ჟანგბადით გამდიდრებული, თანამედროვე პირის ღრუს სავლები პროფესიული დაცვისა და თერაპიული მხარდაჭერისათვის.
ავარდენტი ოქსი წარმოადგენს ჟანგბადით გამდიდრებულ, თანამედროვე პირის ღრუს სავლებს პროფესიული დაცვისა და თერაპიული მხარდაჭერისათვის. იგი შექმნილია პირის ღრუს ღრმა და საფუძვლიანი წმენდისათვის, სისუფთავის ხანგრძლივად შენარჩუნების მიზნით. მისი ღრმა წმენდის მექანიზმი მოიცავს ოქსიგენაციას, რა დროსაც გამოიყოფა მსუბუქი ქაფი, რომელიც საფუძვლიანად აშორებს ნადებს პირის ღრუს ანატომიურად რთულ და ინტრადენტალურ ზონებს.
ძირითადი მახასიათებლები:
• ნადების, მკვდარი უჯრედებისა და საკვების ნარჩენების სრულფასოვანი მოცილება
• ორთოდონტიული და ორთოპედიული კონსტრუქციების მოვლა
• პირის ღრუს ლორწოვანის დატენიანება
• ჰალითოზთან ბრძოლა
შემადგენლობა:
კარბამიდის პეროქსიდი; ალოე ბარბადენსის ფოთლის ექსტრაქტი, წყალი, სორბიტოლი, ქსილიტოლი; პროპილენგლიკოლი, პოლისორბიტი, თუთიის ციტრატი, ნატრიუმის საქარინი, ასკორბინის მჟავა; ლიმონმჟავა, EDTA; ბისაბოლოლი.
გამოიყენება:
• მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლიდან
• 6-12 წლამდე ბავშვებში - ექიმის რეკომენდაციით და უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ
• 6 წლამდე ასაკში არ გამოიყენება
გამოყენების წესი:
1. გამოივლეთ ხსნარის 10 მლ (საზომი თავსახურით) დღეში 2-ჯერ, დილას და საღამოს, პირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენის შემდეგ
2. ხსნარი პირის ღრუში დააყოვნეთ 60 წამის განმავლობაში
3. არ გადაყლაპოთ
4. გამოვლებიდან 30-40 წუთის განმავლობაში არ მიიღოთ წყალი და არ გამოიყენოთ პირის ღრუს მოვლის სხვა საშუალება
5. შეიკავეთ თავი კვებისაგან ხსნარის გამოვლებიდან 30 წუთის განმავლობაში
სიფრითხილის ზომები:
• არ გამოიყენოთ, თუ გაქვთ ალერგია პროდუქტის შემადგენელ რომელიმე კომპონენტზე
• შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ რჩევისთვის ექიმს, თუ შენიშნავთ ლორწოვანის გაღიზიანებას ან უჩვეულო გემოს პირის ღრუში
შენახვის პირობები:
• შეინახეთ 25 გრადუსამდე ოთახის ტემპერატურაზე
• მოარიდეთ სინათლის პირდაპირ ზემოქმედებას
• არ გაყინოთ
• შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე
დისტრიბუტორი:
Swissfarmaco LTD, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
info@swissfarmaco.ch; www.swissfarmaco.ch
მწარმოებელი:
Dan Pharm Ltd., ბეერ-შევა, ისრაელი