
ზამთრის პერიოდში ჩვენი ორგანიზმი განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგება. ტემპერატურის კლება, მზის სინათლის დეფიციტი და ვირუსული ინფექციების გავრცელება იმუნური სისტემისგან მაქსიმალურ მობილიზაციას მოითხოვს. იმუნიტეტი წარმოადგენს ჩვენი ორგანიზმის თავდაცვით მექანიზმს, რომლის სიძლიერეც განსაზღვრავს, რამდენად ეფექტურად უმკლავდება სხეული სეზონურ დაავადებებს.
იმუნური სისტემის გაძლიერება მოიცავს სწორ კვებას, ჯანსაღ ცხოვრების წესს და ორგანიზმისთვის საჭირო სასარგებლო ნივთიერებების მიღებას. მხოლოდ ვიტამინების მიღება, ცხოვრების წესის შეცვლის გარეშე, ხშირად საკმარისი არ არის, საუკეთესო შედეგს მათი კომბინაცია იძლევა.

განვიხილოთ ის ძირითადი ელემენტები, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის ამაღლებაში:
ვიტამინი D
ვიტამინი D მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა მხოლოდ იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებაში, არამედ ძვლების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, კუნთების სიძლიერესა და ანთებითი პროცესების რეგულაციაში. მისი საკმარისი დონე ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას ინფექციების მიმართ.
ზამთრის პერიოდში, მზის სხივების დეფიციტის ფონზე, ხშირად რეკომენდებულია მისი მიღება მედიკამენტური ან საკვები დანამატების სახით. იგი წარმოდგენილია სხვადასხვა ფორმით: წვეთების, კაფსულებისა და ტაბლეტების სახით, რაც მის მიღებას კომფორტულსა და ხელმისაწვდომს ხდის.
ვიტამინი C გამოირჩევა ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედებით და მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. იგი ხელს უწყობს თეთრი სისხლის უჯრედების წარმოქმნასა და ფუნქციონირებას, ამავე დროს იცავს მათ დაზიანებისგან, რაც ორგანიზმს ეხმარება ინფექციებთან უფრო ეფექტურ ბრძოლასა და გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარებაში.
ვიტამინი C ფართოდ არის გავრცელებული როგორც საკვებში (ციტრუსები, კივი, წითელი წიწაკა), ისე სხვადასხვა ფორმის დანამატებში – ტაბლეტები, შუშხუნა ტაბლეტები, პაკეტები.
თუთია
თუთია წარმოადგენს მნიშვნელოვან მინერალს, რომელიც მონაწილეობს იმუნური უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებაში და ხელს უშლის ვირუსების გამრავლებას ორგანიზმში. მისი დეფიციტის შემთხვევაში ორგანიზმის დაცვითი უნარი სუსტდება, რის შედეგადაც ადამიანი უფრო მოწყვლადი ხდება რესპირატორული ინფექციების მიმართ.
თუთია გვხვდება როგორც მონოპრეპარატის, ასევე კომბინირებული დანამატის სახით (მაგ. თუთია + ვიტამინი C), თუმცა მისი დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გვერდითი ეფექტებიც გამოიწვიოს, ამიტომ რეკომენდებულია ინსტრუქციის მკაცრი დაცვა.
ვიტამინი A
ვიტამინი A ზრუნავს ლორწოვანი გარსების: ცხვირის, ყელისა და ფილტვების ჯანმრთელობაზე, რომლებიც წარმოადგენს ორგანიზმის პირველ დამცავ ბარიერს ვირუსებისა და ბაქტერიებისგან. ის ეხმარება იმუნურ სისტემას სწორად ფუნქციონირებაში და აძლიერებს ორგანიზმის უნარს ინფექციების წინააღმდეგ.
ვიტამინი A მოიპოვება როგორც საკვებიდან (გულ-მკერდის პროდუქტი, კვერცხი, კარაქი, სტაფილო), ასევე საკვები დანამატების სახით. მასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დოზის დაცვა, რადგან ზედმეტმა რაოდენობამ შესაძლოა არასასურველი ეფექტები გამოიწვიოს.
ომეგა‑3 ცხიმოვანი მჟავები
ომეგა‑3 (EPA და DHA) მნიშვნელოვან როლს თამაშობს ანთებითი რეაქციის რეგულაციაში და იმუნური უჯრედების მემბრანების სტრუქტურაში.
ომეგა‑3 ეხმარება ორგანიზმს შეამციროს ზედმეტი ანთება და დაიცვას იმუნური სისტემა ისე, რომ სწორად რეაგირებდეს ინფექციებზე.
რეგულარული მიღება ეხმარება გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას და ანთების შემცირებაში, რაც თავის მხრივ იმუნიტეტსაც ამყარებს.
ხარისხიანი ძილი
სხეულის ტენიანობის შენარჩუნება
საკმარისი სითხის მიღება ეხმარება ლორწოვანი გარსების დატენიანებას, რაც აუმჯობესებს მათ ბარიერულ ფუნქციას.
ზომიერი ფიზიკური აქტივობა
იმუნიტეტის გაძლიერება ერთჯერადი კურსი არ არის, ეს არის პროცესი, რომელიც მოითხოვს ცხოვრების ჯანსაღი წესის, მრავალფეროვანი კვებისა და სწორად შერჩეული ვიტამინების/მინერალების კომბინაციას. ვიტამინები D, C, A, თუთია და ომეგა‑3 ქმნიან მნიშვნელოვან ფუნდამენტს.
რადგან საჭირო დოზა სხვადასხვა ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მიღებული მედიკამენტების მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს, ყველაზე უსაფრთხო იქნება, დანამატების არჩევისა და კურსის დაწყებამდე ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გავლა.