პროდუქტის შესახებ
დასახელება - დავი HA ტაბლეტი #30
რა ფიზიოლოგიურ როლს ასრულებს დავი® HA–ში არსებული კომპონენტები?
ჰიალურონის მჟავა არის ბუნებრივი პოლიმერი, რომელიც მიეკუთვნება გლიკოზამინოგლიკანების (GAGs) ჯგუფს, პოლიმერები შედგება განმეორებითი დისაქარიდის ერთეულებისგან, რომლებიც აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურული მთლიანობისთვის. ჰიალურონის მჟავა არის საყოველთაოდ ცნობილი გლიკოზამინოგლიკანი, გააჩნია უნივერსალური გავრცელება და მისი ფიზიოლოგიური მოქმედებები ფართოდ არის აღწერილი ლიტერატურაში. რამდენიმე სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ ჰიალურონის მჟავა, რომლის დონეც მაღალია საშვილოსნოს ყელში, ფუნდამენტურ როლს ასრულებს ფიზიოლოგიური ორსულობის შენარჩუნებაში.
ალფა-ლიპოის მჟავა, რომელსაც ასევე თიოქტის მჟავას უწოდებენ, არის ცხიმოვანი მჟავა, რომელიც ფიზიოლოგიურად წარმოიქმნება ორგანიზმში და გვხვდება ბევრ საკვებში, თუმცა მისი შეწოვა ხშირად შეფერხებულია საკვების აუტანლობისა და არაადექვატური კვების რეჟიმის გამო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფიზიოლოგიური ანტიოქსიდანტი და ხელს უწყობს უჯრედშიდა ანტიოქსიდანტების (მაგალითად გლუტათიონის) აღდგენას. სამეანო სფეროში, α-ლიპოის მჟავას ანტიოქსიდანტური მოქმედება სასარგებლოა საშვილოსნოს გაძლიერებულ შეკუმშვებთან დაკავშირებული ოქსიდაციური (ჟანგვითი) პროცესების საწინააღმდეგოდ.
მაგნიუმი ხელს უწყობს ორგანიზმის ელექტროლიტების ბალანსს და მონაწილეობს უჯრედების დაყოფის პროცესში. მისი სწორი მიღება ხელს უწყობს დაღლილობისა და გადაღლილობის შემცირებას, ნორმალურ ენერგეტიკულ ცვლას, ფსიქოლოგიური ფუნქციის, ძვალ-სახსროვანი, ნერვული და კუნთოვანი სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი B6 (ან პირიდოქსინი) არის წყალში ხსნადი ვიტამინი, რომელიც გვხვდება ცხოველური და მცენარეული წარმოშობის საკვებში. ორგანიზმში ის გარდაიქმნება პირიდოქსალად და/ან პირიდოქსამინად, რომლებიც ფოსფორილირების შემდეგ ქმნიან ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას და მოქმედებს როგორც კოენზიმები სხვადასხვა მეტაბოლურ რეაქციებში. ვიტამინი B6 ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, დაღლილობისა და გადაღლილობის შემცირებას, იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და ჰორმონალური აქტივობისა და ფსიქოლოგიური ფუნქციის რეგულირებას.
გარდა ამისა, სამეცნიერო კვლევების მონაცემები აჩვენებს, რომ ვიტამინი B6 ხელს უწყობს მაგნიუმის გადატანას და დაგროვებას უჯრედის შიგნით.
ვიტამინი D არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გესტაციის პერიოდში. ვიტამინი D ხელს უწყობს იმუნური სისტემის მუშაობას, რაც აუცილებელია სასურველი ორსულობისთვის. ფაქტობრივად, სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა კავშირი ორსულობის დროს D ვიტამინის ადექვატურ დონესა და დედის, ნაყოფისა და ახალშობილის მხრივ დადებით გამოსავალს შორის. ვიტამინი D ხელს უწყობს კუნთების ფუნქციის შენარჩუნებას და საშვილოსნოს სიშვიდის უზრუნველყოფას.
მიღება
დავი® HA არის საკვები დანამატი, რომელიც დაფუძნებულია ჰიალურონის მჟავაზე, α-ლიპოის მჟავაზე, მაგნიუმზე, ვიტამინ B6-ზე და D ვიტამინზე, რომელიც სასარგებლოა მის შემადგენლობაში შემავალი საკვები ნივთიერებების დამატებითი წილის უზრუნველსაყოფად, დიეტით შემცირებული საკვების მიღების ან მათზე გაზრდილი საჭიროების შემთხვევაში.
მისი კომპონენტების თვისებებიდან გამომდინარე, დავი® HA შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დამხმარე საშუალება იმ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესების შენარჩუნება სამეანო – გინეკოლოგიურ კლინიკურ პრაქტიკაში.
გამოყენება
რეკომენდებულია დღეში 2 ტაბლეტის მიღება.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
161953
ჯენერიკი
ალფა ლიპოს მჟ+მაგნიუმი+ვიტ ბ-6+ვიტ დ+ჰიალურონის მჟ