პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 10მლ სიროფი შეიცავს: პასიფლორას ექსტრაქტი (Passiflora)-140მგ; კუნელის ექსტრაქტი (Crataegus)-140მგ; ბარამბოს ექსტრაქტი (Melisa officinalis)-100მგ; მაგნიუმი-42მგ; ვიტამინი B 6-2მგ.
მცენარეული წარმოშობის სედაციური და სპაზმოლიზური საშუალება, რომელიც იმავდროულად ახდენს მაგნიუმის და ვიტამინი B 6-ის დეფიციტის შევსებას.
ჩვენებები: ძილის დარღვევები, უძილობა, მოუსვენარი ძილი, ღამით ხშირი გამოღვიძება, რთულად ჩაძინება; დაძაბულობა, შფოთვა; ნევროზული მდგომარეობა, მომატებული აგზნებადობა, კბილების ამოჭრის პერიოდი; ბიოლოგიური რითმის დარღვევა (,,დღე-ღამური ციკლის ’’დარღვევა); ხშირი სტრესი, შიშები; მიდრეკილება კრუნჩხვებისადმი და კრუნჩხვის გადატანის შემდგომი პერიოდი; ჰიპერაქტივობის სინდრომი ბავშვებში; ფსიქომოტირული დარღვევევბი; ჰორმონული და ასაკობრივი დარღვევები; ქრონიკული დაღლილობა, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა; მეხსიერების და ყურადღების კონცენტრირების დაქვეითება; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დაავადებები (ნაწლავური კოლიკა, მეტეორიზმი).
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.
მიღების წესი და დოზირება: დედეპი მიიღება ჭამის შემდეგ, მსუბუქი მდგომარეობის დროს 1-2-ჯერ დღეში, მძიმე შემთხვევების დროს 2-3-ჯერ დღეში ასაკობრივი დოზის შესაბამისად. მკურნალობის კურსი შეადგენს 1-3 თვეს.
ასაკი        ერთჯერადი დოზა     მაქსიმალური დღიური 
                                                                დოზა
ბავშვები  
0-1 წელი         2,0მლ                                  6მლ
1-3 წელი         3,5მლ                                  10,5მლ
3-5წელი           5,0მლ                                   15მლ
5-8წელი            7,0მლ                                  21მლ
8-12წელი          10,0მლ                                 30მლ
ბავშვები 
12 წლის 
ზემოთ            15,0მლ                                  45მლ
გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევებში  ალერგიული რეაქციები, სისუსტე. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 
გამოშვების ფორმა: დედეპი სიროფი 150მლ, საზომ ჭიქასთან ერთად მუყაოს კოლოფში. საკვები დანამატი.
გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: ჰავან ილაჩ  (HAVAN ILAC), თურქეთი.
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: LTD 3D ფარმა
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
133348
ჯენერიკი
პასიფლორა+კუნელი+ბარამბო+მაგნიუმი+ვიტ ბ-6