ხელს უწყობს ძვლოვანი სისტემის სწორ ფორმირებასა და ზრდას.
რა არის ალინან კალციუმი + D3:
ალინან კალციუმი + D3 არის კომბინირებული პროდუქტი მარწყვის არომატით, რომელიც ხელს უწყობს ძვლოვანი სისტემის სწორ ფორმირებასა და ზრდას, ამცირებს ჰიპოკალციემიისა და რაქიტის განვითარების რისკს და უზრუნველყოფს ნერვულ-კუნთოვანი ფუნქციის ნორმალურ ფუნქციონირებას.
აქტიური ინგრედიენტები:
კალციუმის გლუკონატი და ლაქტატი - 230 მგ (რაოდენობა/10მლ);57.528(% RNI*)
ვიტამინი D3 ( ქოლეკალციფეროლი ) 2.5 მკგ (რაოდენობა/10მლ); 50.029 (% RNI*)
RNI - რეკომენდებული საკვები ნივთიერებების მიღება 7-12 თვის ბავშვებისთვის - წყარო WHO 2004.
დამხმარე ნივთიერებები: გაწმენდილი წყალი, სორბიტოლი, მჟავიანობის რეგულატორი (ვაშლის მჟავა, ლიმონმჟავა), ნატრიუმის ბენზოატი, პოლიოქსიეთილენ 40 ჰიდროგენირებული აბუსალათინის ზეთი, ნატრიუმის საქარინი, მარწყვის არომატიზატორი.
ენერგეტიკული ღირებულება: 2.62 კკალ / 5 მლ. 1 ჩაის კოვზი = 5 მლ სიროფი.
კალციუმის გლუკონატი და ლაქტატი არის კალციუმის ორგანული მარილები, რომლებიც ორგანიზმში კარგად შეიწოვება და გამოიყენება კალციუმის დეფიციტის შესავსებად. მათი მოქმედება მსგავსია, თუმცა ორივე გამოირჩევა კარგი ტოლერანტობით, განსაკუთრებით ბავშვებში. ის ხელს უწყობს ძვლის ქსოვილის ფორმირებას, მინერალიზაციას, ამაგრებს კბილების ემალს, ამცირებს რაქიტისა და ოსტეოპენიის რისკს. ასევე აუცილებელია კუნთების ნორმალური შეკუმშვისთვის, მონაწილეობს ნერვული იმპულსის გადაცემაში და ხელს უწყობს ნორმალურ ჰემოსტაზს (სისხლდენის შეჩერებას).
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია კალციუმ-ფოსფორის ცვლისთვის, ძვლებისთვის, იმუნიტეტისთვის და მრავალი სხვა სისტემისთვის. იგი ზრდის კალციუმისა და ფოსფორის შეწოვას ნაწლავიდან, უზრუნველყოფს ძვლის მინერალიზაციას, ამცირებს რაქიტის, ოსტეომალაციისა და ოსტეოპოროზის რისკს, ხელს უწყობს ბავშვებში ძვლის ნორმალურ ზრდას. ასევე აუმჯობესებს კუნთის შეკუმშვას და ტონუსს, აძლიერებს თანდაყოლილ და შეძენილ იმუნურ პასუხს, ამცირებს ანთებით რეაქციებს.
არ შეიცავს შაქარს, ალკოჰოლს და საღებავებს!
ჩვენება:
• კალციუმის და D3 ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
• აქტიური ზრდის პერიოდი ბავშვებში
• კბილების ამოჭრის პერიოდი
• კარიესის პროფილაქტიკა
• რაქიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
• ალერგიის კომპლექსური მკურნალობა (ატოპიური დერმატიტი და ასთმა).
მიღების წესი და დოზირება:
• ბავშვები 1 წლამდე: 5 მლ სიროფი (ერთი ჩაის კოვზი) 2-3-ჯერ დღეში;
• 1-3 წელი: 10 მლ სიროფი (2 ჩაის კოვზი) 2-ჯერ დღეში;
• 4 წლის ზემოთ: 10 მლ სიროფი (2 ჩაის კოვზი) 3-ჯერ დღეში.
უკუჩვენება: არ არის რეკომენდირებული პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია, თირკმლის ქრონიკული დაავადება ან თირკმლის კენჭოვანი დაავადება (რენალური ლითიაზი). ასევე არ არის რეკომენდირებული პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: კალციუმმა შეიძლება შეამციროს ტეტრაციკლინებისა და ფტორიდების პრეპარატების შეწოვა. თანამიმდევრული მიღებისას მან შესაძლოა შეამციროს პასუხი ვერაპამილზე და კალციუმის სხვა ბლოკატორებზე. მაღალი დოზებით მიღებისას შესაძლოა გაზარდოს დიგოქსინის ეფექტი და გულის არითმიების განვითარების რისკი.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე ან ბოთლის ეტიკეტზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
მწარმოებელი: ფიტერმან ფარმა სრლ, იასი 700520, რუმინეთი, www.fitermanpharma.ro
დისტრიბუტორი საქართველოში: შპს „არ დი ფარმა“,
მის.: დემეტრე თავდადებულის ქ. N9, თბილისი, 0159, საქართველო.
ტელ.: +995 599 77 00 16; E-mail: info@rdpharma.ge;Web: www.rdpharma.ge