დიენჯი ქრომი დიაბეტით დაავადებულთათვის სპეციალურად შექმნილი აქტიური ფორმულაა, რომელიც შეიცავს ცეილონის დარიჩინისა და თეთრი თუთის ექსტრაქტების ოპტიმალურ დოზას
დიენჯი ქრომი
სურსათის მაკორეგირებელი დანამატები - პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები
დიენჯი ქრომი შეიცავს:
ძირითადი შემადგენლობა (1 კაფსულაში):
ცეილონის დარიჩინი, ქერქის ექსტრაქტი (Cinnamomum verum), 20% პოლიფენოლი - 200 მგ
თეთრი თუთის ფოთლის ექსტრაქტი 5%, 1-დეოქსინოჯირიმიცინი - 120 მგ (6 მგ DNJ)
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) - 1,4 მგ (100%*)
ქრომი (ქრომის პიკოლინატი) - 100 μg (250%*)
შემადგენლობა: ცეილონის დარიჩინის ქერქისა და თეთრი თუთის ფოთლის (Morus Alba L) სტანდარტიზებული ექსტრაქტები, შემავსებელი ცელულოზა, შეწებების საწინააღმდეგო agenti, მაგნიუმის სტეარატი და სილიციუმის დიოქსიდი, ქრომის პიკოლინატი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა (ჟელატინი, რკინის ოქსიდის საღებავი)
*NRVs
რისთვის გამოიყენება დიენჯი ქრომი?
• სისხლში გლუკოზის ნორმალური კონცენტრაციის შენარჩუნება;
• სასარგებლო გავლენა ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეზე;
• მაკროელემენტების ნორმალური მეტაბოლიზმი;
• გლიკოგენის მეტაბოლიზმისა და ენერგიის წარმოების ნორმალიზება;
• სისხლის წითელი უჯრედების ნორმალური ფორმირება;
• გამოფიტვისა და დაღლილობის შეგრძნების შემცირება;
• ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირება.
რა არის დიენჯი ქრომი?
დიენჯი ქრომი დიაბეტით დაავადებულთათვის სპეციალურად შექმნილი აქტიური ფორმულაა, რომელიც შეიცავს ცეილონის დარიჩინისა და თეთრი თუთის ექსტრაქტების ოპტიმალურ დოზას. დამატებული ქრომი და ვიტამინი B6 აძლიერებს ექსტრაქტების მოქმედებას.
ცეილონის დარიჩინი, ქერქის ექსტრაქტი (Cinnamomum verum), 20% პოლიფენოლი
ჩვეულებრივი დაფქული დარიჩინი შეიცავს ეთერზეთებს და კუმარინს, რამაც ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები.
დიენჯი ქრომში გამოიყენება დარიჩინის წყალში ხსნადი ფორმა, წყალთან ერთად მიღების დროს ეს ინგრედიენტი ბოლომდე არ შეიწოვება და პროდუქტს უსაფრთხოს ხდის გამოსაყენებლად. ცეილონის დარიჩინის ექსტრაქტში პოლიფენოლების შემცველობა დადებითად მოქმედებს გლუკოზის კონტროლზე ინსულინის რეცეპტორებზე მოქმედებით და სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის შემცირებით.
თეთრი თუთის ფოთლის სტანდარტიზებული ექსტრაქტი (თეთრი თუთის ფოთლის ექსტრაქტი 5%) 1-დეოქსინოჯირიმიცინი
თეთრი თუთის ექსტრაქტი ფართოდ გამოიყენება ჩინურ ხალხურ მედიცინაში. 1-დეოქსინოჯირიმიცინის (DNJ) და ფლავონოიდების მაღალი შემცველობის წყალობით, თეთრი თუთის ექსტრაქტს აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური ეფექტი. 1-დეოქსინოჯირიმიცინი (DNJ) არის ალფა-გლუკოზიდაზას ინჰიბიტორი, ამიტომ თეთრი თუთის ექსტრაქტს აქვს ჰიპოგლიკემიური ეფექტი და ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის ნორმალური კონცენტრაციის შენარჩუნებას.
ქრომი (ქრომის პიკოლინატი):
- ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის ნორმალური კონცენტრაციის შენარჩუნებას.
- ხელს უწყობს მაკროელემენტების ნორმალურ მეტაბოლიზმს.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) ხელს უწყობს:
- ცილისა და გლიკოგენის მეტაბოლიზმი და ენერგიის გამომუშავება;
- ცისტეინის სინთეზი და ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმი;
- სისხლის წითელი უჯრედების ფორმირება;
- ამცირებს გამოფიტვისა და დაღლილობის შეგრძნებას;
- ჰორმონალური აქტივობის რეგულირება;
- ნორმალური მენტალური და იმუნური სტატუსი;
დიენჯეი ქრომის მიღებამდე:
არ მიიღოთ დიენჯი ქრომი თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ეს გახლავთ სასურსათო დანამატი და არ ცვლის ძირითად კვებას.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
არ მიიღოთ ეფედრინთან კომბინაციაში;
ანემიის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
დიენჯი ქრომის გამოყენება შესაძლებელია დიაბეტის სტანდარტულ თერაპიასთან ერთად.
აკონტროლეთ სისხლში გლუკოზის დონე.
როგორ მივიღოთ დიენჯეი ქრომი?
მიიღება 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში საკვების მიღების დროს შესაბამისი რაოდენობის წყალთან ერთად.
მწარმოებელი კომპანია:Fortex Nutraceuticals Ltd.
მწარმოებელი ქვეყანა:ბულგარეთი
გამოშვების ფორმა:30 კაფსულა
გაცემის რეჟიმი:III ჯგუფი (ურეცეპტოდ)