ჩვენებები: ძილის დარღვევები, უძილობა. მომატებული ნერვული აგზნებადობა; ნერვული დაძაბულობა; გაღიზიანებადობა, შფოთვა; დათრგუნვის შეგრძნება; შფოთვის შეტევების ფუნქციონალური გამოვლენა ჰიპერვენტილაციით; ადვილად დაღლა; ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობა, ასთენია; გახშირებული გულისცემა;, დეპრესიული მდგომარეობები; კუნთების ტკივილი და სპაზმი, კუჭ-ნაწლავის სპაზმი, ორსულებში საშვილოსნოს ტონუსის მომატება.
უკუჩვენება: პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.
გვერდითი მოქმედება: პრეპარატი ბიორელაქსონი ჩვეულებრივ ადვილად აიტანება ორგანიზმის მიერ. იშვიათად: ალერგიული რეაქციები, სისუსტე.
გამოყენების წესი და დოზირება: ბიორელაქსონი მიიღება პერორალურად, წყლის მიყოლებით, პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან. მომატებული ნერვული აგზნებადობის, ნერვული დაძაბულობის, გაღიზიანებადობის, შფოთვის დათრგუნვის შეგრძნების დროს ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 3 ტაბლეტს. ძილის დარღვევების, უძილობის დროს ინიშნება 2 ტაბლეტი დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე.
გამოყენების თავისებურებანი: პრეპარატ ბიორელაქსონი გამოყენების ხანგრძლივობა შეზღუდული არაა. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ აბსტინენცია არ ვითარდება. პრეპარატის მიღების დროს რეკომენდებულია ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: ბიორელაქსონი გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (II-III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ბიორელაქსონიაძლიერებს საგულე გლიკოზიდების, ტრანკვილიზატორების, ცნს-ზე დამთრგუნველად მოქმედი ნივთიერებების, ალკოჰოლის მოქმედებას.