აიგელ პლუსი ნაჩვენებია მშრალი კერატოკონიუნქტივიტის და „მშრალი თვალის“ სინდრომის თანმდევი სხვა დაავადებების დროს, რომელიც გამოიხატება ცრემლდენაში, დაღლილობაში, ქავილში და წვაში, თვალში უცხო სხეულის შეგრძნებაში.
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ერთ-ერთი კომპონენტების მიმართ.
პრეპარატი უნდა გამოიყენებოდეს ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მხოლოდ ექიმის დანიშვნის თანახმად.
თვალის გელი აიგელ პლუსი გამოიყენება 1 წვეთი 1-4 ჯერ დღე-ღამეში (სიმპტომის გამოხატულობის ხარისხიდან გამომდინარე).
პრეპარატის ჩაწვეთამდე დაიბანეთ ხელები.
ჩაწვეთებისთანავე შესაძლებელია მხედველობის დროებითი დაბინდვა, წვის ხანმოკლე შეგრძნება და თვალის ადგილობრივი გაღიზიანება.
+15 C + 25 C ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
30 თვე. გამოიყენეთ ფლაკონის გახსნიდან 1 თვის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.