
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, კანის მოვლის სამყაროში ნამდვილი რევოლუცია მოხდა და ამ რევოლუციის სათავეში ერთი კონკრეტული ბრენდი - The Ordinary დგას. თუ სოციალურ ქსელებს, განსაკუთრებით TikTok-სა ან Instagram-ს თვალს ადევნებთ, შეუძლებელია ერთხელ მაინც არ გენახათ ეს მინიმალისტური თეთრი ბოთლები, რომლებმაც სილამაზის ინდუსტრიის წესები თავდაყირა დააყენა.
აღსანიშნავია, რომ პოპულარობას თან ახლავს გარკვეული დაბნეულობაც. ბრენდის პორტფოლიო იმდენად ფართოა და სახელწოდებები იმდენად „ქიმიური“, რომ მომხმარებელს ხშირად არჩევანის გაკეთება უჭირს. ალბათ, როდესაც თაროზე ათობით მსგავსი ბოთლი დაგინახავთ, თქვენც გიფიქრიათ: „ნეტავ, რომელია ჩემთვის შესაფერისი ორდინარის შრატი?“ და „რას ნიშნავს ნიაცინამიდი ან რეტინოლი?“
თუ თქვენც იმ ადამიანების რიგებში ხართ, რომელთაც ეს კითხვები აწუხებთ, იცოდეთ, რომ სწორ ადგილას მოხვდით. შეიძლება ითქვას, რომ ეს ბლოგი თქვენთვის The Ordinary-ის სამყაროში სრული გზამკვლევი იქნება. აქ ბრენდის ფილოსოფიას განვიხილავთ და თქვენი კანის ტიპის მიხედვით, პროდუქტის შერჩევაში დაგეხმარებით. გარდა ამისა, დეტალურად გაგაცნობთ „ორდინარის“ ყველაზე გაყიდვად პროდუქტს, რომელიც თქვენს კოსმეტიკურ ჩანთაში აუცილებლად უნდა იყოს.
სანამ კონკრეტულ პროდუქტებზე ვისაუბრებთ, მნიშვნელოვანია გაიგოთ, რატომ გახდა ეს ბრენდი ასეთი პოპულარული. The Ordinary-ის წარმატების საიდუმლო მის სიმარტივესა და გამჭვირვალობაშია. მათი სლოგანია „კლინიკური ფორმულები კეთილსინდისიერად“.
როგორც წესი, ტრადიციული კოსმეტიკური ბრენდები პროდუქტებს ისეთ სახელებს არქმევენ, როგორიცაა „ახალგაზრდობის ელექსირი“ ან „ჯადოსნური ნათება“. The Ordinary ამ კუთხითაც გამორჩეულია და პირდაპირ გეუბნებათ, რა არის ბოთლში.
ორდინარის შრატის ეტიკეტზევე წერია მთავარი აქტიური ნივთიერება და მისი პროცენტული შემცველობა. მაგალითად, Niacinamide 10% + Zinc 1%.
და მაინც, რატომ უნდა აირჩიოთ ეს ბრენდი? - ამას რამდენიმე ობიექტური ფაქტორი განსაზღვრავს.
სუფთა შემადგენლობა - განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პროდუქტები თავისუფალია პარაბენებისგან, სულფატებისგან, მინერალური ზეთებისა და სხვა მავნე დანამატებისგან. რაც მთავარია, ისინი ხელოვნურ არომატიზატორებს არ შეიცავს, რაც ალერგიის რისკს მინიმუმამდე ამცირებს.
ეფექტურობა - თქვენ ფულს რეალურად მოქმედ ნივთიერებაში იხდით და არა ლამაზ შეფუთვაში ან მარკეტინგულ ტრიუკებში.
ხელმისაწვდომობა - The Ordinary-მ დაამტკიცა, რომ კანის მოვლა ფუფუნება არ უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, ხარისხიანი სერუმები, ფაქტობრივად, ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია.
თუ თქვენ ამ ბრენდის მოხმარებას ახლა იწყებთ და ისეთ პროდუქტს ეძებთ, რომელიც კანის მდგომარეობას მომენტალურად გააუმჯობესებს, მაშინ თქვენი პირველი არჩევანი უდაოდ The Ordinary Niacinamide 10% + Zinc 1% უნდა იყოს.
აღსანიშნავია, რომ ეს არის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე პოპულარული ორდინარის შრატი. რა თქმა უნდა, ამას თავისი მიზეზები აქვს და ახლა სწორედ მათ განვიხილავთ.
საინტერესოა, კონკრეტულად რას აკეთებს ნიაცინამიდი და თუთია.
ცხიმის (სებუმის) რეგულირება - ეს შრატი ნამდვილი ხსნაა მათთვის, ვისაც ცხიმიანი სახის კანი აქვს. ნიაცინამიდი (ვიტამინი B3) ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას არეგულირებს, რაც კანს უფრო გლუვს ხდის.
ფორების ვიზუალური შემცირება - როდესაც ფორები სუფთაა და ცხიმით არ არის გადატვირთული, ისინი ვიზუალურად უფრო პატარა ჩანს. ეს შრატი სწორედ ამ ეფექტს უზრუნველყოფს.
ანთების საწინააღმდეგო მოქმედება - შრატის ფორმულაში შემავალი თუთია (Zinc) ცნობილია თავისი სამკურნალო და დამამშვიდებელი თვისებებით. ის კანს აკნეს შემდგომი იარების მოშუშებაში ეხმარება და სიწითლეს ამცირებს.
კანის ბარიერის გაძლიერება - ნიაცინამიდი ხელს უწყობს კერამიდების გამომუშავებას, რაც კანის დამცველობით ბარიერს აძლიერებს და მას ტენიანობის შენარჩუნებაში ეხმარება.
ეს პროდუქტი იდეალურია თქვენთვის, თუ გაქვთ ცხიმიანი ან კომბინირებული კანი; აკნესკენ მიდრეკილი კანი; გაფართოებული ფორები; არაერთგვაროვანი კანის ტექსტურა.
აქვე აღსანიშნავია, რომ ნიაცინამიდის ეს შრატი საკმაოდ მსუბუქი, წყლის ბაზაზე დამზადებული პროდუქტია, რომელიც სწრაფად შეიწოვება და წებოვნების შეგრძნებას არ ტოვებს.
მიუხედავად იმისა, რომ ნიაცინამიდი უნივერსალური საშუალებაა, „ორდინარი“ სხვა მრავალფეროვან პროდუქტებსაც გთავაზობთ. იმისათვის, რომ ორდინარის შრატი სწორად შეარჩიოთ, თქვენი კანის მთავარი საჭიროება უნდა განსაზღვროთ.
გამომშრალი კანისთვის - თუ თქვენი კანი გამუდმებით დაჭიმულია, იქერცლება და ტენიანობა აკლია, თქვენ Hyaluronic Acid 2% + B5 გჭირდებათ. ჰიალურონის მჟავა წყალს მაგნიტივით იზიდავს და მას კანის ღრმა ფენებში აკავებს. B5 ვიტამინი კი დამატებით ატენიანებს ზედაპირს. ეს შრატი ნებისმიერი რუტინის ფუნდამენტია და მისი გამოყენება ნიაცინამიდთან ერთადაც თავისუფლად შეიძლება.
ასაკობრივი ცვლილებებისა და ნაოჭების წინააღმდეგ - ცნობილია, რომ ასაკის მატებასთან ერთად, კოლაგენის გამომუშავება მცირდება. ამ დროს, საჭიროა, რომ საქმეში ორი ძლიერი მოთამაშე ჩართოთ. Retinol (რეტინოლი) კანის მოვლის „ოქროს სტანდარტია“. ის უჯრედების განახლებას აჩქარებს და ნაოჭებს ასწორებს. მეორე არის Buffet (ამჟამად ცნობილია, როგორც Multi-Peptide + HA) - ესაა პეპტიდების კოქტეილი, რომელიც დაბერების სხვადასხვა ნიშანს ერთდროულად ებრძვის.
პიგმენტაციისა და არათანაბარი ფერის დროს - თუ გაქვთ მზის ლაქები, აკნეს შემდგომი ლაქები ან უბრალოდ ფერმკრთალი კანი ორდინარის შრატი დაგეხმარებათ. ვიტამინი C ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც კანს ერთგვაროვან ფერსა და ბრწყინვალებას სძენს. ხოლო პროდუქტი - Alpha Arbutin 2% + HA სპეციალურად ჰიპერპიგმენტაციის შესამცირებლად და ლაქების გასაღიავებლადაა შექმნილი.
ექსფოლიაცია (მკვდარი უჯრედების მოშორება) - ალბათ, ცნობილი „წითელი პილინგის“ შესახებ გსმენიათ. ეს არის AHA 30% + BHA 2% Peeling Solution. გაითვალისწინეთ, რომ ეს არის ნიღაბი, რომელიც კვირაში ერთხელ გამოიყენება. ის ფორებს ღრმად ასუფთავებს და მკვდარ უჯრედებს აშორებს. შედეგად კი „ახალ“, პრიალა კანს იღებთ. აღსანიშნავია, რომ მისი გამოყენება სიფრთხილესა და მზისგან დაცვას მოითხოვს.
