აისლენდერის ზეთოვანი ექსტრაქტი ამშვიდებს დაზიანებულ და გაღიზიანებულ ყელის ლორწოვნ გარს. დამცავი გარსი რომელსაც იგი ქმნის, იცავს ყელის ლორწოვან გარს გარემოს არასასურველი ფაქტორებისაგან.
კონცენტრაცია 3 შესხურება (დოზა)/მგ:
ისლანდიური ხავსი (Cetraria islandica L. Ach.)- ექსტრაქტი შეიცავს პოლისაქარიდებს, ფენოლის ნაერთებს, ლიქენინის და ცხიმოვან მჟავებს.
პოლისაქარიდები (ლორწო) ხასიათდება ლორწოვანი გარსის მკვებავი და რეგენერაციული თვისებებით. ისლანდიური ხავსის (Cetraria islandica L. Ach.) შემცველი პრეპარატები ქმნის დამცავ გარს სასუნთქი სისტემის ლორწოვანი გარსის ზედაპირზე, ამსუბუქებს ტკივილს, ანთებას და ახორცებს მცირე დაზიანებებს. გარდა ამისა იგი უზრუნველყოფს სასუნთქი და იმუნური სისტემის ნორმალურ და აქტიურ ფუნქციონირებას.
სტაფილო (Daucus carota L.)– ზეთი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, როგორიცაა ბეტა-კაროტინი, ვიტამინებს B, C, A, E, D, F და ცხიმოვან მჟავებს.
ზეთი უზრუნველყოფს გაღიზიანების შემცირებას და ლორწოვანის გარსის რეგენერაციას.
ქაცვი (Hippophae rhamnoides L.)– ზეთი გაჯერებულია კაროტინოიდებით, ვიტამინი E და ცხიმოვანი მჟავებით. ხასიათდება დამამშვიდებელი, დამარბილებელი მოქმედებით და უზრუნველყოფს ლორწოვანი გარსის ელასტიურობას. ქაცვის ზეთით ლორწოვანი გარსის დაფარვა განაპირობებს დაზიანებების აღდგენის სტიმულირებას.
გულყვითელა (Calendula officinalis L.)– ზეთი შეიცავს ბევრ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას. მის შემადგენლობაში შედის მრავალი ეთერზეთი, საპონინი, პოლისაქარიდები, კაროტინოიდები და ფერმენტული ნივთიერებები. ამ ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების წყალობით გულყვითელას ზეთს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და რეგენერაციული თვისებები. ზეთი არბილებს, კვებავს, ატენიანებს, იცავს კანს და ლორწოვანს გარემო ფაქტორებისაგან, სიმშრალისაგან და ხელს უწყობს მცირე დაზიანებების შეხორცებას.
ზეთოვანი ექსტრაქტი ამშვიდებს დაზიანებულ და გაღიზიანებულ ყელის ლორწოვნ გარს. დამცავი გარსი რომელსაც იგი ქმნის, იცავს ყელის ლორწოვან გარს გარემოს არასასურველი ფაქტორებისაგან.
შეანჯღრიეთ, მოხსენით ფლაკონის თავსახური. მიმართეთ აეროზოლის მილი პირის ღრუში და დააჭირეთ გამოსაფრქვევს 3-ჯერ . გამოყენების შემდეგ მილი ისევ ჩამოწიეთ საწყის მდგომარეობაში.
არ გამოიყენოთ 3-ჯერზე მეტად.
გამოიყენება 2 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში.
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ მიიღოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
გახსნის შემდეგ გამოიყენეთ 3 თვის განმავლობაში.