არკოქსია ტაბლეტი  90მგ #28

არკოქსია ტაბლეტი 90მგ #28

ნიდერლანდები

მერკ შარპი და დოუმ იდეა
პროდუქტის შესახებ
მოქმედი ნივთიერება: ეტორიკოქსიბი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გარსით დაფარული ტაბლეტები 60მგ - მწვანე, 90მგ - თეთრი, 120მგ - ღია მწვანე ფერის.

ფარმაკოდინამიკა:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ეტორიკოქსიბი წარმოადგენს ციპროოქსიგენაზა-2-ის ინჰიბიტორს, თერაპიულ კონცენტრაციებში აბლოკირებს პროსტაგლანდინების წარმოქმნას და ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და სიცხის დამწევი მოქმედებით. სელექტიურად ცოგ-2-ის დათრგუნვას ეტორიკოქსიბით თან ახლავს გამოხატული კლინიკური სიმპტომების შემცირება, დაკავშირებული ანთებით პროცესებთან, ისე, რომ ამ დროს არ აღინიშნება გავლენა თრომბოციტებზე და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანზე.

ეტორიკოქსიბს ცოგ-2-ის ინჰიბირებაზე აქვს დოზადამოკიდებული ეფექტი. ისე, რომ არ ახდენს გავლენას ცოგ-1 -ზე დღეღამური 150მგ-მდე დოზით გამოყენებისას. პრეპარატი გავლენას არ ახდენს კუჭის ლორწოვან გარსში პროსტაგლანდინების გამომუშავებაზე და სისხლდენის დროზე. ჩატარებულ გამოკვლევებში არ აღინიშნა არაქიდონის მჟავის დონის და კოლაგენით გამოწვეული თრომბოციტების აგრეგაციის შემცირება.უკუჩვენებები:

პრეპარატის რომელიმე კოპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
სრული ან არასრული შეთანწყობა ბრონქულ ასთმასთან, ცხვირის რეციდიული პოლიპოზი;
აცეტილსალიცილის მჟავის აუტანლობა ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (მათ შორის ანამნეზში);
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, კუჭ-ნაწლავიდან აქტიური სისხლდენა;
ცერებროვასკულარული ან სხვა სახის სისხლდენა;
ნაწლავის ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი) გამწვავების ფაზაში;
ჰემოფილია და სხვა სახის სისხლის შედედების დარღვევა;
გულის გამოხატული უკმარისობა (NYHA II-IV); ღვიძლის გამოხატული უკმარისობა (9 ბალზე მეტი CHILD-PUGH -ის შკალის მიხედვით) ან ღვიძლის აქტიური დაავადება;
*თირკმლის გამოხატული უკმარისობა (კრეატინიის კლირენსი <30მლ/წთ), თირკმელების პროგრესირებადი დაავადება;
დადასტურებული ჰიპერკალიემია;
აორტოკორონარული შუნტირების შემდგომი პერიოდი;
პერიფერიული არტერიების დაავადება,
ცერებროვასკულური დაავადება;
კლინიკურად გამოხატული გულის იშემიური დაავადება; მყარი არტერიული ჰიპერტენზია, 140/90მმ.ვწყ.სვ.-ზე მეტი არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია,
ორსულობა, ლაქტაცია; 16 წლამდე ბავშვთა ასაკი.პრეპარატმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ქალების ფერტილობაზე და ამიტომ არ არის რეკომენდებული ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
მერკ შარპი და დოუმ იდეა
ქვეყანა
ნიდერლანდები
ჯენერიკი
ეტორიკოქსიბი
დოზა
90მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი