
არსებობს ერთი რჩევა, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება გაიგოთ - „იმუნიტეტი უნდა გაიძლიერო, ვიტამინი C მიიღე“. არ აქვს მნიშვნელობა ზამთრის სუსხიანი დღეები იქნება თუ გაზაფხულის არასტაბილური ამინდები, ამ სიტყვების მოსმენა ყოველთვის შესაძლებელია.
მეტიც, შეიძლება ამ ფრაზას იმდენად ხშირად გეუბნებიან, რომ ხანდახან ბანალურადაც გეჩვენებათ. ზოგჯერ, ადამიანები ფიქრობენ, რომ ერთი ჭიქა ლიმონიანი ჩაი ყველა პრობლემის გადასაჭრელად საკმარისია, მაგრამ რეალობა სხვაა და გაცილებით უფრო კომპლექსურია.
დაღლილობა, უენერგიობა, ფერმკრთალი კანი და ხშირი გაციება - ეს უბრალოდ უამინდობის ბრალი არ არის. ეს ხშირად სიგნალია, რომელსაც ორგანიზმი გიგზავნით და განიშნებთ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტი - ვიტამინი C აკლია.
ამ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ, თუ რატომ არის ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) ადამიანის ჯანმრთელობის ფუნდამენტი. შედეგად, გაიგებთ, რით განსხვავდება ჩვეულებრივი ვიტამინი ც ტაბლეტი წყალში ხსნადი შუშხუნა ფორმისგან, როგორ მოქმედებს ის თქვენს სილამაზეზე და რატომ არის 1000 მილიგრამიანი დოზა ოქროს სტანდარტი ვირუსების სეზონზე.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის ორგანიზმი ც ვიტამინს თავისით ვერ გამოიმუშავებს. განსაკუთრებით საინტერესო კი, ის ფაქტია, რომ ცხოველების უმეტესობას ეს უნარი აქვს. მაგალითად, კატებისა და ძაღლების ორგანიზმში C ვიტამინი გამომუშავდება.
ევოლუციის პროცესში ადამიანებმა ეს უნარი დავკარგეთ. ჩვენთვის C ვიტამინი არის ესენციური ნუტრიენტი. რაც იმას ნიშნავს, რომ ის აუცილებლად საკვების ან დანამატების სახით უნდა მივიღოთ, თანაც ყოველდღიურად.
ბუნებაში ეს ვიტამინი უხვადაა, ის მოიპოვება ციტრუსებში, ლიმონში, ფორთოხალში, კივში, ბულგარულ წიწაკაში, მარწყვსა და ბროკოლიში. თუმცა, აქ არის ერთი დიდი „მაგრამ“ - ვიტამინი C უკიდურესად არასტაბილურია. ის იშლება მაღალ ტემპერატურაზე მომზადებისას, სინათლეზე და ასევე, ხანგრძლივი შენახვისას.
შესაბამისად, იმისათვის, რომ ორგანიზმმა საჭირო თერაპიული დოზა მხოლოდ საკვებიდან მიიღოს, თქვენ კილოგრამობით უმი ბოსტნეული და ხილი ყოველდღე უნდა მიირთვათ. ეს კი, თანამედროვე ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, თითქმის შეუძლებელია. სწორედ აქ შემოდის ასპარეზზე ხარისხიანი ვიტამინი ც ტაბლეტი ან მისი შუშხუნა ალტერნატივა.
როდესაც C ვიტამინზე ვსაუბრობთ, პირველი ასოციაცია, ალბათ, თქვენთვიასაც იმუნიტეტია. თუმცა, მისი ფუნქციები გაცილებით მრავალფეროვანია. ახლა უფრო დეტალურად განვიხილოთ, თუ რას აკეთებს ეს ვიტამინი ადამიანის ორგანიზმში.
იმუნური სისტემის „ჯავშანი“ - ვიტამინი C სისხლის თეთრი უჯრედების - ლეიკოციტების გამომუშავებას ასტიმულირებს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ლეიკოციტები არიან ის უჯრედები, რომლებიც ინფექციებსა და ვირუსებს ებრძვიან. ც ვიტამინი მათ უფრო ეფექტურად მუშაობაში ეხმარება და დაზიანებისგან იცავს. კვლევები ადასტურებს, რომ C ვიტამინის რეგულარულ მიღებას შეუძლია გაციების ხანგრძლივობა და სიმძიმე შეამციროს.
