BAZHANA – ეს არის ლიოფილიზირებული საფუარების (Saccharomyces boulardii), 2 პრობიოტიკური შტამის და პრებიოტიკის კომბინაცია, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის აღდგენას და ნორმალურ პერისტალტიკას. ეს არის სასარგებლო მიკროფლორის კომპლექსი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის საერთო გაძლიერებას, იმუნიტეტის ამაღლებას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების ნორმალიზებას, ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის აღდგენას, საჭმლის მონელების გაუმჯობესებას და ათვისებას, ალერგიის გამოვლინებების შემცირებას. ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის აღდგენას და სტაბილიზაციას ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს.
შემადგენლობა: ინულინი; Saccharomyces boulardii; დამატკბობელი: ნატრიუმის ციკლამატი; მჟავიანობის რეგულატორი: ლიმონმჟავა; არომატიზატორი: ლიმონი; Lactobacillus acidophilus, Lactobacillus rhamnosus. შესაძლოა შეიცავდეს რძის კვალს.
გამოყენების წესი და რეკომენდებული დღიური დოზა: 3-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის 1 პაკეტი დღეში ერთხელ, საკვების მიღებამდე ერთი საათით ადრე, პაკეტის შიგთავსის გახსენით ოთახის ტემპერატურის ადუღებულ სასმელ წყალში; ზრდასრულებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში - 2 პაკეტი დღეში ერთხელ ჭამამდე ერთი საათით ადრე. დაშვებულია გამოყენებისთვის ანტიმიკრობული პრეპარატების მიღების პირველივე დღიდან.
გამოყენების ხანგრძლივობა: 4 კვირა, შემდგომი მიღება და განმეორებითი კურსის შესაძლებლობა უნდა შეთანხმდეს ექიმთან. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
შენახვის პირობები: ორიგინალ შეფუთვაში ოთახის ტემპერატურაზე (15-25 C) მშრალ ადგილას. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.