ბრეიმიქსი კაფსულა #30

ბრეიმიქსი კაფსულა #30

თურქეთი

ტრიაფარმა ილაჩი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს: მოქმედი ნივთიერება: გაემ (?- ამინოერბოს მჟავა) 200მგ; გლიცინი 43,48მგ; გლუტამინი 100მგ;მაგნიუმი 50მგ; ვიტამინი B8 (ინოზიტოლი)75მგ; ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 1,0მგ; დამხმარე ნივთიერებები: მალტოდექსტრინი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, კრემნიუმის დიოქსიდი.

ჩვენებები: თავის ტვინის ფუნქციების სისხლძარღვოვანი წარმოშობის დარღვევები; ცერებროვასკულური უკმარისობა და დისცირკულატორული ენცეფალოპათია; ქალა-ტვინის ტრავმა და ინსულტის კომპლექსური თერაპია; ალკოჰოლური ენცეფალოპათია და ალკოჰოლური პოლინევრიტი; მდგომარეობები, რომელთაც თან ახლავს ყურადღების კონცენტრაციის, მეხსიერების, მეტყველების დარღვევები; ენდოგენური დეპრესია ასთენო ჰიპოქონდრიული სიმპტომებით; ფუნქციონალური ასთენია; გონებრივი განვითარების შეფერხება, ცერებრული დამბლა; ნეიროპათიური მდგომარეობები თანმხლები ნერვოზულობით, ძილის დარღვევებით, გულისცემის შეგრძენებით, სპაზმებით, კუნთებში ტკივილით და დაღლილობით; ეპილეფსიის მკურნალობა ანტიკონვულსანტებთან კომბინაციაში, თანმხლები ფსიქიკური პროცესების და კოგნიტური ფუნქციების შეფერხების დროს.

გამოყენების წესი და დოზები: საშუალო სიმძიმის პთოლოგიების დროს ინიშნება 1 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში, მძიმე პათოლოგიების დროს 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში, მკურნალობის ხანგრძლივობა 1-3 თვე.

გვერდითი მოქმედება: იშვიათ შემთხევვაში შესაძლოა განვითარდეს დისპეფსიური ჩივილები, თავბრუსხვევა, უძილობა და ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები: :მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, 6 წლამდე ასაკის ბავშვები (კაფსულის გადაყლაპვასთან დაკავშირებული სირთულის გამო); ორსულობა და ლქატაციის პერიოდი.

წამლისმიერი ურთიერთქმედება: ბენზოდიაზეპინის წარმოებულებთან, ანტიკონვულსანტებთან, სედაციურ-ჰიპოტონურ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას, შესაძლოა გააძლიეროს მათი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. შესაძლოა გააძლიეროს ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედება. ფოსფორის მარილებთან და კალციუმთან ერთდროული გამოყენებისას ყოვნდება მაგნიუმის აბსორბცია.

გამოშვების ფორა: ბილტერში 15 კაფსულა. 2 ბილსტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები: ინახება 25C-მდე მშრალ სინათლისგან და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

მწარმოებელი: TRIAPHARMA ILAC SANAYI TICARET ANONIM SIKRETI, თურქეთი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ტრიაფარმა ილაჩი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
გამა-ამინოერბოს მჟავა+გლიცინი+L-გლუტამინი+ვიტ ბ-6+ვიტ ბ-8 (ინოზიტოლი)+მაგნიუმი
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი