ბოდი შოპი - ტანის კარაქი NEW ბრიტანული ვარდი 400მლ
ბოდი შოპი - ტანის კარაქი NEW ბრიტანული ვარდი 400მლ

ბოდი შოპი - ტანის კარაქი NEW ბრიტანული ვარდი 400მლ

პოლონეთი

ბოდი შოპი
პროდუქტის შესახებ
მოუარე და გაანებივრე შენი სხეული ბრიტანული ვარდის ტანის კარაქით.

იცხოვრე შენი კანის საუკეთესო ვერსიით ჩვენი ბრიტანული ვარდის ტანის კარაქის წყალობით, რომელიც ახლა უკვე 96%-ით ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შედგება. ის შეიცავს ინგლისური ვარდის ექსტრაქტს, ხელით დამზადებულ შიას კარაქს განადან (Community Fair Trade) და სეზამის ზეთს ნიკარაგუადან.
დატენიანება შენს კანს 96 საათის განმავლობაში რბილ, გლუვ და ბუნებრივად ბზინვარეს ხდის. ახლა მას კიდევ უფრო დახვეწილი ვარდების ბუკეტის არომატი აქვს.

სუპერ-კრემოვანი ტექსტურა, არაწებოვანი და არატავქარიანი ფორმულა ნაზი მოვლისთვის — წაისვი როგორც გინდა: მსუბუქად ან სიუხვით. სიყვარულის გამოხატვა საკუთარ თავზე ამაზე მარტივი არ ყოფილა!

კარაქი მოთავსებულია გადამუშავებად შეფუთვაში — ალუმინის თავსახურით და 100%-ით გადამუშავებული პლასტმასის ქილაში. ასე რომ, კანის მოვლისას პლანეტაზეც ზრუნავ.

- სხეულის დამატენიანებელი
- იდეალურია ნორმალური კანისთვის
- 96 საათიანი ღრმა დატენიანება
- ნაზი ვარდების სურნელი
- 96% ბუნებრივი ინგრედიენტები
- სერტიფიცირებულია The Vegan Society-ის მიერ
- დერმატოლოგიურად ტესტირებული

გამოყენების წესები, რეკომენდაციები:

1. შეიმშრალე სხეული აქერცვლისა და გაწმენდის შემდეგ.
2. ამოიღე სხეულის კარაქი.
3. წაისვი კანზე ზომიერად ან გულუხვად.
4. დამატებით დაიტენიანე სიმღალისკენ მიდრეკილი ადგილები, როგორიცაა მუხლები, იდაყვები და ფეხები.
5. დაელოდე რამდენიმე წუთი სრული შეწოვისთვის.
6. შეიგრძენი დატენიანება და სიგლუვე.
7. გიყვარდეს და დაიტენიანე კანი დღეში ერთხელ.

აღმოაჩინე ბრიტანული ვარდის ტანის მოვლის სრული კოლექცია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბოდი შოპი
ქვეყანა
პოლონეთი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
400მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი