
თანამედროვე ცხოვრების დაჩქარებული ტემპი, სამსახური, ოჯახი, სოციალური აქტივობები და მუდმივი სტრესი - ეს ყველაფერი თქვენი ორგანიზმისგან უზარმაზარ რესურსს მოითხოვს. შედეგად, ზოგჯერ, გამოფიტვასა და დაღლილობას არა მხოლოდ დღის ბოლოს, არამედ შესაძლოა გაღვიძებისთავანე გრძნობდეთ. ეს იმის ნიშანია, რომ ორგანიზმს ენერგია აკლია.
საქმე ის არის, რომ საჭირო ენერგიას მხოლოდ საკვებიდან ვერ იღებთ. თანამედროვე პროდუქტებში ნუტრიენტების შემცველობა მკვეთრად შემცირებულია. ამასთანავე, სტრესისა და გარემოს დაბინძურების გამო, ვიტამინებზე ორგანიზმის მოთხოვნილება გაზრდილია. ამ რეალობიდან გამომდინარე, მხოლოდ ბალანსირებული კვება დღეს უკვე საკმარისი აღარ არის.
არსებობს სოლგარის ვიტამინების კომპლექსი - საკვები დანამატი, რომელიც მთელ მსოფლიოში ხარისხის „ოქროს სტანდარტად“ ითვლება.
რატომ მიიჩნევა ფორმულა VM-75 ბაზარზე შეუცვლელ ლიდერად; როგორ შეუძლია მას იმუნიტეტის გაძლიერება და ორგანიზმის გაჯანსაღება; როგორია ბრენდის ისტორია; ვიტამინების მიღებისას რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ინფორმაციას ბლოგში გაეცნობით.
სოლგარის ისტორია 1947 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში დაიწყო. მას შემდეგ, რაც ბრენდი ფარმაცევტმა ნატანიელ მალკოლმ სოლგარმა და ექიმმა ლუის კ. ფოლდსმა დაარსეს, მრავალი წელი გავიდა. მიუხედავად ამისა, უცვლელია ის მაღალი სტანდარტი, რითაც სოლგარი სხვებისგან ასე აშკარად გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ დამფუძნებლებს ერთი მარტივი, თუმცა იმ დროისთვის რევოლუციური იდეა ჰქონდათ: შექმნილიყო საკვები დანამატები, რომლებიც მაქსიმალურად სუფთა და ეფექტური იქნებოდა. თანაც, მათი სარგებელი მეცნიერულად უნდა დადასტურებულიყო.
აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში ბაზარზე არსებული ვიტამინების უმეტესობა დაბალი ხარისხის იყო და ხშირად არასაჭირო ქიმიურ დანამატებს შეიცავდა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ სოლგარმა სწორედ ამ პრაქტიკის წინააღმდეგ გაილაშქრა. ხარისხზე კომპრომისი დაუშვებელია - ეს დღემდე მათი მთავარი სათქმელია.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ბრენდს მეცნიერებაზე დაფუძნებული მიდგომა აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ სოლგარი მეცნიერებთან, ფარმაცევტებთან და კვების ექსპერტებთან მუდმივად თანამშრომლობს, რათა პროდუქცია ყველაზე მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს.
დაარსების დღიდან ფაქტი იყო, რომ სოლგარი არა „მასობრივ პროდუქტს“, არამედ პროფესიონალურ დანამატებს ქმნიდა, რომლებიც ხშირად რეკომენდაციის საფუძველზე გამოიყენებოდა.
როგორც, ფაქტობრივად, ყველა წარმატებული ბიზნესის შემთხვევაში ხდება, სოლგარსაც ჰქონდა გარდამტეხი მომენტი - ინოვაცია, რომელმაც ბრენდი გამორჩეული გახადა. 1950-იანი წლებიდან ის იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც მუქი შუშის ქილების გამოყენება დაიწყო, აქტიური ინგრედიენტების სტაბილურობაზე ზრუნავდა და ყურადღება ბიოშეღწევადობაზე გაამახვილა. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა სოლგარის ცნობილი იმიჯი - ოქროსფერი ეტიკეტი და შუშის შეფუთვა, რომელიც დღესაც ბრენდის იდენტობის ნაწილია.
აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ხარისხის სტანდარტებზე, რომლებიც დროს უსწრებს.
შიდა ხარისხის კონტროლის სისტემა ათწლეულების განმავლობაში ვითარდებოდა. შედეგად, ზოგადი პრინციპები ჩამოყალიბდა. ეს მოიცავს: ნედლეულის მკაცრ შერჩევას, მრავალეტაპიან ლაბორატორიულ ტესტირებას, წარმოების კონტროლს ფარმაცევტული სტანდარტების დონეზე.
ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ საკვები დანამატების ბაზარი ყოველთვის მკაცრად რეგულირებული არ იყო.
სოლგარი ერთ-ერთი პირველი ბრენდია, რომელმაც ღიად განაცხადა უარი ხელოვნურ საღებავებზე, ხელოვნურ არომატებზე, კონსერვანტებსა და არასაჭირო შემავსებლებზე. დროთა განმავლობაში, ეს ფილოსოფია კიდევ უფრო გაღრმავდა და სოლგარი „სუფთა ეტიკეტის“ კონცეფციასთან ასოცირდება.
დღეს მისი პროდუქცია მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაშია წარმოდგენილი და იმავე მთავარ პრინციპებს ინარჩუნებს, რაც 1947 წელს ჰქონდა.
ფორმულა VM-75 უბრალოდ მორიგი მულტივიტამინი არაა. ეს არის ბრენდის ფლაგმანი პროდუქტი, რომელიც წლებია, რაც ნუტრიციოლოგიაში „ოქროს სტანდარტის“ სტატუსს ინარჩუნებს. მისი უნიკალურობა მაღალკონცენტრირებულ ფორმულაში მდგომარეობს, რომელიც სპეციალურად თანამედროვე, აქტიური ადამიანის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად შეიქმნა.
საინტერესო ფაქტია, რომ პატარა საიდუმლო მის სახელწოდებაშიც იმალება. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რატომ მაინცდამაინც „75“?
ეს სიმბოლური მაჩვენებელი მიანიშნებს იმაზე, რომ სოლგარის ვიტამინების კომპლექსი ძირითადი B ჯგუფის ვიტამინების 75 მგ-ს შეიცავს. სწორედ ამ ჯგუფის ასეთი მაღალი დოზირება განსაზღვრავს იმ მყისიერ ენერგიასა და მენტალურ სიცხადეს, რომელსაც მომხმარებლები ვიტამინების მიღებისთანავე გრძნობენ.
ფორმულა VM-75-ს არც აღიარება და ჯილდოები აკლია. ის მრავალი წელია, რაც საერთაშორისო რეიტინგებში ლიდერობს და მიღებული აქვს არაერთი პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის Vity Award - საუკეთესო მულტივიტამინური კომპლექსის კატეგორიაში.
განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ამ ვიტამინების კომპლექსში სოლგარმა ისეთი კომპონენტების გაერთიანება მოახერხა, რომლებიც ერთმანეთის მოქმედებას აძლიერებენ. ამ საკითხზე უფრო დეტალურად ახლა ვისაუბრებთ.
B ჯგუფის ვიტამინების „ენერგეტიკული ბომბი“
75 მგ-იანი კონცენტრაცია საკვებიდან მიღებული ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების ენერგიად გარდაქმნას უზრუნველყოფს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ქრონიკულ დაღლილობას უჩივის. B12 და ფოლიუმის მჟავა კი სისხლის მიმოქცევისა და ტვინის ფუნქციონირების სადარაჯოზე დგანან.
ანტიოქსიდანტური ფარი
კომპლექსი მდიდარია C და E ვიტამინებით, ასევე ბუნებრივი ბეტა-კაროტინით. ეს ნივთიერებები ოქსიდაციურ სტრესს ებრძვიან - პროცესს, რომელიც უჯრედებს აზიანებს და ნაადრევ დაბერებას იწვევს. ამავდროულად, C ვიტამინი კოლაგენის სინთეზსაც უწყობს ხელს, რისი წყალობითაც თქვენი კანი ჯანსაღად გამოიყურება.
ხელატური მინერალები - მაქსიმალური ათვისება
სწორედ ესაა VM-75-ის ერთ-ერთი მთავარი ტექნოლოგიური უპირატესობა. ჩვეულებრივი მინერალები ხშირად კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის რთულად ასათვისებელია. სოლგარი კი, ხელატურ ფორმას იყენებს, სადაც მინერალი (მაგალითად, თუთია ან მაგნიუმი) ამინომჟავაზეა მიბმული. ეს უზრუნველყოფს, რომ თქვენმა სხეულმა ვიტამინისგან 100%-იანი სარგებელი მიიღოს. თანაც, ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე.
ორგანიზმი ამინომჟავას „ორგანულად“ აღიქვამს და მინერალი სისხლში დანაკარგის გარეშე გადადის. ეს კუჭის გაღიზიანებას გამორიცხავს, რაც დაბალხარისხიანი დანამატების მიღების შემდეგ ხშირია.
უფრო დეტალურად, სოლგარის ვიტამინების კომპლექსის შემადგენლობა შემდეგია: ვიტამინი A 7500 სე, ვიტამინი C ( ნიაცინამიდი 250 მგ ასკორბატი, L-ასკორბინის მჟავა), ვიტამინი D ( ერგოკალციფეროლი) 400 სე, ვიტამინი E 150 სე (დ-ალფა-ტოკოფეროლის სუქცინატი), თიამინი - 75 მგ, რიბოფლავინი - 75 მგ, ნიკოტინმჟავა ( ნიაცინამიდის ასკორბატი) 75 მგ, ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 75 მგ, ფოლიუმის მჟავა 400 მკგ, ვიტამინი B12 ( კობალამინი) 75 მკგ, ბიოტინი 75 მკგ, პანტოთენის მჟავა 75 მგ, კალციუმი 20 მგ, რკინა (რკინის ბისგლიცინატი ხელატი) 1.3 მგ, იოდი 150 მკგ, მაგნიუმი 10 მგ, თუთია 10 მგ, სელენი ( L-სელენომეთიონინი 25 მკგ, სპილენძი 1 მგ, მანგანუმი 1 მგ, ქრომი 25 მკგ, მოლიბდენი 25 მკგ, კალიუმი 1.8 მგ, ინოზიტოლი 75 მგ, ქოლინი ( ქოლინის ბიტარტრატი) 31 მგ, რუტინი 37.5 მგ, ციტრუსის ბიოფლავონოიდების კომპლექსი 25 მგ, ბეტაინი HCI 25 მგ, ჰესპერიდინი 8.5 მგ, ბორი 0.5 მგ, კაროტინოიდების მიქსი 86 მკგ (ალფა და ბეტა-კაროტინი, ლუთეინი,ზიქსანტინი, კრიპტოქსანტინი), ფხვნილი 4 მგ (მანგოლდი, აცეროლას კომპლექსი,ოხრახუში, ვარდის ფურცლები).
დამატებითი ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი (მღებავი ნივთიერება), მაგნიუმის სილიკატი, მცენარეული გლიცერინი, მალტოდექსტრინი.
აღსანიშნავია, რომ ვიტამინების ეს კომპლექსი არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, შაქარს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობელს და კონსერვანტებს.
თავისი ეფექტური ფორმულის წყალობით, სოლგარის ვიტამინების კომპლექსი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. აღსანიშნავია, რომ მისი მოქმედება მხოლოდ ერთი მიმართულებით არ ვრცელდება და სხვადასხვა მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.
იმუნური პასუხის გაძლიერება - თუთიის, სელენისა და D ვიტამინის კომბინაცია ინფექციების წინააღმდეგ მძლავრ ბარიერს ქმნის. ეს ნიშნავს, რომ თქვენი იმუნური სისტემა არ იფიტება გარემო მავნე ფაქტორებთან ბრძოლაში და ვირუსებთან საბრძოლველად უფრო მეტი რესურსი რჩება. VM-75 ბუნებრივ ბეტა-კაროტინს შეიცავს, რომელიც ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება. ის აუცილებელია ლორწოვანი გარსების ჯანმრთელობისთვის (ცხვირი, ყელი), რაც ვირუსების შემოჭრისას პირველი თავდაცვითი ხაზია.
ნერვული სისტემის სტაბილიზაცია - B ჯგუფის ვიტამინების ის დოზა, რაც ამ საკვებ დანამატშია წარმოდგენილი, ორგანიზმს სტრესთან გამკლავებასა და ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხარდაჭერა - კომპლექსში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობენ ჰომოცისტეინის დონის რეგულირებას, რაც გულის ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია.
სილამაზე - ბიოტინი და სპილენძი თმის სტრუქტურასა და ფრჩხილების სიმტკიცეს აუმჯობესებს.
ენერგია - ბევრი მულტივიტამინისგან განსხვავებით, VM-75 უჯრედულ ენერგიაზეა ორიენტირებული. B12 და ფოლიუმის მჟავა პირდაპირ კავშირშია ტვინის მუშაობასთან. სოლგარის ვიტამინების კომპლექსი ე.წ. „გონებრივი ნისლის" გაფანტვაში, კონცენტრაციის ამაღლებასა და შემეცნებითი უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
შედეგად, ფაქტია, რომ ეს მულტივიტამინი თქვენი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის სწორი არჩევანია.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იცოდეთ, კონკრეტულად, რა არის ამ საკვები დანამატის ჩვენება და რა შემთხვევაში უნდა მიიღოთ ის. ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ახლა გაგაცნობთ.
სოლგარის ჩვენებები შემდეგია:
გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა, დაღლილობა, სისუსტე;
ჰიპო და ავიტამინოზის, მინერალების ნაკლებობის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
მძიმე ავადმყოფობის, ქირურგიული ოპერაციების ან რადიოთერაპიის შემდეგ, გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება;
სხვადასხვა წარმოშობის ანემიები;
სპორტსმენებში ფიზიკური გამძლეობის ამაღლება;
სტრესის შედეგების პროფილაქტიკა;
ქალებში კლიმაქტერული პერიოდი;
იმპოტენცია მამაკაცებში;
უნაყოფობა და სექსუალური ასეთენია;
სქესობრივი მომწიფების პერიოდში ვიტამინებზე გაზრდილი მოთხოვნილება;
დაუბალანსებელი და არასრულფასოვანი კვება;
თმის ცვენა და მტვრევადობა;
ნევროზები, სახსრების ანთებითი დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, თვალის, კანის დაავადებები და სხვა;
ორგანიზმის იმუნიტეტის ამაღლება.
აღსანიშნავია, რომ გარდა ჩვენებების ცოდნისა, მნიშვნელოვანია, რომ ვიტამინების კომპლექსის მიღების წესებიც ზედმიწევნით დაიცვათ.
იმისათვის, რომ სოლგარის ვიტამინების კომპლექსმა მაქსიმალური შედეგი მოგცეთ, რიგი რეკომენდაციების გათვალისწინებაა აუცილებელი.
გახსოვდეთ, რომ დღის განმავლობაში მხოლოდ 1 ტაბლეტი უნდა მიიღოთ. სასურველია, რომ ის დილით ან შუადღით, ჭამის დროს, დალიოთ. ზოგადად, ეს მულტივიტამინი ორგანიზმში ენერგიის დონზეს ზრდის, ამიტომაც ძილის წინ მისი მიღება რეკომენდებული არაა.
ამ საკვებ დანამატს აუცილებლად უნდა მიაყოლოთ წყალი - დიდი ჭიქით. ეს მნიშვნელოვანია, რადგან წყალი მის უკეთ დაშლისა და ათვისებას უზრუნველყოფს.
ყველა საჭირო რჩევის გათვალისწინებით, სოლგარის ვიტამინების კომპლექსი თქვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდება. ერთ ტაბლეტში ენერგია, იმუნიტეტი და სილამაზე ერთიანდება.