გლუკოზამინის კომპლექსი ციტოფლენის უახლესი პროდუქტია, რომელიც შექმნილია სახსრების სიჯანსაღისთვის.
გლუკოზამინის კომპლექსი ციტოფლენის უახლესი პროდუქტია, რომელიც შექმნილია სახსრების სიჯანსაღისთვის. შეიცავს გლუკოზამინის ჰიდროქლორიდს, MSM-ს (მეთილსულფონილმეთანი), კურკუმას (95% კურკუმინოიდებით) და საკმელის ხის ფისოვან ექსტრაქტს.
გამოყენება რეკომენდებულია ხანგრძლივად
პროდუქტი არ არის ვეგანური და ვეგეტარიანული
გლუკოზამინიბუნებრივად წარმოიქმნება ორგანიზმში, მაგრამ იშვიათად გვხვდება ბუნებრივ საკვებში. იგი წარმოადგენს სახსრების გარშემო ხრტილოვანი ქსოვილის საშენ მასალას. სახსრებისა და მისი მიმდებარე სტრუქტურებისთვის ჭარბი ცვეთის პირობებში საჭიროა გლუკოზამინის მიწოდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი ჯანმრთელობა. გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი არის გლუკოზამინის ყველაზე სუფთა ფორმა.
MSM (მეთილსულფონილმეთანი)არის გოგირდის ორგანული ფორმა. გოგირდის მაღალი შემცველობა გვხვდება კუნთებში, კანსა და ძვლებში. გოგირდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კერატინის, კოლაგენის და ელასტინის სინთეზისთვის, რაც უზრუნველყოფს კუნთების, ძვლებისა და სახსრების მოქნილობას და სიმტკიცეს. ადამიანის ორგანიზმი შეიცავს გოგირდის შედარებით დიდ რაოდენობას, მაგრამ ბევრი ადამიანი ყოველდღიურად ვერ იღებს გოგირდის შემცველ საკვებს. MSM შეიძლება მიღებულ იქნას როგორც საკვები დანამატი გოგირდის დონის აღსადგენად.
კურკუმასტრადიციული გამოყენების ხანგრძლივი ისტორია აქვს და ბევრი კვლევა ადასტურებს მის სარგებელს სახსრების სიჯანსაღისთვის. ამ დანამატში კურკუმა შეიცავს 95% კურკუმინოიდებს, რაც მის ბიოლოგიურ ეფექტს აუმჯობესებს.
საკმელის ხესაუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა აიურვედულ მედიცინაში. განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა სახსრების მკურნალობის თვალსაზრისით. საკმელის მჟავებს, რომლებიც დიდი რაოდენობით არის ფისის შემადგენლობაში გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, იმუნიტეტის გასაუმჯობესებელი თვისებები.
გლუკოზამინის კომპლექსი - 1 კაფსულა შეიცავს:
-გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი 300 მგ
-MSM 200 მგ
-კურკუმას ექსტრაქტი (95% კურკუმინოიდების შემცველობით) 50 მგ
-საკმელის ხის ექსტრაქტი (65% საკმელის მჟავების შემცველობით) 50 მგ
ინგრედიენტები:
გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი (კიბორჩხალებისგან), მეთილსულფონილმეთანი (MSM), მცენარეული ცელულოზა (კაფსულის გარსი), კურკუმას ექსტრაქტი (Curcuma longa) 95% კურკუმინოიდებს შემცველობით), საკმელის ხის ექსტრაქტი (65% საკმელის მჟავების შემცველობით).
მიღების წესი:მწვავე მდგომარეობისას: 2 კაფსულა 8 საათში ერთხელ საკვებთან ერთად.
პრევენციისთვის:2 კაფსულა დღეში საკვებთან ერთად.
უკუჩვენება:ორსულობა და ლაქტაცია
არააქტიური ინგრედიენტები:მცენარეული ცელულოზა (კაფსულის გარსი).
არ შეიცავს:გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, ხორბალს, სოიას, რძის პროდუქტებს,არომატიზატორებსა და საღებავებს.
შენახვის წესი:შეინახეთ გრილ, მშრალ და მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
წარმოებულიადიდ ბრიტანეთში : Worcestershire, UK