აბიზოლი იზიტაბი ოროდისპერგირებადი ტაბლეტი 10მგ #28
აბიზოლი იზიტაბი ოროდისპერგირებადი ტაბლეტი 10მგ #28

აბიზოლი იზიტაბი ოროდისპერგირებადი ტაბლეტი 10მგ #28

თურქეთი

ნობელ ილაკ სანი

გამოიყენება ქაოტური აზრების, ძლიერი გაღიზიანების, ზედმეტი ენერგიულობის, არარსებული საგნების დანახვის ან შეგრძნების, არეული მეტყველებისა და ქცევის დროს.

პროდუქტის შესახებ

აბიზოლი იზიტაბი ოროდისპერგირებადი ტაბლეტი 10მგ

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერებაა არიპიპრაზოლი.
ერთი ოროდისპერგირებადი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ არიპიპრაზოლს.
სხვა ინგრედიენტებია: კალციუმის სილიკატი, მანიტოლი, მანიტოლი DC, პლასდონი XL-10, კროსპოვიდონი CL, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ასპარტამი, კალიუმის აცესულფამი, ღვინის მჟავა, რკინის წითელი ოქსიდი (E172), მაგნიუმის სტეარატი, ალუბლის არომატიზატორი, მიკროკრისტალური ცელულოზა PH 200.


ჩვენება:

​გამოიყენება მოზრდილებისა და 15 წლის და უფროსი ასაკის მოზარდების სამკურნალოდ, რომლებსაც აქვთ ისეთი სიმპტომებით დამახასიათებელი დაავადება, როგორიცაა არარსებული საგნების გაგონება, დანახვა ან შეგრძნება, ეჭვიანობა, მცდარი შეხედულებები, არეული მეტყველება და ქცევა და უხალისობა. ამ მდგომარეობების მქონე პირებს შეიძლება ასევე აღენიშნოთ დეპრესიულობა, დანაშაულის შეგრძნება, მოუსვენრობა ან დაძაბულობა.

აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტები გამოიყენება მოზრდილებისა და 13 წლის და უფროსი ასაკის მოზარდების სამკურნალოდ, რომლებსაც აღენიშნებათ ისეთი მდგომარეობის სიმპტომები, როგორიცაა “თრობის“ შეგრძნება, ზედმეტი ენერგიულობა, ჩვეულებრივზე ნაკლები დრო ძილისთვის, ძალიან სწრაფი საუბარი ქაოტური აზრებით და ზოგჯერ ძლიერი გაღიზიანება. მოზრდილებში ის ასევე, ხელს უშლის ამ მდგომარეობების განმეორებას პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნათ რეაქცია აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტებით მკურნალობაზე.


დოზირება:

​მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღება თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების ზუსტად დაცვით. ამ საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზა შეადგენს 15 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში. თუმცა, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი ან უფრო მაღალი დოზა მაქსიმალურ დოზამდე 30 მგ ერთხელ დღე-ღამეში.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში:
მოცემული პრეპარატით მკურნალობის დაწყება შეიძლება დაბალი დოზით.
მოზარდებისთვის შეიძლება დოზის თანდათანობით გაზრდა რეკომენდებულ დოზამდე 10 მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში. თუმცა, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი ან უფრო მაღალი დოზა მაქსიმალურ დოზამდე 30 მგ ერთხელ დღე-ღამეში.
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტების მოქმედება ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია.
სასურველია აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტების მიღება ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. პრეპარატი მიიღება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.


შენახვა:

​პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე ან მუყაოს კოლოფზე წარწერა “ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ტენიანობისგან დაცვის მიზნით შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნობელ ილაკ სანი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
არიპიპრაზოლი
დოზა
10მგ
ფორმა
ოროდისპერგირებადი ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი