პროდუქტის შესახებ
ნატურალურ თხის რძეზე დამზადებული მშრალი რძის სასმელი НЭННИ (ნენი) 3 ბავშვებისთვის 12 თვიდან
ინგრედიენტები: მშრალი თხის რძე *, ლაქტოზა, მცენარეული ცხიმები (მზესუმზირის, კანოლის) ანტიოქსიდანტები [ტოკოფეროლების ნარევი]), მინერალური ნივთიერებები (კალციუმი,ნატრიუმი, რკინა, სპილენძი,თუთია, იოდი, მანგანუმი,სელენი), ვიტამინები(C, ქოლინი, E, PP, L–კარნიტინი, პანტოთენის მჟავა, B12, A, K, B1, B6, B2, D, ფოლის მჟავა, ბიოტინი), მჟავიანობის რეგულატორი (ლიმონმჟავა), ტრიფტოფანი, ტაურინი.
მომზადების წესი:
ნარევის მომზადების წინ კარგად დაიბანეთ ხელები და გაასტერილეთ ბოთლი და საწოვარა.
ადუღეთ წყალი 5 წუთის განმავლობაში და შეაგრილეთ 36–40⁰C –მდე. კვების ცხრილის შესაბამიდსად ჩაასხით საჭირო რაოდენობის ადუღებული და შეგრილებული წყალი.
კვების ცხრილის შესაბამისად დაამატეთ საჭირო რაოდენობის ფხვნილი. დანის პირით გადაასწორეთ ფხვნილის ზედაპირი. დაახურეთ ბოთლს თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ ფხვნილის სრულ გახსნამდე. ნარევი მზად არის გამოყენებისთვის.
მაჯის ქვედა ზედაპირზე დაწვეთებით შეამოწმეთ საკვების ტემპერატურა. ნარევი ოდნავ თბილი უნდა იყოს ხელთან შედარებით.
ყურადღება:
•გამოიყენეთ მხოლოდ კოლოფში არსებული კოვზი. დაამატეთ მკაცრად მხოლოდ 1 საზომი კოვზი(4,5გ) ფხვნილი 30 მლ წყალს ბოთლში.
•სასმელი მოამზადეთ უშუალოდ კვების წინ.
•არ შეინახოთ ბოთლში დარჩენილი საკვები შემდეგი კვებისთვის.
•აუცილებლობის შემთხვევაში, წინასწარ მომზადებული ნარევი გააგრილეთ წყლის ნაკადით და შეინახეთ მაცივარში 4 ⁰C ტემპერატურაზე, არა უმეტეს 24 საათისა.
•არ გაათბოთ ნარევი მიკროტალღურ ღუმელში.
•ნარევის მოსამზადებლად არ გამოიყენოთ ანადუღარი წყალი.
•ქილა(გაუხსნელი/გახსნილი) უნდა შეინახოთ +10 ⁰C დან +25 ⁰C მდე ტემპერატურისა და 50% ტენიანობის პირობებში. არ შეინახოთ ქილა მაცივარში. არ დადოთ ქილა მზის პირდაპირი სხივების და მაღალი ტემპერატურის პირობებში. გახსნილ ქილას მჭიდროთ დაახურეთ თავსახური და შიგთავსიგამოიყენეთ არა უმეტეს 4 კვირისა.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
119645