ალერფასტი ტაბლეტი 180მგ #10
ალერფასტი ტაბლეტი 180მგ #10

ალერფასტი ტაბლეტი 180მგ #10

საქართველო

ავერსი-რაციონალი

ნაჩვენებია სეზონური ალერგიული რინიტის და ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების სიმპტომური მკურნალობის დროს.

პროდუქტის შესახებ

ალერფასტი ტაბლეტი 180მგ

შემადგენლობა:

1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდს, 180 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K 30, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი Coating premix pink (ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, გასუფთავებული ტალკი, საღებავები: ტიტანის დიოქსიდი (E171), Iron Oxide Red (E172)).


ჩვენება:

სეზონური ალერგიული რინიტის და ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების სიმპტომური მკურნალობა.


მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში სეზონური ალერგიული რინიტის დროს ინიშნება ალერფასტი 120 – 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში საკვების მიღების წინ; ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების დროს ინიშნება ალერფასტი 180 – 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში საკვების მიღების წინ.
6-11 წლის ასაკის ბავშვებში ნაჩვენებია მხოლოდ ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის 30 მგ ტაბლეტების გამოყენება.
რისკის ჯგუფის პაციენტებში (ხანდაზმული ასაკი, თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა) არ არის საჭირო დოზის კორექცია.


გვერდითი მოვლენები:

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ, ძილიანობა, დაღლილობა, იშვიათად – უძილობა, აგზნებადობა, ძილის დარღვევა ან უჩვეულო სიზმრები (პარონირია);
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, დიარეა;
იმუნური სისტემის მხრივ: გამონაყარი კანზე, ჰიპერემია, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ქოშინი და მოჭერის შეგრძნება მკერდის არეში, ჰიპერმგრძნობელობის სხვა რეაქციები;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, პალპიტაცია.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.


ორსულობა და ლაქტაცია:

არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ორსულ ქალებზე ზემოქმედების შესახებ, ამიტომ ორსულობის დროს ალერფასტის მიღება არ არის რეკომენდებული. პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.
ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა, ვინაიდან ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი აღწევს დედის რძეში.


შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.




​​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ავერსი-რაციონალი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
ფექსოფენადინი
დოზა
180მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი
ფარმადეპო | ალერფასტი ტაბლეტი 180მგ #10