
კოლაგენი ის საკითხია, რაზეც თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს. მისი საკვები დანამატის სახით მიღებისკენ შეიძლება დიეტოლოგებმა, ექიმებმა, ინფლუენსერებმა ან თუნდაც, მეგობრებმა მოგიწოდონ. თუ ოდესმე დაინტერესებულხართ, მაინც რა სარგებელი მოაქვს და დროთა განმავლობაში, მისი პოპულარობა რატომ არ ცხრება - პასუხს ამ ბლოგში იპოვით.
კოლაგენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი მილიონობით ადამიანისთვის გახდა. შეიძლება ითქვას, რომ ის სილამაზესა და ჯანმრთელობის დაცვას ერთდროულად უზრუნველყოფს. როგორ გამოიყურება თქვენი კანი, თმა, ფრჩხილები და რამდენად ძლიერია თქვენი სახსრები თუ ძვლები - ეს სწორედ ამ სტრუქტურულ პროტეინზეა დამოკიდებული.
კვლევებით დადასტურებულია, რომ მისი საკვები დანამატის სახით მიღება კანის ზოგად მდგომარეობას აუმჯობესებს - ამკვრივებს და აგლუვებს მას. ასევე, ხელს უწყობს სხეულში ტენიანობის შენარჩუნებას და ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, კუნთოვანი სისტემის აღდგენას.
ბაზარზე კოლაგენი სხვადასხვა სახით გვხვდება - ეს იქნება ფხვნილი, ტაბლეტი, სასმელი ფორმა თუ კაფსულები. ზოგიერთი მათგანი საჭმელში, ყავასა თუ სხვა სახის სითხეებში ზავდება.
ეძებთ სანდო, გამოცდილ და ეფექტურ საკვებ დანამატს - კოლაგენი? ფარმადეპო ის აფთიაქია, სადაც მის შეძენას შეძლებთ. ნუტრაქსინი კოლაგენი თურქული წარმოებისაა. სანამ ის სააფთიაქო ქსელების დახლებზე განთავსდება, ხარისხის მკაცრ შემოწმებას გადის. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მისი ეფექტურობა სხვადასხვა კვლევითა და მომხმარებელთა გამოცდილებით დასტურდება. სწორედ ამიტომ, მას უამრავი ადამიანი ირჩევს.
და მაინც, როგორია ამ საკვები დანამატის მოქმედება, რა ასაკიდანაა მისი მიღება რეკომენდებული, რა აუცილებელი წესები უნდა დაიცვათ - ახლა ამ და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას გაგაცნობთ.
ნუტრაქსინის შემადგებლობაში შედის: ჰიდროლიზებული კოლაგენი 1050 მგ, ვიტამინი C (L-ascorbic Acid) 100 mg, ჰიალურონის მჟავა 100 მგ, რესერვატოლი 10 მგ, ბრომელაინი 50 მგ, ბიოტინი 1000 მკგ, თუთია 6 მგ. აღსანიშნავია, რომ ბიოტინი კანის სიჯანსაღის შენარჩუნებას განაპირობებს, ხოლო ვიტამინი C - კოლაგენის სინთეზს, რაც კანის ნორმალური ფუნქციონირებითვის აუცილებელია.
აღსანიშნავია, რომ ის არ შეიცავს შაქარს, მარილს, სოიოს, სიმინდს, სახამებელს, საფუარს, გლუტენსა და რძის პროდუქტებს, ხელოვნურ არომატიზატორებს, კონსერვანტებსა და საღებავებს. სწორედ ამის გამო, მისი მიღება ვეგანებსა და ვეგეტარიანელებსაც შეუძლიათ.
ნუტრაქსინი კოლაგენი ტაბლეტის სახით იყიდება, შეფუთვაში სულ 30 აბია.
კოლაგენი განსაკუთრებული ცილაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ის არ მოქმედებს, როგორც სხვა ცილები, კოლაგენი ზოგად სტრუქტურას ქმნის. აღსანიშნავია, რომ იგი ჩვენს სხეულში არსებული ცილების 30%-ს შეადგენს. მისი სარგებლისა და დანიშნულების შესახებ ახლა უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.
კოლაგენი კანის ელასტიურობასა და სიჯანსაღეს უზრუნველყოფს. კანის გამკვრივება, ტენიანობის შენარჩუნება და ნაოჭების შემცირება - ამ ყველაფერს სწორედ ის უწყობს ხელს. ასაკის მატების პარალელურად, ორგანიზმში კოლაგენის გამომუშავება მცირდება. ეს, თავის მხრივ, კანის მოდუნებასა და გამოშრობას იწვევს.
კოლაგენი თმის ფოლიკულებს აძლიერებს, ხელს უშლის თმის ცვენას და მას ბზინვარებას ჰმატებს. გარდა ამისა, ის ფრჩხილების მტვრევადობას ამცირებს.
აღნიშნული ცილა ხრტილოვანი ქსოვილისთვის აუცილებელია. მისი დეფიციტი სახსრების ტკივილსა და მოძრაობის შეზღუდვას იწვევს. ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ კოლაგენი სიხლის ნორმალური მიმოქცევისთვის საჭიროა, რადგან სისხლძარღვების კედლების ელასტიურობას ჰმატებს. გარდა ამისა, გულის, თირკმელებისა და სხვა ორგანოებისთვის „დამხმარე ბადეს“ ქმნის.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასაკის მატებასთან ერთად, კოლაგენის გამომუშავება თანდათანობით მცირდება - ყოველწლიურად დაახლოებით, 1–1.5%-ით. ეს, საშუალოდ, 25 წლიდან ხდება. შედეგად, კანი სიმტკიცეს, ბზინვარებასა და ელატიურობას სწორედ ამ ასაკიდან კარგავს. ეს კიდევ უფრო შესამჩნევი 30 წლის მერე ხდება.
არსებობს ფაქტორები, რაც კოლაგენის გამომუშავებას კიდევ უფრო ანელებს. ესენია: მზის სხივების ხშირი ზემოქმედება - გარუჯვა ან სოლარიუმში ვიზიტი; სტრესი და უძილობა; მოწევა და ალკოჰოლის მიღება; არაჯანსაღი კვება, როდესაც ცილებისა და ვიტამინების დეფიციტი იქმნება.
სწორედ ამიტომ, პროფილაქტიკის მიზნით, კოლაგენის მიღება 25-30 წლიდან უნდა დაიწყოთ, რათა კანის, თმისა და სახსრების ჯანმრთელობა შეგინარჩუნდეთ.
რეგულარულად მიღება უკვე 35- 40 წლიდანაა აუცილებელი, რადგან ამ პერიოდში ორგანიზმი ბუნებრივ კოლაგენს ნაკლებად წარმოქმნის.
50 წლის შემდეგ კოლაგენის შემცველი დანამატები ძვლებისა და სახსრების ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, რომ ამ დროს მათი მიღება არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელიცაა.
გაითვალისწინეთ, რომ ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ბაზარზე კოლაგენი როგორც ფხვნილის, ისე კაფსულის, სითხისა და ტაბლეტის სახით მოიპოვება. ეს ზოგჯერ მომხმარებლის დაბნეულობას იწვევს, რადგან არ იცის რომელი აარჩიოს. არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რის მიხედვითაც შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ.
პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ არსებობს კოლაგენის ტიპები და შემდეგ თქვენი საჭიროების მიხედვით, იმოქმედოთ.
ტიპი I - ყველაზე ხშირად კანში, თმასა და ფრჩხილებში გვხვდება;
ტიპი II - სახსრებისა და ხრტილოვანი ქსოვილისთვის არის სასარგებლო;
ტიპი III - კანის ელასტიურობასა და სისხლძარღვების გაძლიერებას უწყობს ხელს.
ნუტრაქსინი კოლაგენი ტაბლეტის ფორმით არსებობს. ის, ძირითადად, ჰიდროლიზებულ პირველი და მესამე ტიპის კოლაგენს შეიცავს. შესაბამისად, ის კანის, თმისა და ფრჩხილების გასაძლიერებლად იდეალურია.
არსებობს მიზეზები, რატომაც ჰიდროლიზებული კოლაგენი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში, მოლეკულა პატარა ნაწილებად წინასწარაა დაშლილი. ის ჩვეულებრივ ფორმასთან შედარებით, უფრო სწრაფად შეიწოვება და სასურველი შედეგიც უფრო მალე დგება.
აღსანიშნავია, რომ კოლაგენის ეფექტურობა მაშინ იზრდება, თუ ის დამატებით ნივთიერებებთან კომბინირებულია. ნუტრაქსინის შემადგენლობა კი, ისეთ ფორმულას ქმნის, რომელიც სილამზის შესანარჩუნებლად და ჯანმრთელობისთვის საჭიროა.
ტაბლეტების ფორმა მოსახერხებელია მათთვის, ვისაც ფხვნილის ან სითხის მიღება არ უყვარს. ასევე, იმათთვის, ვისაც ცხოვრების აქტიური რეჟიმი აქვს, რადგან მისი დოზის გამოთვლა და მიღება ძალიან მარტივია.
