
ხშირად გავიწყდებათ, რატომ შეხვედით ოთახში? გიჭირთ სამუშაოზე ან სწავლაზე კონცენტრირება? დღის ბოლოს, გონებრივ გადაღლას გრძნობთ? - ეს ჩივილები მხოლოდ ასაკოვან ადამიანებს არ აწუხებთ. ისინი ახალგაზრდებსა და შუა ხნის პირებში სულ უფრო ხშირად ვლინდება.
თანამედროვე სამყაროში, სადაც ინფორმაციის ნაკადი უწყვეტია, ხოლო ყოველდღიური სტრესი თითოეული ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, ტვინის საჭირო ნივთიერებებით მომარაგება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.
საბედნიეროდ, გამოსავალი არსებობს. მედიცინის განვითარებამ უძველესი სამკურნალო მცენარის - გინკო ბილობას თვისებები კვლავ წინა პლანზე წამოწია. ეს მცენარე დღესაც ნომერ პირველი ბუნებრივი საშუალებაა კოგნიტური ჯანმრთელობისთვის. თუ თქვენთვის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, უნდა იცოდეთ, რომ არსებობს გინკო ბილობა სოლგარი. ეს არის პრემიუმ კლასის დანამატი, რომელიც უძველეს ცოდნასა და უახლეს ტექნოლოგიებს აერთიანებს.
გინკო ბილობა (Ginkgo Biloba), რომელსაც ხშირად „ცოცხალ ნარჩენს“ ან „დინოზავრების ხეს“ უწოდებენ, დედამიწაზე ერთ-ერთი უძველესი მცენარეა. ალბათ, გაოცდებით, თუ გაიგებთ, რომ მისი ისტორია 270 მილიონ წელზე მეტს ითვლის. შესაბამისად, მან გამყინვარების პერიოდსა და ატომურ აფეთქებასაც კი გაუძლო.
თავდაპირველად, გინკო ბილობა აღმოსავლეთ აზიაში, განსაკუთრებით, ჩინეთში, იაპონიასა და კორეაში იყო გავრცელებული. აღსანიშნავია, რომ მას ტრადიციულ მედიცინაში მეხსიერების გაუმჯობესებისა და სისხლის მიმოქცევის სტიმულირებისთვის იყენებდნენ. გინკო ბილობას პირველი სამკურნალო დანიშნულებით გამოყენება ჩინური სასახლის სამედიცინო ჩანაწერებში ჯერ კიდევ ძვ.წ. III საუკუნეში გვხვდება. დასავლურმა მედიცინამ კი, მისი აქტიური კვლევა გასულ საუკუნეში დაიწყო და შედეგები მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
გინკო ბილობას ფოთლები ორ ძირითად აქტიურ ნივთიერებას - ფლავონოიდებსა და ტერპენოიდებს შეიცავს. სწორედ ისინი განსაზღვრავენ მის სამკურნალო თვისებებს.
ფლავონოიდები მძლავრი ანტიოქსიდანტებია, რომლებიც ნერვულ უჯრედებს, გულის კუნთსა და სისხლძარღვებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან იცავენ.
ტერპენოიდები (გინკოლიდები) კი სისხლის მიმოქცევას, სისხლძარღვების გაფართოებისა და თრომბოციტების ერთმანეთთან „შეწებების“ შემცირების გზით, აუმჯობესებენ.
სწორედ ამ ორი კომპონენტის სინერგია უზრუნველყოფს ჟანგბადითა და გლუკოზით ტვინისა და სხეულის სხვა ნაწილების უკეთეს მომარაგებას.
რასაკვირველია, პროდუქტის ეფექტურობას მისი შემადგენლობა განსაზღვრავს. ის შეიცავს: სტანდარტიზებულ გინკგო ბილობას ფოთლის ექსტრაქტს; (გინკგოს ფლავონურ გლიკოზიდებს 14.4მგ [24%]) - 60მგ; გინკგო ბილობას ფოთლის ფხვნილს - 30მგ.
რაც შეეხება ჩვენებას, ის მართლაც მრავალმხრივია და ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითი ეფექტის მოხდენა შეუძლია.
უფრო კონკრეტულად, გინკო ბილობა სოლგარი შემდეგ შემთხვევებში გამოიყენება:
სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულატორული ენცეფალოპათია (ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა, ხანდაზმულობა), რომელსაც მენტალური და კოგნიტური დარღვევები თან ახლავს;
ყურადღების კონცენტრაციის გაუარესება, მეხსიერების დაქვეითება, ინტელექტუალური შესაძლებლობების დათრგუნვა, ძილის დარღვევა, შფოთვისა და შიშის შეგრძნებების გამძაფრება;
დემენცია - მათ შორის, ალცჰაიმერის დროს გამოხატულიც;
ახალგაზრდა ასაკში მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა;
პერიფერიული სისხლის მიმოქცევისა და მიკროცირკულაციის დარღვევა - ამას თან ახლავს მოძრაობის დროს ტკივილი, სიცივის შეგრძნება და პარესთეზიები;
შარკოს სინდრომის სიმპტომური მკურნალობა, ქრონიკული მაობლიტირებელი ათეროსკლეროზის დროს;
რეინოს სინდრომი;
ნეიროსენსორული დარღვევები - სისხლძარღვოვანი და ინვოლუციური წარმოშობის თავბრუსხვევა და შუილი ყურებში, ჰიპოაკუზია;
ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია;
დიაბეტური რეტინოპათია, ანგიოპათია, ნეიროპათია.
აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით გინკო ბილობა მხოლოდ ტრადიციული მედიცინის ნაწილი აღარ არის. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ის თანამედროვე ინტელექტუალური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნატურალური დანამატი გახდა.
სილიკონ ველი (Silicon Valley) - ტექნოლოგიური სფეროს თანამშრომლები, სტარტაპერები და პროგრამისტები მას კრეატიული აზროვნების გასაძლიერებლად და სხვადასხვა საკითხზე ფოკუსირებისთვის იყენებენ. გარდა ამისა, პრეპარატს სტუდენტებიც სვამენ, ძირითადად, კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად და გამოცდებისთვის ეფექტურად მოსამზადებლად.
უნდა იცოდეთ, რომ გინკო ბილობა გამოიყენება როგორც ბუნებრივი საშუალება სტრესის, დაღლილობისა და ემოციური გამოფიტვის წინააღმდეგ. რაც მთავარია, ის დამოკიდებულებას არ იწვევს.
მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, აფთიაქების თაროებზე გინკო ბილობას შემცველი სხვადასხვა საკვები დანამატი მოიპოვება. თუმცა, უნდა იცოდეთ, რომ ყველა მათგანი ერთნაირად ეფექტური არ არის. მცენარეული დანამატების შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნედლეულის სისუფთავეს და დამუშავების ტექნოლოგიას. გინკო ბილობა სოლგარი რამდენიმე უნიკალური მახასიათებლით გამოირჩევა.
სტანდარტიზებული სრული პოტენციალი (SFP) - სოლგარი იყენებს უნიკალურ ტექნოლოგიას, რომელსაც Standardized Full Potency (SFP) ეწოდება. რას ნიშნავს ეს მომხმარებლისთვის? - ბევრი კომპანია მხოლოდ იზოლირებულ ექსტრაქტს იყენებს, რაც მცენარის სხვა სასარგებლო თვისებებს კარგავს. სოლგარი კი, გინკო ბილობას სტანდარტიზებულ ექსტრაქტსა (გარანტირებული 24% გინკოფლავოგლიკოზიდებით და 6% ტერპენ ლაქტონებით) და მთლიანი მცენარის ფხვნილს აერთიანებს. ეს უზრუნველყოფს, რომ მცენარის ყველა სასარგებლო თვისება ზუსტად ისე მიიღოთ, როგორც ეს ბუნებაშია და ზოგჯერ, უფრო ძლიერი ეფექტითაც კი.
PhytO2X® - მცენარეული ინგრედიენტები ჟანგბადის მიმართ მგრძნობიარეა და დროთა განმავლობაში, ეფექტურობას კარგავენ. გინკო ბილობა სოლგარი სპეციალური PhytO2X® სისტემითაა დაცული. ეს არის ბუნებრივი ანტიოქსიდანტების ნაზავი, რომელიც კაფსულაში მოთავსებულ ინგრედიენტებს დაჟანგვისგან იცავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და უზრუნველყოფს, რომ პროდუქტი ვარგისიანობის ვადის ბოლოს ისეთივე ეფექტური იყოს, როგორიც დამზადების მომენტში იყო.
სოლგარის „ოქროს სტანდარტი“ - კომპანია საკვებ დანამატებს 1947 წლიდან აწარმოებს და ცნობილია ხარისხის უმკაცრესი კონტროლით. აღსანიშნავია, რომ ეს პროდუქტი: არ შეიცავს გლუტენს, ხორბალს და რძის პროდუქტებს; არის ვეგანური და ვეგეტარიანული (გამოყენებულია მცენარეული კაფსულა); არ შეიცავს ხელოვნურ კონსერვანტებს, დამატკბობლებსა და საღებავებს; არის კოშერული (Kosher) სერტიფიცირებული.
სწორედ ამიტომ, როდესაც საქმე სოლგარის გინკო ბილობას ეხება, ჩათვალეთ, რომ თქვენ გარანტირებულ ეფექტსა და მაღალ ხარისხს ირჩევთ.
თავდაპირველად, აღსანიშნავია, რომ რეგულარული მიღების შემთხვევაში, ამ საკვებ დანამატს თქვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება შეუძლია. უფრო კონკრეტულად, ქვემოთ წაიკითხავთ, თუ რა ძირითადი ეფექტით ხასიათდება იგი.
მეხსიერების და კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესება - ეს გინკო ბილობას ყველაზე ცნობილი თვისებაა. კვლევებმა აჩვენა, რომ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება პირდაპირ უკავშირდება მეხსიერების, ფოკუსირებისა და სწრაფი აზროვნების უნარებს. საკვები დანამატი განსაკუთრებით ეფექტურია ე.წ. „ტვინის ნისლის“ (Brain Fog) გაფანტვისთვის, რაც ხშირად სტრესისა და გადაღლილობის შედეგია.
პერიფერიული სისხლის მიმოქცევის რეგულირება - თუ ზამთარ-ზაფხულ ხელები და ფეხები ცივი გაქვთ, ეს ხშირად სისხლის ცუდი მიმოქცევის ბრალია. გინკო ბილობა სისხლძარღვებს აფართოებს და უზრუნველყოფს, რომ სისხლმა კიდურების ყველაზე შორეულ წერტილებამდე მიაღწიოს. ასევე, იგი ამცირებს კუნთების ტკივილსა და სპაზმებს, რომლებიც სიარულის ან ვარჯიშის დროს ჟანგბადის ნაკლებობითაა გამოწვეული.
მხედველობისა და სმენის მხარდაჭერა - ჟანგბადით მდიდარი სისხლის მიწოდების გაუმჯობესება თვალის ბადურას დაზიანებისგან იცავს. გარდა ამისა, გინკო ბილობა ხშირად ყურებში შუილის (ტინიტუსი) შესამცირებლად და ვესტიბულური აპარატის (თავბრუსხვევა) დარღვევების დროს გამოიყენება.
ძლიერი ანტიოქსიდანტური დაცვა - გინკო ბილობაში შემავალი ფლავონოიდები თავისუფალ რადიკალებს ებრძვიან, რითაც დაბერების პროცესებს არა მხოლოდ ტვინში, არამედ მთელს სხეულში ანელებენ.
განწყობის გაუმჯობესება და შფოთვის შემცირება - ქრონიკული სტრესი ჰორმონების - კორტიზოლისა და ადრენალინის მატებას იწვევს. გინკო ბილობას ადაპტოგენური თვისებები აქვს, რაც ორგანიზმს სტრესთან გამკლავებაში ეხმარება. ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, რომ მისი რეგულარული მიღება შფოთვის სიმპტომებს ამცირებს და განწყობას აუმჯობესებს.
გინკო ბილობა სოლგარი უნივერსალური დანამატია, რომელიც სხვადასხვა ასაკისა და ცხოვრების სტილის მქონე ადამიანს გამოადგება.
ის იდეალურია სტუდენტებისა და გონებრივი შრომით დაკავებული პირებისთვის - თუ გამოცდებისთვის ემზადებით, რთულ პროექტზე მუშაობთ ან უბრალოდ გსურთ, რომ თქვენი პროდუქტიულობა გაზარდოთ, ეს დანამატი ინფორმაციის უკეთ დამახსოვრებასა და ყურადღების მოკრებაში დაგეხმარებათ.
საკვებ დანამატს მოიხმარენ ასაკოვანი ადამიანებიც - გინკო ბილობა ხშირად გამოიყენება დემენციისა და ალცჰაიმერის დაავადების რისკის შესამცირებლად ან საწყის ეტაპზე პროგრესირების შესანელებლად.
მას იღებენ ადამიანები, ვისაც კიდურების არეში სიცივე, რეინოს სინდრომი ან სიარულისას ფეხების ტკივილი აწუხებთ. ასევე, ისინი, ვინც თვალის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.
იმისთვის, რომ საკვები დანამატისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ და გვერდითი მოვლენები თავიდან აიცილოთ, მნიშვნელოვანია, მიღების წესები დაიცვათ.
სასურველია, რომ თითო მცენარეული კაფსულა მინიმუმ 2-ჯერ დღეში, საკვებთან ერთად, მიიღოთ. ეს პრეპარეტის უკეთეს შეწოვას უზრუნველყოფს და კუჭის გაღიზიანების რისკს ამცირებს.
აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, უსაფრთხოება და უკუჩვენებები. მიუხედავად იმისა, რომ გინკო ბილობა ბუნებრივი საშუალებაა, მას ძლიერი ფიზიოლოგიური ეფექტი აქვს, კერძოდ სისხლის გათხელება შეუძლია.
სწორედ ამიტომ, ეს საკვები დანამატი ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არ დალიოთ, თუ სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს, ანტიკოაგულანტებს იღებთ ან ქირურგიული ოპერაციისთვის ემზადებით. გინკო ბილობამ შეიძლება სისხლდენის რისკი გაზარდოს.
რაც შეეხება ორსულობასა და ლაქტაციას, საკვები დანამატის მიღებამდე, კონსულტაცია მკურნალ ექიმთან გაიარეთ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ადამიანებმა, რომელთაც კრუნჩხვები ან ეპილეფსიის ისტორია აქვთ, გინკო ბილობას მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ.
საკვები დანამატი 18 წლამდე პირებისთვის არაა განკუთვნილი.
მეხსიერების გაუმჯობესება, გონებრივი სიცხადე და ჯანსაღი სისხლის მიმოქცევა ის საძირკველია, რომელზეც თქვენი პროდუქტიულობა და კეთილდღეობა დგას. გინკო ბილობა სოლგარი უბრალოდ მორიგი ვიტამინი არ არის. ის საუკუნეების განმავლობაში გამოცდილი ბუნებრივი ძალაა.
სწორედ ამიტომ, თუ გრძნობთ, რომ თქვენს გონებას „გაღვიძება“, ან „შეფხიზლება“ სჭირდება, ეს საკვები დანამატი დაგეხმარებათ. ის, ასევე, ეფექტურია, თუ გსურთ, რომ წლების მატებასთან ერთად, ახალგაზრდული ენერგია და გონება შეინარჩუნოთ.
საკვები დანამატი საქართველოში ხელმისაწვდომია და მისი შეძენა სააფთიაქო ქსელ ფარმადეპოშია შესაძლებელი.