ახალგაზრდობის ელექსირი (კოლაგენის სინთეზი) - თუ კანის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნავთ, ჩათვალეთ, რომ C ვიტამინი თქვენი საუკეთესო მეგობარია. საქმე ისაა, რომ ადამიანის ორგანიზმი კოლაგენს C ვიტამინის გარეშე ვერ წარმოქმნის. კოლაგენი კი, არის ცილა, რომელიც პასუხისმგებელია კანის ელასტიურობაზე, ნაოჭების არარსებობასა და ჭრილობების შეხორცებაზე. მისი დეფიციტის დროს კანი ხდება მშრალი, არაელასტიური და ნაადრევი დაბერების ნიშნები ჩნდება.
ძლიერი ანტიოქსიდანტი - გამონაბოლქვი, მზის რადიაცია, არაჯანსაღი საკვები და ფსიქოლოგიური სტრესი - ეს იმ ფაქტორების ჩამონათვალია, რაც თქვენს ორგანიზმზე ყოველდღიურად მოქმედებს. ეს ყველაფერი წარმოქმნის „თავისუფალ რადიკალებს“, რომლებიც უჯრედებს აზიანებენ. ვიტამინი C კი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც ამ რადიკალებს ანეიტრალებს და უჯრედებს „დაჟანგვისგან“ იცავს.
რკინის ათვისება - ანემია საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ხშირად ის ადამიანებს იმიტომ კი არ ემართებათ, რომ რკინას არ იღებენ, არამედ იმიტომ, რომ ორგანიზმი მას ვერ ითვისებს. C ვიტამინი მცენარეულ საკვებში არსებულ რკინას ისეთ ფორმად გარდაქმნის, რომელსაც სხეული მარტივად იწოვს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ც ვიტამინი ადამიანის ორგანიზმისთვის განსაკუთრებით საჭირო დანამატია. ამიტომაც, ბუნებრივია, მასზე მაღალი მოთხოვნა არსებობს. ამაში ყველაზე უკეთ აფთიაქში მისვლისას დარწმუნდებით, სადაც უდიდესი არჩევანი დაგხვდებათ. არსებობს ვიტამინი ც ტაბლეტები, კაფსულები, საღეჭი რეზინები, ფხვნილები და სხვა ფორმები.
აღსანიშნავია, რომ მათგან ყველაზე პოპულარული არის ორი ფორმა, ესენია ტრადიციული ვიტამინი ც ტაბლეტი (მყარი) და წყალში ხსნადი შუშხუნა ტაბლეტი.
ხშირად, ექიმებისა და მომხმარებლების დიდი ნაწილი უპირატესობას სწორედ შუშხუნა ფორმას ანიჭებს. ამას თავისი მიზეზები აქვს, რაზეც ახლა ვისაუბრებთ.
სწრაფი შეწოვა - შუშხუნა ტაბლეტი წყალში იხსნება. სითხის სახით მიღებული ვიტამინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლში გაცილებით სწრაფად, დაახლოებით, 15-20 წუთში გადადის. ასე არ ხდება მყარი ტაბლეტის შემთხვევაში, რომელსაც დაშლა სჭირდება.
ნაკლები გაღიზიანება - მყარი ტაბლეტის სახით, ასკორბინის მჟავის დიდი დოზის მიღებამ შეიძლება კუჭის ლორწოვანი გარსი გააღიზიანოს. შუშხუნა ტაბლეტები კი გახსნისას ბუფერულ ხსნარს ქმნიან, რაც მჟავიანობას ანეიტრალებს და კუჭისთვის უფრო მსუბუქი მისაღებია.
დამატებითი ჰიდრატაცია - ვიტამინის მიღებისას თქვენ ერთ ჭიქა წყალს სვამთ, რაც ორგანიზმის ჰიდრატაციისთვის დამატებითი პლიუსია.
სასიამოვნო გემო - ბევრს დიდი ზომის აბების გადაყლაპვა უჭირს. შუშხუნა ტაბლეტი კი გემრიელ, გაზიან სასმელს ჰგავს, რაც მის მიღებას სასიამოვნოს ხდის.
რა თქმა უნდა, საკვები დანამატის ეფექტურობას სწორი დოზირება განსაზღვრავს. 1000 მგ არის დოზა, რომელიც აქტიური ცხოვრების წესის, სეზონური ვირუსების პრევენციის ან გამოჯანმრთელების პერიოდში ზრდასრული ადამიანებისთვისაა რეკომენდებული.
