აქტიფოლის შემადგენლობაში არსებული ფოლატი (ვიტამინი B9) წარმოადგენს ფოლატის მეტაბოლურად აქტიურ ფორმას.
ფოლიუმი დნმ-ის სინთეზსა და უჯრედების დაყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსული ქალებისთვის, რადგან მისი დეფიციტი ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების რისკს ზრდის. ფოლიუმის მჟავა ორსულობის პირველ ტრიმესტრში უზრუნველყოფს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებას და ფუნქციონირებას, იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: (6S) 5-მეთილტეტრაჰიდროფოლატის გლუკოზამინის მარილი(5-MTHF/Quatrefolic®) 400მკგ. N60 კაფსულა.
აქტიფოლის შემადგენლობაში არსებული ფოლატი (ვიტამინი B9) წარმოადგენს ფოლატის მეტაბოლურად აქტიურ ფორმას და ხასიათდება მაქსიმალური ბიოშეღწევადობით. აქტიფოლში არსებული ფოლატი ორგანიზმს მიეწოდება მზა ფორმით და ის არ საჭიროებს დამატებით ფერმენტულ გარდაქმნას, რის შედეგადაც არ ხდება არამეტაბოლიზებული ფოლიუმის მჟავის დაგროვება და მისგან განპირობებულ არასასურველი გვერდითი ეფექტები.
ფოლიუმი B9 ვიტამინის სახელითაა ცნობილი და ის პასუხისმგებელია ორგანიზმში მიმდინარე უმნიშნელოვანეს პროცესებზე. ფოლიუმი დნმ-ის სინთეზსა და უჯრედების დაყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსული ქალებისთვის, რადგან მისი დეფიციტი ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების რისკს ზრდის. ფოლიუმის მჟავა ორსულობის პირველ ტრიმესტრში უზრუნველყოფს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებას და ფუნქციონირებას, იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან.
ფოლიუმის დეფიციტი აგრეთვე დაკავშრებულია ქრონიკულ დაღლილობასთან, თავის ტკივილთან, მეხსიერების დაქვეითებასთან და სხვადასხვა ანემიასთან. ფოლიუმის მჟავა ამცირებს სისხლში ჰომოცისტეინის კონცენტრაციას, შესაბამისად ხელს უშლის სისხლძარღვების ენდოთელიუმის დაზიანებას. ფოლიუმის მჟავას გააჩნია უმნიშვნელოვანესი როლი იმუნური და ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში. ფოლიუმის მჟავა აწესრიგებს თავის ტვინის მოქმედებას და აუმჯობესებს ნეირომედიატორების სინთეზს, რის შედეგადაც აუმჯობესებს გუნება განწყობას და მეხსიერებას.
გამოყენების ჩვენებები:
• ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიების პროფილაქტიკა
• ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი
• ჩასახვამდე და ორსულობის პირველ ტრიმესტრში, ნაყოფის ნერვული ღეროს დეფექტების განვითარების პროფილაქტიკა
• პრეეკლამფსია
• არაბალანსირებული კვებით გამოწვეული ფოლის მჟავას დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
• ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
• სარძევე ჯირკვლის სიმსივნის დროს
• ფოლიუმის მჟავის ანტაგონისტებით ხანგრძლივი მკურნალობა
• უშვილობის, მორეციდივე აბორტების პროფილაქტიკა
• ინსულინრეზისტენტობა
• ჰომოცისტეინემია
• მეტაბოლური სინდრომი
• მენოპაუზა
• საშვილოსნოს ყელის დისპლაზია
• ათეროსკლეროზი
• გესტაციური დიაბეტი
• პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი;
დოზირების რეჟიმი:1 კაფსულა დღეში 1-ჯერ ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი:Centax farma, გერმანია.