შრატის ყიდვა მხოლოდ ნახევარი საქმეა. რა თქმა უნდა, მთავარია მისი სწორად გამოყენება. ბევრი მომხმარებელი შეცდომას ზუსტად აქ უშვებს. ისინი შრატს არასწორი თანმიმდევრობით ან შეუთავსებელ პროდუქტებთან იყენებენ.
არსებობს მარტივი წესები, რომელთა დაცვაც შესაძლო გართულებებს თავიდან აგარიდებთ.
პირველი ეს არის თანმიმდევრობის პრინციპი. პროდუქტები ყოველთვის ტექსტურის სიმკვრივის მიხედვით უნდა წაისვათ - ყველაზე თხელიდან ყველაზე სქელამდე. სრულყოფილი შედეგის მისაღებად შემდეგ თანმიმდევრობას უნდა გაჰყვეთ:
სახის დაბანა;
წყლის ბაზაზე დამზადებული შრატი (მაგალითად: ნიაცინამიდი, ჰიალურონი);
ზეთის ბაზაზე დამზადებული შრატი (თუ იყენებთ);
დამატენიანებელი კრემი;
მზისგან დამცავი (დილით).
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ არსებობს აკრძალული კომბინაციები. ძლიერი მჟავები (AHA/BHA) და რეტინოლი ერთსა და იმავე დროს არასდროს არ გამოიყენოთ. ასევე, თუ კანი ძალიან მგრძნობიარეა, მოერიდეთ ვიტამინი C-სა და ნიაცინამიდის ერთდროულად წასმას. აქვე აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ფორმულებში ეს დასაშვებია, მაგრამ უმჯობესია პროდუქტები დღის სხვადასხვა მონაკვეთში გაანაწილოთ.
და ბოლოს, როგორ გამოიყენოთ Niacinamide 10% + Zinc 1%? - ეს ორდინარის შრატი შეგიძლიათ როგორც დილით, ასევე საღამოს წაისვათ. დაბანის შემდეგ, მთელ სახეზე რამდენიმე წვეთი დაიტანეთ. ეს მანამ, სანამ რომელიმე მძიმე კრემს გამოიყენებთ.
სამწუხაროდ, The Ordinary-ის პოპულარობამ ბაზარზე უამრავი ფალსიფიცირებული პროდუქტის გაჩენა გამოიწვია. ასეთი შრატები არა მხოლოდ არაეფექტურია, არამედ შესაძლოა თქვენს კანს სერიოზული ზიანი მიაყენოს. მაგალითად, დამწვრობა ან ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ პროდუქტები ისეთ ლიცენზირებულ და სანდო სააფთიაქო ქსელში შეიძინოთ, როგორიც ფარმადეპოა. ეს არის ადგილი, სადაც ხარისხი გარანტირებულია და ორიგინალი პროდუქცია იყიდება. ორდინარის შრატის ფასისა და მარაგების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ როგორც ფარმადეპოს ვებ გვერდზე, ისე აფთიაქში ფიზიკურად მისვლით გაეცნოთ.
კანის მოვლა რთული და ძვირადღირებული პროცესი არ უნდა იყოს. The Ordinary საშუალებას გაძლევთ, რომ საკუთარი თავის კოსმეტოლოგი გახდეთ და ზუსტად ის ინგრედიენტებიშეარჩიოთ, რომლებიც თქვენს კანს სჭირდება.
თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, გაწუხებთ გამონაყარი ან უბრალოდ ფორების შევიწროება გსურთ, Niacinamide 10% + Zinc 1% ამისთვის საუკეთესო პროდუქტია. ორდინარის შრატი მარტივად გამოსაყენებელი და რაც მთავარია, ეფექტურია. ის გამონაყარს ამცირებს და მის ხელახლა წარმოქმნას ხელს უშლის. გარდა ამისა, კანის ფერს აუმჯობესებს, ატენიანებს და ჯანსაღ ბზინვარებას ანიჭებს.
როდესაც საქმე კანს ეხება, მოქმედება არ უნდა გადადოთ. მნიშვნელოვანია, რომ დროულად იმოქმედოთ, რათა შესაძლო გართულებები თავიდან აირიდოთ. გამოიჩინეთ სიფრთხილე და პროდუქცია ყოველთვის სანდო სააფთიაქო ქსელში შეიძინეთ.