ვინაიდან C ვიტამინი წყალში ხსნადია, დოზის გადაჭარბების რისკი მინიმალურია. მეტიც, რასაც ორგანიზმი არ გამოიყენებს, ის ბუნებრივი გზით, შარდთან ერთად გამოიყოფა. თუმცა, 1000 მგ არის ის „ოქროს შუალედი“, რომელიც ამ ვიტამინით ქსოვილების სრულ გაჯერებას უზრუნველყოფს.
ზოგადად, ვიტამინების მისაღებად საუკეთესო დრო დღის პირველი ნახევარია, საუზმის შემდეგ. გახსოვდეთ, რომ ერთი ტაბლეტი 200 მლ წყალში უნდა გახსნათ.
გაითვალისწინეთ, რომ რეკომენდებულ დღიურ დოზას არ უნდა გადააჭარბოთ.
ც ვიტამინის მიღება, ფაქტობრივად, ნებისმიერი ადამიანისთვის სასურველია. მიუხედავად ამისა, რასაკვირველია, არსებობს გარკვეული ჯგუფები, რომელთაც ის უფრო მეტად სჭირდებათ.
აქ სწორედ იმ ადამიანებსა და შემთხვევებზე ვისაუბრებთ, როდესაც ვიტამინი ც ტაბლეტი ყოველდღიურ რაციონში უნდა იყოს.
მწეველები - შეიძლება ითქვას, რომ ნიკოტინი C ვიტამინს „ჭამს“. კვლევების თანახმად, მწეველებს 30-40%-ით მეტი C ვიტამინი სჭირდებათ, ვიდრე არამწეველებს. ეს საჭიროა, რათა ოქსიდაციური სტრესი აინაზღაურონ.
ადამიანები მაღალი სტრესით - თირკმელზედა ჯირკვლები, რომლებიც სტრესის ჰორმონებს გამოიმუშავებენ, დიდი რაოდენობით C ვიტამინს მოიხმარენ. სტრესის დროს კი, მისი მარაგი სწრაფად იწურება.
სპორტსმენები - ფიზიკური დატვირთვა თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას ზრდის. C ვიტამინი კუნთებს აღდგენაში ეხმარება.
ერთფეროვანი კვების რეჟიმის მქონე ადამიანები - ც ვიტამინი საკვები დანამატის სახით უნდა მიიღოთ, თუ ხილსა და ბოსტნეულს ყოველდღიურად არ მიირთმევთ.
ვირუსების სეზონზე - განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ შემოდგომა, ზამთარი და ადრეული გაზაფხული ის პერიოდია, როდესაც იმუნიტეტს დამატებითი ფარი სჭირდება.
მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი საკვები დანამატი, მედიკამენტი თუ თავის მოვლის საშუალება სანდო სააფთიაქო ქსელში შეიძინოთ. ფარმადეპო სწორედ ის აფთიაქია, სადაც მომხმარებლებს კვალიფიციური ფარმაცევტები ხვდებიან. ისინი მათ ყველა კითხვაზე პასუხობენ და პროდუქციის შერჩევაში ეხმარებიან.
აღსანიშნავია, რომ ც ვიტამინის მარაგებისა და ფასის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ ფარმადეპოს ვებ გვერდზეც გაეცნოთ. ეს არჩევანის გაკეთებას და შემდეგ მის შეძენას ბევრად უფრო გაგიმარტივებთ.
ხშირად, ადამიანები ჯანმრთელობის მნიშვნელობას მხოლოდ მაშინ აცნობიერებენ, როდესაც რაიმე, თუნდაც მცირე პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან. უნდა გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელობა არა მოცემულობა, არამედ ყოველდღიური არჩევანია.
ვიტამინი C კი მხოლოდ ის წამალი არ არის, რომელსაც გაციების დროს მიიღებთ, ეს თქვენი ორგანიზმის ენერგიის, სილამაზისა და სიმტკიცის წყაროა.
სწორედ ამიტომ, ნუ დაელოდებით, როდის იგრძნობთ სისუსტეს ან ყელის ტკივილს. პრევენცია ყოველთვის უფრო მარტივი და იაფია, ვიდრე მკურნალობა. დილაობით ერთი ჭიქა გემრიელი, შუშხუნა ვიტამინის დალევა შეიძლება საუკეთესო ინვესტიცია იყოს, რომელსაც საკუთარი ჯანმრთელობისთვის გააკეთებთ.