არისტა ტაბლეტი  5მგ #14

არისტა ტაბლეტი 5მგ #14

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ტადალაფილი 5მგ. 20მგდამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: არისტა 5მგ: ოპადრი II ყვითელი 31F38002 (ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტიტანიუმის დიოქსიდი, მაკროგოლი, რკინის ოქსიდი ყვითელი).

ჩვენებები: არისტა 5მ: ერექციული დისფუნქციის მკურნალობა მოზრდილ მამაკაცებში. პრეპარატი ეფექტურია მხოლოდ სექსუალური სტიმულაციის არსებობისას. წინმდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ნიშნების და სიმპტომების მკურნალობა მოზრდილ მამაკაცებში.

გამოყენების წესი და დოზირება: არისტა განკუთვნილია შიგნით მისაღებად. ერექციული დისფუნქცია მოზრდილ მამაკაცებში როგორც წესი, რეკომენდირებული დოზა შეადგენს 10მგ-ს სავარაუდო სექსუალური აქტივობის წინ, საკვების მიღების მიუხედავად.
იმ პაციენტებში, რომლებშიც ტადალაფილი 10 მგ დოზით არ უზრუნველყოფს საკმარის ეფექტს, შეიძლება დაინიშნოს 20მგ დოზა. პრეპარატის მიღება რეკომენდირებულია სავარაუდო სექსუალურ აქტივობამდე არანაკლებ 30 წუთით ადრე. მიღების მაქსიმალური სიხშირე-დღეში ერთხელ. ტადალაფილი 10მგ და 20მგ დოზებით განკუთვნილია გამოსაყენებლად სავარაუდო სექსუალური აქტივობის წინ და არ არის რეკომენდირებული მუდმივი ყოველდღიური გამოყენებისათვის.
პაციენტებისათვის პრეპარატის სავარაუდო ხშირი გამოყენებით (ანუ, არანაკლებ ორჯერ კვირაში), მისაღებია გამოყენების რეჟიმი დღეში ერთხელ პრეპარატის მინიმალური დოზების გამოყენებით, რომელიც დგინდება პაციენტის არჩევის და ექიმის შეფასების თანახმად.
ასეთი პაციენტებისათვის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 5მგ-ს დღეში ერთხელ დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. ყოველდღიურ რეჟიმში გამოყენების გაგრძელების მართებულობა პერიოდულად უნდა გადამოწმდეს.
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია მოზრდილ მამაკაცებში რეკომენდირებული დოზა შეადგენს 5მგ, რომელიც მიიღება ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, საკვების მიღების მიუხედავად. მოზრდილი მამაკაცებისათვის, რომლებიც მკურნალობენ როგორც პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიას, ასევე ერექციულ დისფუნქციას, რეკომენდებული დოზა შეადგენს, ასევე 5მგ-ს და მიღება ერთსა და იმავე დროს ყოველდღე.უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნოვთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომლებიც იყენებენ ორგანულ ნიტრატებს ნებისნიერი ფორმით. კლინიკური კვლევისას ნაჩვენები იქნა, რომ ტადალაფილი აძლიერებს ნიტრატების ჰიპოტენზიურ მოქმედებას. ითველება, რომ ეს დაკავშირებულია ნიტრატებისა და ტადალაფილის კომბინირებულ ზემოქმედებასთან აზოტის ოქსიდის-ცგმფ მეტაბოლიზმზე. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება მამაკაცებში გულ-სისხძლარღვთა დაავადებებით, რომლებისთვისაც არ არის რეკომენდირებული სექსუალური აქტივობა. ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ სექსუალური აქტივობის პოტენციური რისკი გულისთვის, პაციენტებში არსებული გულ-სისხლარღვთა დაავადებებით. კლინიკურ კვლევებში არ იყვნენ ჩართულნი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტთა შემდეგი ჯგუფები, ამიტომ ტადალაფილის გამოყენება მათთვის უკუნაჩვენებია: პაციენტები მიოკარდიუმის ინფარქტით, რომელიც გადატანილია ბოლო 90 დღის განმავლობაში; პაციენტები არასტაბილური სტენოკარდიით ან სტენოკარდიით, რომელიც აღინიშნება სქესობრივი აქტის დროს; პაციენტები II-IV კლასის გულის უკმარისობით, ნიუ-იორკის კარდიოლოგიური ასოციაციის კლასიფიკაციის მიხედვით ბოლო 6 თვის განმავლობაში; პაციენტები არაკონტროლირებული არითმიებით, ჰიპოტენზიით (<90-50 მმ.ვწყ.სვ.) ან არაკონტროლირებადი ჰიპერტენზიით; პაციენტები ინსულტით, რომელიც გადატანილია ბოლო 6 თვის განმავლობაში. არისტა უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომლებსაც დაკარგული აქვთ მხედველობა ერთ თვალში არაარტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათიის გამო, მიუხედავად იმისა, ეს ეპიზოდი დაკავშირებული იყო თუ არა Pფდე5 ინჰიბიტორების წინა ექსპოზიციასთან.
ფდე5 ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება, ტადალაფილის ჩათვლით, გუანილაციკლაზას სტიმულატორებთან, როგორიცაა რიოციგუატი, უკუნაჩვენებია, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომური ჰიპოტენზია., გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს: პრეპარატი არ არის განკუთვნილი ქალებში გამოყენებისათვის.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ტადალაფილი
დოზა
5მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
14
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი