
ხშირად გრძნობთ დაღლილობას, გიჭირთ კონცენტრირება და ენერგია დღის ბოლომდეც კი ვერ მიგყვებათ? - თანამედროვე სამყაროში ეს ჩივილები ალბათ ძალიან ბევრი ადამიანისთვისაა ნაცნობი. უნდა იცოდეთ, რომ ხშირად, ამ ყველაფრის მიზეზი უბრალოდ გადატვირთული გრაფიკი ან დამღლელი დღე კი არა, ორგანიზმში ვიტამინი ბ12 -ის ნაკლებობაა.
ეს ვიტამინი ჩვენს ორგანიზმში იმდენად მნიშვნელოვან და შეუცვლელ როლს თამაშობს, რომ ხშირად მას „ენერგიის ვიტამინსაც“ უწოდებენ.
შესაბამისად, ვიტამინი B12 ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერება, რომელიც ნერვული სისტემის გამართული მუშაობისა და სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნისთვის აუცილებელია. აღსანიშნავია, რომ ორგანიზმს მისი დამოუკიდებლად სინთეზირება არ შეუძლია. ამიტომაც, საჭიროა დაბალანსებული კვება ან საკვები დანამატების მიღება. არსებობს ვიტამინი B-12 ამვილაბი - საღეჭი ტაბლებები, რომელთა მიღებაც სხვადასხვა პრობლემისგან გიხსნით.
ვიტამინი B12, იგივე კობალამინი, წყალში ხსნადი ვიტამინების კომპლექსის ერთ-ერთი წევრია, რომელიც კობალტის იონს შეიცავს. აღსანიშნავია, რომ მას უნიკალურ ბიოლოგიურ როლს ანალოგი არ აქვს და ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ორგანიზმი მას თავად ვერ გამოიმუშავებს, ამიტომ, მისი მიღება საჭიროა საკვებიდან ან მაღალი ხარისხის დანამატებიდან. უფრო კონკრეტულად, B12 უშუალოდ მონაწილეობს სისხლის წარმოებაში, ნერვული სისტემის ჯანმრთელობასა და ენერგიის გამომუშავებაში. სწორედ ამ მიზეზების გამოა, რომ მას ხშირად „ენერგიის ვიტამინს“ უწოდებენ.
B12-ის მთავარი ფუნქცია ნერვული ბოჭკოების გარშემო არსებული დამცავი გარსის - მიელინის შენარჩუნება და აღდგენაა. მაშინ, როდესაც მიელინის გარსი დაზიანებულია, ნერვული სიგნალები ეფექტურად ვეღარ გადაიცემა. ამას კი, საბოლოოდ, სენსორული და მოტორული პრობლემები მოჰყვება.
ეს ვიტამინი სისხლის წითელი უჯრედების - ერითროციტების მშენებელია. ამიტომაც, B12-ის დეფიციტი ანემიის განსაკუთრებულ ფორმას - მეგალობლასტურ ანემიას იწვევს. ეს არის შემთხვევა, როდესაც სისხლის უჯრედები არანორმალურად დიდი და არაფუნქციური ხდება.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ B12, ფოლიუმის მჟავასთან (B9) ერთად, დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზში მონაწილეობს. ეს ნიშნავს, რომ ის ორგანიზმში ყველა უჯრედის გაყოფისა და განახლებისთვის აუცილებელია.
ვიტამინი B12 ღვიძლში ინახება, რის გამოც დეფიციტი შეიძლება წლების განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩეს. თუმცა, მარაგის ამოწურვის შემდეგ, სიმპტომები სწრაფად პროგრესირებს.
ვიტამინი B12-ის დეფიციტი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში, შესაძლოა შეუმჩნევლად მიმდინარეობდეს. მისი ნიშნები შეიძლება ნელა გამოვლინდეს, ამიტომ მათი ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
არსებობს რამდენიმე ძირითადი სიმპტომი, რომელთა შემჩნევაც არ უნდა გაგიჭირდეთ. ვინაიდან, ვიტამინ B12-ის დაბალი დონე ორგანიზმის ყველა სისტემაზე მოქმედებს.
ქრონიკული დაღლილობა და სისუსტე - ეს ყველაზე გავრცელებული ნიშანია, რომელიც ანემიითა და უჯრედებისთვის ჟანგბადის მიწოდების გაუარესებითაა გამოწვეული.
საყურადღებოა, ნევროლოგიური ცვლილებები. ხშირად აღინიშნება პარესთეზია კიდურების - თითების, ფეხების არეში უსიამოვნო ჩხვლეტა ან დაბუჟება.
კიდევ ერთი ნიშანია კოგნიტური დაქვეითება - კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება და ე.წ. „ტვინის ნისლი“.
აღინიშნება განწყობის ცვლილებები - დეპრესია, გაღიზიანება და შფოთვა. უნდა იცოდეთ, რომ B12 მნიშვნელოვანია ნეიროტრანსმიტერების წარმოებისთვის.
ვიტამინი ბ12 დეფიციტის ნიშანია მეგალობლასტური ანემია, რაც გამოიხატება ფერმკრთალი კანითა და მცირე დატვირთვის დროს ქოშინით. ასევე, ხშირია გლოსიტი. ეს არის ენის ანთება, ამ დროს, ენა ხდება გლუვი, წითლდება და ტკივილი ახასიათებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვიტამინი ბ12 დეფიციტი ძალიან ხშირი პრობლემაა. არსებობს გარკვეული რისკ ჯგუფებიც, რომლებზეც ინფორმაციას უფრო დეტალურად ახლა გაგაცნობთ.
ვეგეტარიანელები და ვეგანები - B12 ბუნებრივად მხოლოდ ცხოველური პროდუქტებიდან მიიღება. მკაცრი ვეგანური დიეტის მიმდევრებს კი, საკვები დანამატები აუცილებლად სჭირდებათ.
ხანდაზმულები - ასაკის მატებასთან ერთად, კუჭის მჟავიანობა ქვეითდება, რაც შიდა ფაქტორის (Intrinsic Factor) გამომუშავებას ამცირებს. შიდა ფაქტორი კი, B12-ის შეწოვისთვის აუცილებელია.
ადამიანები კუჭ-ნაწლავის დაავადებებით - კრონის დაავადება, ცელიაკია. ასევე, კუჭის ოპერაციის შემდეგ, B12-ის შეწოვის უნარი მკვეთრად ქვეითდება.
ზოგიერთი მედიკამენტის მომხმარებლები - დიაბეტის სამკურნალო პოპულარული პრეპარატი, მეტფორმინი და კუჭის მჟავიანობის დამთრგუნველი მედიკამენტები (PPIs) ხელს უშლიან B12-ის შეწოვას.
ვიტამინი ბ12 ორგანიზმისთვის აუცილებელია და საჭიროების შემთხვევაში, მისი საკვები დანამატის სახით მიღება, მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია.
ენერგიის აღდგენა და სტაბილიზაცია - მართალია, B12 პირდაპირ ენერგიის წყარო არ არის, თუმცა ის საკვების ენერგიად გარდაქმნის პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობს. თუ თქვენი მეტაბოლიზმი მოწესრიგებულია, B12-ის დახმარებით, დაღლილობის გრძნობა მცირდება.
გულ-სისხლძარღვთა დაცვა - B12, B6-სთან და ფოლიუმის მჟავასთან ერთად, არეგულირებს ორგანიზმში ჰომოცისტეინის დონეს. ჰომოცისტეინი არის ამინომჟავა, რომლის მაღალი კონცენტრაცია დაკავშირებულია გულის პრობლემების წარმოქმნასა და ინსულტის რისკთან. B12 ხელს უწყობს მის დაშლას და კარდიოვასკულარულ რისკებს ამცირებს.
კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესება - ხანდაზმულებში B12-ის ადეკვატური დონე დემენციისა და ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკის შემცირებას იწვევს. ეს იმიტომ, რომ ჯანსაღი მიელინი ტვინში სიგნალების სწრაფად გადაცემას უზრუნველყოფს.
ძვლების ჯანმრთელობა - კვლევებმა B12-ის დაბალ დონესა და ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირებას შორის კავშირი გამოავლინა. ეს კი, ოსტეოპოროზის განვითარების რისკს ზრდის, განსაკუთრებით - ქალებში.
ვიტამინი B12 ბუნებრივად მხოლოდ ცხოველურ პროდუქტებში გვხვდება. სწორედ ამიტომ, მისი ძირითადი წყაროებია: ხორცი - ძროხის ღვიძლი და საქონლის ხორცი; თევზი - სარდინი, ორაგული, თინუსი; რძის პროდუქტები - რძე, ყველი, იოგურტი; კვერცხი.
ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ ადამიანმა ვიტამინი ბ12 ბუნებრივი გზით, დაბალანსებული დიეტით, მიიღოს. თუმცა, არსებობს მდგომარეობები, როდესაც ეს შეუძლებელია. თუ B12-ის დეფიციტი გაქვთ, შესაბამის რისკ-ჯგუფებს განეკუთნებით ან თქვენს ორგანიზმს შეწოვის პრობლემები აქვს, უბრალოდ საკვები წყაროები საკმარისი არ არის.
მსგავს შემთხვევებში, პრობლემას დიდი რაოდენობით ხორცის ჭამაც კი ვერ მოაგვარებს. ამ დროს, აუცილებელი ხდება მაღალი ხარისხის საკვები დანამატის მიღება. ფაქტობრივად, სწორედ ესაა ერთადერთი გზა, რითაც თქვენს ორგანიზმში საჭირო რაოდენობის ვიტამინი ბ12 მოხვდება.
საკვები დანამატების მიღება ეფექტური მხოლოდ მაშინ იქნება, თუ ხარიხსიან და სანდო პროდუქტს აირჩევთ. სწორედ ასეთი საშუალებაა ვიტამინი B-12 ამვილაბი, რომელსაც მაქსიმალური ბიოშეღწევადობა ახასიათებს.
აღსანიშნავია, რომ ეს საკვები დანამატი საღეჭი ტაბლეტის ფორმითაა წარმოდგენილი, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლუსია. ვინაიდან, საღეჭი ფორმა უდრის უკეთეს შეწოვას. B12-ის საუკეთესოდ შეიწოვება არა კუჭში (სადაც შეწოვას ბევრი რამ უშლის ხელს), არამედ პირის ღრუს ლორწოვანში. საღეჭი ტაბლეტის გამოყენებისას, აქტიური ნივთიერება პირდაპირ სისხლში ხვდება და გვერდს უვლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პოტენციურ ბარიერებს.
ასევე, უნდა ითქვას, რომ საღეჭი ტაბლეტები არ საჭიროებს წყლის მიყოლებას, რაც მათ მიღებას უფრო კომფორტულს ხდის. სწორედ ამიტომ, შეგიძლიათ, რომ ნებისმიერ დროსა და ადგილას გამოიყენოთ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლუსი მაღალი ხარისხის წარმოება გახლავთ. ამვილაბი ამერიკული ხარისხის სტანდარტების მატარებელი ბრენდია. ეს კი, პროდუქტის სისუფთავის, სანდოობისა და ეფექტურობის გარანტიაა.
ცალკე უნდა გამოიყოს ისეთი საკითხი, როგორიც ეფექტური დოზირებაა. თითოეული ტაბლეტი ოპტიმალურ დოზას შეიცავს, რაც ყოველდღიური მიღებისა და დეფიციტის აღმოსაფხვრელად შესაფერისია.
აღსანიშნავია, რომ ეს დანამატი განსაკუთრებით რეკომენდებულია ვეგეტარიანელებისთვის, ხანდაზმულებისთვის და მათთვის, ვისაც შეწოვის პრობლემა აქვთ.
აღნიშნული საკვები დანამატი სხვადასხვა მიზნით გამოიყენება და ორგანიზმში არსებული არაერთი პრობლემის მოგვარება შეუძლია. ეს, რა თქმა უნდა, მის შემადგენლობაში არსებული კომპონენტებითაა განპირობებული.
გარდა, ბ12-ისა, ის შემდეგ დამატებით ინგრედიენტებს შეიცავს: ალუბლის ნატურალური არომატიზატორი, სორბიტოლი, მანიტოლი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის დიოქსიდი, ლეციტინი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამვილაბის საკვები დანამატი ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, ხელოვნურ არომატიზატორებს, კონსერვანტებს და საღებავებს არ შეიცავს. ასევე, მის შემადგენლობაში არ არის გენმოდიფიცირებული ორგანიზმები.
აქვე დეტალურად ჩამოგითვლით, რა არის მისი ჩვენებები:
ქრონიკული ანემია, რომელიც ვიტამინ B12-ის დეფიციტით მიმდინარეობს. მაგალითად, ადისონ - ბირმერის დაავადება, ალიმენტური მაკროციტური ანემია;
გამოიყენება ანემიის კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში - მათ შორის, რკინადეფიციტური ანემია, პოსტჰემორაგიული, აპლასტიური ანემია, ტოქსიური და/ან სამკურნალო საშუალებებით გამოწვეული ანემია;
პერნიციოზული ანემია, მეგალობლასტური ანემია;
გლაუკომასთან დაკავშირებული ჩივილების შემსუბუქება, მხედველობის გაუმჯობესება, მხედველობის ნერვის ატროფია;
პოლინევრიტი, რადიკულიტი, ნევრალგია. მათ შორის, სამწვერა ნერვის ნევრალგია, ნეკთაშუა ნევრალგია და ლუმბაგო;
ფუნიკულური მიელოზი, პერიფერიული ნერვული ღეროების მექანიკური და ტოქსიური დაზიანება, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი და გაფანტული სკლეროზი;
მეხსიერების გაუარესება და კოგნიტური ფუნქციის დაქვეითება;
პერიფერიული ნერვული სიტემის დაავადებებისას ტკივილის სინდრომი, კარდიალგია, ინსულტის შემდგომი მდგომარეობა;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, რომელებიც დაკავშირებულია ჰომოცისტეინის დონის მატებასთან;
დეპრესია, სტრესი, ძილის დარღვევა, შაკიკი, ხმაური ყურებში;
კუჭ-ნაწლავის მოტორული ფუნქციის შესუსტება, მადის დაქვეითება, ჰიპოტროფია, ტოქსიური ჰეპატიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, პანკრეტიტი, წყლულოვანი კოლიტი;
ჭინჭრის ციება, ასთმა;
კანის დაავადებები - ფსორიაზი, ფოტოდერმატოზი, ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმიტი;
უშვილობა მამაკაცებში, ოლიგოსპერმია, იმპოტენცია;
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, კუნთების სისუსტე.
როგორც ხედავთ, ვიტამინი B12 ამვილაბი ძალიან ბევრ შემთხვევაში გამოიყენება და ორგანიზმისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკვები დანამატია.
მნიშვნელოვანია, რომ საკვები დანამატის მიღების წესი დაიცვათ, რადგან მისი ეფექტურობა, დიდწილად, ამაზეცაა დამოკიდებული.
თითო საღეჭი ტაბლეტი დღეში 1-3-ჯერ მიიღეთ. დაღეჭეთ ან გააჩერეთ პირის ღრუში მანამ, სანამ სრულად არ გაიხსნება. ასე მის მაქსიმალურ შეწოვას უზრუნველყოფთ. პრეპარატი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე, 18 წლამდე ასაკის პირებში ექიმის რეკომენდაციით გამოიყენება.
გაითვალისწინეთ უსაფრთხოების საკითხიც. B12 არის წყალში ხსნადი ვიტამინი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ჭარბი რაოდენობა ორგანიზმიდან ადვილად გამოიყოფა. ნებისმიერი დანამატის მიღებამდე, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქრონიკული დაავადებები გაქვთ ან რაიმე მედიკამენტს სვამთ, რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
გახსოვდეთ, რომ არ უნდა დაელოდოთ სიმპტომების გამოვლენას, ჩაიტარეთ შესაბამისი ანალიზები და საჭიროების შემთხვევაში, ხარისხიანი და სანდო საკვები დანამატი მიიღეთ.