დამატებითი რჩევაა, რომ კოლაგენის დანამატის შერჩევისას პროდუქტის შემადგენლობა, მწარმოებელი ქვეყანა და ბრენდის სანდოობა ყოველთვის შეამოწმეთ.
ნუტრაქსინს თურქული ბრენდი ბიოტა აწარმოებს, რომელიც მაღალი სტანდარტებთ გამოირჩევა. მისი პროდუქტები მხოლოდ თურქეთში 24 000-ზე მეტ აფთიაქში იყიდება. კომპანია საკუთარ პროდუქციას ტესტირებას უტარებს და ინოვაციური მიდგომით გამოირჩევა.
ნუტრაქსინი კოლაგენი GMP სტანდარტების დაცვით იწარმოება. ეს ფარმაცევტული და საკვები დანამატების წარმოებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხის სტანდარტია. სწორედ ამიტომ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ის უსაფრთხოდ, სისუფთავის და დოზირების მკაცრი კონტროლით მზადდება.
ბრენდის ვებ გვერდზე ვკითხულობთ, რომ არსებობს ORIGINIALITY CHECK ფუნქცია. თითოეული პროდუქტის ფლაკონსა და შეფუთვაში თხუთმეტნიშნა კოდი ან QR-კოდია დატანილი. მათი მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია, შეამოწმოს პროდუქტი ორიგინალია თუ არა.
გარდა ამისა, პროდუქცია დიეტური დანამატების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ის არ შეიცავს შაქარს, მარილს ან ალერგენებს.
მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი სანდოა, რეკომენდებულია, ნებისმიერი საკვები დანამატის მიღებამდე ექიმთან კონსულტაცია გაიაროთ. უნდა იცოდეთ, რომ შედეგები ინდივიდუალურია და ზოგჯერ, სწრაფად ვლინდება, ზოგიერთ შემთხვევაში კი, უფრო მეტი დრო სჭირდება.
იმისთვის, რომ კოლაგენისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, მნიშვნელოვანია რეკომენდაციები გაითვალისწინოთ. უნდა გესმოდეთ, შესაძლოა, მისმა არასწორმა გამოყენებამ სასურველ შედეგამდე ვერ მიგიყვანოთ.
მოზრდილებისთვის დღიური დოზა 1 ტაბლეტია, რომელიც არანაკლებ ერთი ჭიქა წყლის მიყოლებით, უნდა დალიოთ. უმჯობესი იქნება, თუ მას რუტინულად, ერთსა და იმავე დროს, მაგალითად, საუზმობისას მიიღებთ. ეს იმიტომ, რომ სხეული ფერმენტებით დაშლილ ცილებს უკეთ იყენებს.
კოლაგენის სინთეზს ხელს უწყობს C ვიტამინი, ამიტომაც, რეკომენდებულია, რომ მასთან ერთად მიიღოთ.
რაც შეეხება ეფექტს, ეს ინდივიდუალურია და როგორც წესი, 4-12 კვირის შემდეგ ჩნდება. ამიტომ, სასურველია, მისი სისტემატიურად მიღება.
მნიშვნელოვანია, რომ კოლაგენი ლიცენზირებულ სააფთიაქო ქსელში შეიძინოთ. თურქული წარმოების ნუტრაქსინი საქართველოში ფარმადეპოშია ხელმისაწვდომი.
მომხმარებელს განსაკუთრებით აინტერესებს, რა ღირს კოლაგენი? ფარმადეპო მათ არაერთ აქციასა და ფასდაკლებას სთავაზობს. სწორედ ამიტომ, ჩვენთან ნებისმიერი პროდუქტის შეძენა განსაკუთრებით მომგებიანია. რეკომენდებულია, რომ საკვები დანამატის - კოლაგენი, ფასი ვებ გვერდზე რეგულარულად შეამოწმოთ ხოლმე, რადგან სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ღირებულება იცვლება.
ცხადია, რომ კოლაგენი ადამიანის ორგანიზმში უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს. როდესაც მისი წარმოქმნა ნელდება, მაშინ თქვენს სხეულს დახმარება სჭირდება. ის, რაც წლების წინ წარმოუდგენელი იყო, დღეს უკვე რეალობაა - შეგიძლიათ ჯანმრთელობა და სილამაზე დღეში ერთი ტაბლეტის მიღებით შეინარჩუნოთ. ნუტრაქსინი კოლაგენი საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სწრაფი შედეგი სურს. ამის თქმის საფუძველს მისი შემადგენლობა გვაძლევს. პროდუქტი ხელმისაწვდომია ფარმადეპოს აფთიაქებსა და ვებ გვერდზე. დაიწყეთ თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა დღესვე.