. 12-1 გარსით დაფარული ტაბლეტი მიიღება მცირე რაოდენობა წყალთან ერთად. მიიღება ძილის წინ 15_30 წუთით ადრე. ვარგისიანობის ვადა: არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 15-25C ტემპერატურაზე. გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე