გამოიყენება დ ვიტამინის დეფიციტის, რაქიტისა და რაქიტის მსგავსი დაავადებების, ოსტეომალაციის, ჰიპოკალციემიური ტეტანიის დროს.
ყოველი ერთი წვეთი შეიცავს:
D3 ვიტამინი(ქოლეკალციფეროლი) - 400 სე(IU)
პროფილაქტიკა და მკურნალობა:
ვიტამინი D3 წარმოადგენს ანტირაქიტულ ფაქტორს. იგი განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლის რეგულაციას.
ვიტამინ D3 წყალხსნარი ზეთოვანთან შედარებით უფრო კარგად შეიწოვება.
დღენაკლულ ბავშვებში ადგილი აქვს ნაღვლის არასაკმარისი რაოდენობით წარმოქმნას, რაც აფერხებს ზეთოვანი ხსნარების შეწოვის პროცესს. ვიტამინი D3 ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან და განავალთან ერთად.
პირებს, რომლებსაც აქვთ მგრძნობელობა შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ, შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ რაოდენობას. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ასევე ავადმყოფობის ან სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. მოულოდნელი ზემოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. საკვები დანამატი არ ცვლის ჩვეულებრივ კვებას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ საკუთარ შეფუთვაში და ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე მშრალ და გრილ ადგილას.