ხელს უწყობს კოლიკას, სპაზმისა და შებერილობის შემცირებას.
ყოველი 10 მლ შეიცავს:
• კამის თესლის მშრალი ექსტრაქტი 112მგ
• გვირილას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი 11მგ
• სელის თესლის მშრალი ექსტრაქტი 2,2მგ
კამა უზრუნველყოფს მუცლის შებერილობის,მეტეორიზმის და კოლიკის შემცირებას ახალშობილებში.
გვირილა მოქმედებს , როგორც ანქსიოლიტური, დამამშვიდებელი და სპაზმოლიზური საშუალება.
სელის თესლი განაპირობებს პერისტალტიკის გაუმჯობესებას.
კამა – Foeniculum vulgare
კამას გააჩნია შებერილობის საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
გამოიყენება დისპეპსიის, მეტეორიზმის, მუცლის შებერილობის და მადის დაკარგვის დროს.
გვირილა - Matricaria recutita
მის შემადგენლობაში შედის ეთერზეთები,იგი გამოიყენება ანქსიოლიტური, სედაციური მოქმედების, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციის, მიორელაქსაციური, ანთების საწინააღმდეგო და სპაზმოლიზური მოქმედების დროს. გამოიყენება როგორც დამხმარე სქაშუალება ძილის დარღვევის, შფოთვის, კუჭ-ნაწლავის მსუბუქი გაღიზიანების დროს, რომელიც დაკავშირებულია უმნიშვნელო სპაზმთან და მეტეორიზმთან.
სელი – Linum usitatissimum
სელის თესლი შეიცავს ლიგნანებს, ასევე ხსნად ზეთებს, რომელიც მდიდარია ალფა-ლინოლენის მჟავით. გამოიყენება შეკრულობის, დიარეის, დივერტიკულიტის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, გასრიტის, ენტერიტის და წყლულოვანი კოლიტის დროს. ხსნადი ბოჭკოები ამცირებენ ნაწლავის დაცლას, ახანგრძლივებენ საკვები ნივთიერებების აბსორბციას და ზრდიან დანაყრების შეგრძნებას.
ჩვენებები:
- კოლიკა
- შებერილობა
- სპაზმი
დოზირება:
ახალშობილები (0-12 თვე) - 1მლ 3-ჯერ ან 5-ჯერ დღეში
ბავშვები (1-7 წელი) - 1მლ 3-ჯერ ან 6-ჯერ დღეში
ბავშვები (7-14 წელი) - 1მლ ან 2მლ 3-ჯერ ან 5-ჯერ დღეში
მოზრდილები და ბავშვები (14 წლის ზევით) - 2მლ 5-ჯერ დღეში
სიფრთხილის ზომები: არ გამოიყენოთ თუ ხართ ალერგიული რომელიმე ნივთიერების მიმართ .
გაფრთხილება:
- არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
- ინახება არაუმეტეს 25ºC.
- შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 2 წელი
გამოშვების ფორმა: პერორალური წვეთები ჟოლოს გემოთი, 50მლ საწვეთურით.
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
მარმოებელი ქარხანა: ლედაფარმა
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში შპს “თიეს ფარმა”