ავილაკი კაფსულა
შემადგენლობა:
2 კაფსულა შეიცავს 14 მილიარდ ცოცხალ რძემჟავა ლიოფიზირებულ ბაქტერიას:
- Lactobacillus Acidophilus - 6 მილიარდი
- Bifidobacterium longum - 2 მილიარდი
- Bifidobacterium Bifidum - 2 მილიარდი
- Bifidobacterium Infantis - 2 მილიარდი
- Lactobacillus Casei - 2 მილიარდი
- ფრუქტოოლიგოსაქარიდი - 300 მგ
ჩვენება:
- დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა
- დიარეა, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, ყაბზობა
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების კომპლექსური თერაპია (გასტროენტერიტი, კოლიტი, ენტერიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ქოლეცისტიტი, გასტრიტი და სხ.)
- ანტიბიოტიკოთერაპიის, ქიმიოთერაპიის შედეგად განვითარებული დისბაქტერიოზი
- ალერგიული დაავადებების კომპლექსური თერაპია
ფარმაკოლოგიური თვისებები:
- ავილაკი არის კარგად ბალანსირებული უმაღლესი ხარისხის ძლიერმოქმედი სიმბიოტიკი, რომლის შემადგენლობაში შედის 14 მილიარდი ლაქტო და ბიფიდობაქტერიების 5 სხვადასხვა შტამი და პრებიოტიკი ფრუქტოოლიგოსაქარიდი, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის ნორმალური ფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებას და აღდგენას
- უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
- აფერხებს და ხელს უშლის ანთებითი პროცესების განვითარებას
- ამაღლებს იმუნიტეტს
- ახდენს კოლორექტალური სიმსივნის პრევენციას
დოზირება:
12 წლამდე 1 კაფსულა დღეში, 12 წლის ზემოთ 2 კაფსულა დღეში
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.