
ქართული სუფრა, არომატებითა და მრავალფეროვნებით, ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ნოყიერი და ცხიმიანი კერძები, ხშირად, სერიოზულ დატვირთვას უქმნის საჭმლის მომნელებელ სისტემას. კუჭის წვა, გულძმარვა და დისკომფორტი სიამოვნებას სწრაფად გვავიწყებს. სწორედ ასეთ დროს ჩნდება კითხვა - როგორ დავიცვათ კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობა ისე, რომ საყვარელ კერძებზე უარი არ ვთქვათ?
ამ პრობლემის თანამედროვე გადაწყვეტაა ნიუ ნორდიკის ანტაციდური საშუალება „ფრუტინი“, რომელიც ბუნებრივ ინგრედიენტებზეა დაფუძნებული. თანამედროვე მედიცინაში სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ ეფექტურობას, არამედ უსაფრთხოებასაც, და სწორედ ამ პრინციპს ეყრდნობა „ფრუტინი“ ფორმულა.

საქართველოში წარმოდგენილი სხვა ანტაციდებისგან განსხვავებით, „ფრუტინი“ გამოირჩევა ორმაგი მოქმედებით. მისი სწრაფი ეფექტი მიღებიდან ზუსტად 5 წუთში ვლინდება – ის მჟავასთან რეაქციაში შედის და დისკომფორტს ამცირებს. ამასთან ერთად, პრეპარატი ქმნის დამცავ ბარიერს კუჭის ზედაპირზე, რაც ხელს უშლის მჟავის საყლაპავში ამოსვლას.
"ფრუტინის" განსაკუთრებულ მოქმედებას მისი ინოვაციური შემადგენლობა განაპირობებს. ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი პექტინია – ბუნებრივი პოლისაქარიდი, რომელიც ზედმეტ მჟავას ანეიტრალებს, ხელს უწყობს ლორწოვანის აღდგენას და ამცირებს გულძმარვის განმეორების რისკს.
„ფრუტინის“ საღეჭი ფორმა მის მიღებას კიდევ უფრო მარტივს ხდის, განსაკუთრებით, გულძმარვის დროს. პროდუქტი არ შეიცავს ალუმინს, რაც ამცირებს გვერდითი ეფექტების, მათ შორის ყაბზობის, რისკს. უსაფრთხო შემადგენლობის გამო, მისი გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდშიც. ასევე, ის არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას და არასასურველ დანამატებს.
კვების რეჟიმის ცვლილებისას ან უხვი სუფრის შემდეგ, კუჭის ლორწოვანის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ასეთ სიტუაციებში „ფრუტინი“ წარმოადგენს ეფექტურ და ბუნებრივ გამოსავალს.
New Nordic- სკანდინავიური ბრენდია, რომელიც 1990 წლიდან აწარმოებს ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებულ საკვებ დანამატებს. დღეს მისი 400-მდე ფორმულიდან მრავალი მსოფლიო ბესტსელერია. ბრენდის ფილოსოფია ეფუძნება ორგანიზმის ბუნებრივ პროცესებთან სრულ თანხვედრას.