აპიჯელი ხსნარი ორალური 150მლ ფლაკონი #1
აპიჯელი ხსნარი ორალური 150მლ ფლაკონი #1

აპიჯელი ხსნარი ორალური 150მლ ფლაკონი #1

ესპანეთი

მასენზ ჯგუფი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აპიჯელი  შეიცავს ფუტკრის რძეს  (14მგ) და პროპოლისს (10მგ). ფუტკრის რძე შეიცავს ორგანიზმისთვის  საჭირო ყველა ამინომჟავას, ვიტამინების ფართო სპექტრს (B1;B2;B5;B6;B12;C;D;A;E;PP), მიკროელემენტებს. ფუტკრის რძე წარმოადგენს ძლიერ ბიოლოგიურად აქტიურ პროდუქტს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას; მნიშვნელოვნად აუმჯობესებს  მხედველობას და მეხსიერებას; ეფექტურია ვეგეტო–დისტონიის დროს. პროპოლისი-ეს არის ფუტკრის მიერ შემუშავებული რთული ქიმიური შემადგენლობის მქონე ნივთიერება, რომელიც მდიდარია  მინერალებით და გააჩნია უნიკალური სამკურნალო თვისებები. იგი ეფექტურია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ  განსაკუთრებით-ბავშვებსა და მოზარდებში; პროპოლისი თითქმის ერთადერთი პროდუქტია, რომელსაც გააჩნია ძლიერი ანტიმიკრობული მოქმედება  ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე.

გამოყენების რეკონემდაციები: სხვადასხვა ანთებითი და ინფექციური  დაავადებების დროს; იმუნიტეტის ასამაღლებლად; უმადობის ან მადის დაქვეითების დროს; საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს; ავადმყოფობის შემდგომ პერიოდში ორგანიზმის ძალების აღსადგენად; ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის გასაზრდელად  სხვადასხვა დაავადებების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება: აპიჯელი მიიღება შიგნით (პერორალურად). 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში:  5მლ დღეში. 6 წლის ასაკის ზემოთ:   10მლ დღეში.

განსაკუთრებული მითითებები: გამოყენების წინ საჭიროა ფლაკონის შენჯღრევა. დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა: ვარგისია  გახსნიდან  30 დღის განმავლობაში.

შეფუთვა: 150მლ ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი: წარმოებულია  ესპანეთში  მასენზ დანია გრუპ-ის (Masenz danya group)-ის მიერ.

info@masenzgroup.com     www.masenzgroup.com

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: „ავერსი–ფარმა“.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
მასენზ ჯგუფი
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
ფუტკრის რძე+დინდგელი
ფორმა
ხსნარი ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
150მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი