
დაღლილობის შეგრძნებით იღვიძებთ და დღის განმავლობაში, ენერგია არაფრისთვის გყოფნით? - იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. ამ გამოწვევის წინაშე, თქვენ მსგავსად, უამრავი ადამიანია.
ფაქტია, თანამედროვე სამყაროში ცხოვრების ტემპი იმდენად აჩქარებულია, რომ ხშირად საკუთარი ჯანმრთელობისთვის დრო აღარავის რჩება. ქრონიკული დაღლილობა, მუდმივი სტრესი, არარეგულარული კვება და გარემოს მავნე ზემოქმედება - ეს იმ გამოწვევების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ალბათ ყოველდღიურად აწყდებით.
სწორედ ამ დროს დგება დღის წესრიგში დამატებითი ნუტრიენტების მიღების საკითხი. მსგავსი საკვები დანამატების მიმართ მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, ამიტომაც ისინი ბაზარზე სხვადასხვა ფორმით გვხვდება. სოლგარის ვიტამინების კომპლექსი ის პროდუქტია, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი ირჩევს.
რატომ არის ეს კომპლექსი იდეალური, როგორია მისი შემადგენლობა და გამოყენების წესები, ვისთვისაა რეკომენდებული და რატომაა სოლგარი სანდო ბრენდი - ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციას ბლოგის საშუალებით გაეცნობით.
რასაკვირველია, სანამ უშუალოდ ვიტამინების კომპლექსის შემადგენლობაზე ვისაუბრებთ, მნიშვნელოვანია, ინფორმაცია ბრენდის შესახებაც იცოდეთ. საჭიროა აცნობიერებდეთ, თუ ვის ანდობთ თქვენს ჯანმრთელობას. კომპანია სოლგარი 1947 წლიდან არსებობს და უკვე 75 წელზე მეტია, რაც ინდუსტრიის ლიდერია.
ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ სოლგარისთვის დამახასიათებელია მუქი ფერის შუშის ბოთლები, რომელთაც ოქროსფერი ეტიკეტით აქვთ. იცოდით, რომ ეს დიზაინი მხოლოდ ესთეტიკისთვის არ არის შექმნილი? - მას უფრო მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვს.
პირველი ეს არის დაცვა - მუქი შუშა კაფსულებს სინათლის, ტენიანობისა და ტემპერატურის ცვალებადობისგან საიმედოდ იცავს. პლასტმასის ქილებისგან განსხვავებით, შუშა ვიტამინებთან რეაქციაში არ შედის. ეს კი, უზრუნველყოფს, რომ პროდუქტმა სასარგებლო თვისებები ვადის ბოლომდე შეინარჩუნოს.
სისუფთავე - სოლგარი ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელმაც ხელოვნურ საღებავებზე, არომატიზატორებსა და მავნე კონსერვანტებზე უარი თქვა.
შესაბამისად, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ როდესაც სოლგარის ვიტამინების კომპლექსს ირჩევთ, თქვენ საქმე გაქვთ გარანტირებულ სისუფთავესა და ხარისხთან
ზოგადად, ვიტამინების კომპლექსის ეფექტურობას მისი შემადგენელი კომპონენტები განსაზღვრავს. აღსანიშნავია, რომ ბევრი მულტივიტამინი ნივთიერებების მიკროსკოპულ დოზებს შეიცავს, რაც რეალური შედეგისთვის საკმარისი არ არის. სოლგარის შემთხვევაში კი, საქმე სულ სხვაგვარადაა.
სოლგარის ფორმულაში თითოეული კომპონენტი მეცნიერულად გათვლილი დოზითაა წარმოდგენილი. ახლა მათ შესახებ დეტალურად მოგიყვებით.
B ჯგუფის ვიტამინების მაღალი დოზირება - დასახელებაში ციფრი „75“ შემთხვევითი არ არის. ეს მიუთითებს, რომ კომპლექსი ძირითად B ჯგუფის ვიტამინებს 75 მგ-ის ოდენობით შეიცავს.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? - B ჯგუფის ვიტამინები - B1, B2, B6, B12, ფოლიუმის მჟავა და სხვა, საკვების ენერგიად გარდაქმნაზე არიან პასუხისმგებელი. სწორედ ისინი კვებავენ ჩვენს ნერვულ სისტემას.
თუ ქრონიკულ დაღლილობას, გაღიზიანებას ან კონცენტრირების დარღვევას გრძნობთ, ეს ხშირად B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტზე მიუთითებს. VM-75 ამ მარაგის სწრაფ შევსებას უზრუნველყოფს, რაც ენერგიის მატებასა და განწყობის გაუმჯობესებაში გამოიხატება.
ქელატირებული მინერალები - ეს არის ის, რითაც სოლგარის ვიტამინების კომპლექსი სხვა ანალოგებისგან რადიკალურად განსხვავდება. მინერალები - თუთია, მაგნიუმი, რკინა და სხვები ორგანიზმისთვის რთულად შესათვისებელი ნივთიერებებია. იაფფასიან ვიტამინებში ხშირად მინერალების „ოქსიდებს" ან „სულფატებს“ იყენებენ, რომლებიც ცუდად შეიწოვება და ხშირად კუჭის ტკივილს ან გულისრევას იწვევს.
სოლგარი კი, ქელატირებულ (Chelated) ფორმებს იყენებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მინერალი გადაბმულია ამინომჟავასთან, რაც ორგანიზმს ატყუებს და აფიქრებს, რომ ის საკვებს იღებს.
სწორედ ამის გამო ხდება, რომ ნივთიერებები თითქმის სრულად შეიწოვება, არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავს და მინერალები თირკმელში არ ილექება.
ძლიერი ანტიოქსიდანტური დაცვა - კომპლექსი ანტიოქსიდანტებით - ვიტამინი C, ვიტამინი E და ბეტა-კაროტინი გამდიდრებულია. ისინი უჯრედებს „ჟანგვითი სტრესისგან“ იცავენ, დაბერების პროცესს ანელებენ და იმუნურ სისტემას აძლიერებენ, რაც განსაკუთრებით აქტუალურია სეზონური ვირუსების დროს.
ბუნებრივი მცენარეული საფუძველი - სოლგარის ვიტამინების კომპლექსი მხოლოდ სინთეზირებული ნივთიერებების ნაკრები არ არის. VM-75-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირსება მისი მცენარეული ბაზაა.
კაფსულაში, ვიტამინებთან ერთად, თქვენ იღებთ ფხვნილს ისეთი საკვებისგან, როგორიცაა: იონჯა (Alfalfa), რომელიც მდიდარია მინერალებით; აცეროლა და ასკილი, ესენი C ვიტამინის ბუნებრივი წყაროებია; ოხრახუში და წიწმატი ხელს უწყობენ თირკმელების მუშაობას და დეტოქსიკაციას; ციტრუსის ბიოფლავონოიდები კი, C ვიტამინის ათვისებას აუმჯობესებენ.
სწორედ ეს კომპონენტები ქმნიან სინერგიას - მდგომარეობას, როდესაც ნივთიერებები ერთმანეთს აძლიერებენ და ორგანიზმი მათ ისე აღიქვამს, როგორც ნატურალურ საკვებს.
აღსანიშნავია, რომ ვიტამინების ეს ფორმულა ზრდასრული ადამიანებისთვის უნივერსალურია, თუმცა არსებობს ჯგუფები, რომლებისთვისაც განსაკუთრებით ეფექტურია. ახლა სწორედ მათზე ვისაუბრებთ.
აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანები - თუ დღის განმავლობაში ფიზიკური ან გონებრივი შრომით დატვირთული ხართ, თქვენი ორგანიზმი ნუტრიენტებს უფრო სწრაფად დახარჯავს. VM-75 კი თქვენი ორგანიზმისთვის ისე მუშაობს, როგორც „საწვავი“.
სტრესულ გარემოშიდასაქმებულები - სტრესი B ვიტამინებისა და მაგნიუმის მარაგს ანადგურებს. ამ კომპლექსის მიღება კი ნერვული სისტემის დამშვიდებასა და სტრესმედეგობის გაზრდაში დაგეხმარებათ.
ვეგეტარიანელები და ვეგანები - ეს საკვები დანამატი ცხოველურ კომპონენტებს არ შეიცავს და მდიდარია B12 ვიტამინით. ეს უკანასკნელი კი ვეგეტარიანელებსა და ვეგანებს ხშირად აკლიათ.
არასრულფასოვანი კვების დროს - თუ არაჯანსაღი საკვებით, ე.წ. ჯანქ ფუდით ხშირად იკვებებით, თქვენს ორგანიზმს ვიტამინებით შევსება დასჭირდება. სწორედ VM-75 შეგივსებთ აუცილებელი მიკროელემენტების დეფიციტს.
თანამედროვე სამყაროში ალერგია და ზოგიერთი საკვების აუტანლობა ხშირი პრობლემაა. აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ სოლგარი ამ მხრივაც გამორჩეულია.
ეტიკეტზე მითითებულია იმ ნივთიერებების ჩამონათვალი, რასაც კომპლექსის შემადგენლობაში ვერ ნახავთ. ესენია: გლუტენი, ხორბალი, რძის პროდუქტები - ლაქტოზა, სოიო, საფუარი, შაქარი და ხელოვნური დამატკბობლები.
ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს, რომლებსაც ცელიაკია, ლაქტოზის აუტანლობა ან უბრალოდ მგრძნობიარე კუჭი აქვთ, სოლგარის ვიტამინების კომპლექსის მიღება ყოველგვარი შიშის გარეშე შეუძლიათ.
იმისთვის, რომ სოლგარის ვიტამინებს სასურველი ეფექტი ჰქონდეთ, მიღების წესების დაცვა აუცილებელია.
Solgar VM-75 არის ძალიან ძლიერი კონცენტრაცია, ამიტომაც დღეში მხოლოდ 1 ტაბლეტი უნდა დალიოთ. აღსანიშნავია, რომ ერთ ბოთლში 60 კაფსულაა და ის 2 თვის განმავლობაში გეყოფათ. გაითვალისწინეთ, რომ ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის ექიმს უნდა მიმართოთ.
კაფსულა აუცილებლად კვების დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ მიიღეთ. არ დალიოთ მშიერ კუჭზე. ვიტამინები, განსაკუთრებით, მინერალები საჭიროებენ კუჭის წვენსა და საკვებს საუკეთესო ათვისებისთვის.
ნუ შეგეშინდებათ, თუ სოლგარის ვიტამინების კომპლექსის მიღების შემდეგ შარდი კაშკაშა ყვითელი ფერის გახდება. ეს გამოწვეულია ვიტამინი B2-ით (რიბოფლავინი), რომელიც ორგანიზმიდან ზედმეტ პიგმენტს გამოდევნის. შესაბამისად, ეს სრულიად უსაფრთხო და ბუნებრივი პროცესია.
სოლგარი მაღალი ხარისხითა და ბუნებრივი შემადგენლობითაა ცნობილი, თუმცა მისი ეფექტურობის შესანარჩუნებლად, აუცილებელია შენახვის წესების ზედმიწევნით დაცვა. არასწორმა ტემპერატურამ, ტენიანობამ ან სინათლემ შეიძლება აქტიური ნივთიერებების სტაბილურობა შეამციროს და პროდუქტი ნაკლებად ეფექტური გახდეს. მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდიმელ მშრალ ადგილას, 15–25°C ტემპერატურაზე შეინახეთ.
გაითვალისწინეთ, რომ მედიკამენტი მზის პირდაპირი სხივების ქვეშ არ უნდა მოხვდეს. ასევე, შესანახად არაა რეკომენდებული ისეთი ოთახების გამოყენება, როგორიცაა აბაზანა, სამზარეულო და სხვა ტენიანი სივრცეები.
ასევე, დარწმუნდით, რომ ყოველი გამოყენების შემდეგ, ბოთლს თავსახური მჭიდროდ ახურავს. კაფსულებს სველი ხელით არ შეეხოთ, რადგან ამან შესაძლოა, მისი სტრუქტურა დააზიანოს.
ჯანმრთელობა არ არის ის სფერო, რასაც უდიდესი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. ამიტომაც სხვადასხვა პროდუქტი, მედიკამენტი, ვიტამიანი, საკვები დანამატები თუ სხვა ხარისხიანი და სანდო უნდა აარჩიოთ.
უნდა იცოდეთ, რომ როდესაც Solgar Formula VM-75-ს ირჩევთ, თქვენ უბრალოდ ვიტამინებს არ ყიდულობთ. ეს არის ინვესტიცია საკუთარ შრომისუნარიანობაში, განწყობასა და ჯანმრთელობაში.
სოლგარის ვიტამინების კომპლექსი საქართველოში ხელმისაწვდომია და მისი შეძენა შეგიძლიათ სააფთიაქო ქსელ ფარმადეპოში. სოლგარის უნიკალური, ქელატირებული ფორმულა, მცენარეული ინგრედიენტები და „ოქროს სტანდარტის“ ხარისხი იმის გარანტიაა, რომ თქვენი ორგანიზმი საჭირო მხარდაჭერას მიიღებს.
მზად ხართ, რომ თქვენს ორგანიზმს საჭირო ენერგია დაუბრუნოთ? - მაშინ უკვე იცით, რომ ყველაზე მართებული და იდეალური არჩევანი სოლგარის ვიტამინების კომპლექსია.