
28 სექტემბერს ფარმადეპოში ჟიგოტის კვირეული იწყება!
ფარმადეპოს შერჩეულ ფილიალებში ახალი კორეული ბრენდის გაცნობასთან ერთად, შეგეძლება მიიღო ინდივიდუალური კონსულტაცია თავის მოვლასთან დაკავშირებით, ისიამოვნო კორეული ატმოსფეროთი და დასაჩუქრდე ჟიგოტის პროდუქტებით.
ყველაზე დატვირთული და ენერგიული საღამო 28 სექტემბერს გელოდება. თუ გინდა, პირველმა გაიცნო ბრენდის ტოპ პროდუქტები, ესტუმრე ბარათაშვილის №2-ს 19:00 საათიდან.
ადგილზე დაგხვდება ჟიგოტის კუთხე და კორეული თემატიკის ქეითერინგი. რაც ყველაზე მთავარია, ჩატარდება ბრენდის მოკლე პრეზენტაცია, ხოლო ფარმადეპოს ჯანმრთელობისა და სილამაზის მრჩეველი, სალი დავითაშვილი ადგილზე დაგეხმარება კანის საჭიროებების განსაზღვრაში.
28 სექტემბრის ღონისძიების მსვლელობისას ჩატარდება გათამაშება და იღბლიანი მომხმარებლები ბრენდის პროდუქციით დასაჩუქრდებიან.
თუ ორშაბათს მოსვლას ვერ ახერხებ, არ იდარდო - ჟიგოტის კვირეული ფილიალების ტურს იწყებს და ყოველდღე ახალ ლოკაციაზე გადაინაცვლებს:
ამ დღეებშიც თითოეულ ფილიალში დაგხვდება ჟიგოტის სპეციალური კუთხე, სადაც სალი დავითაშვილი პირადად გაგიწევს კონსულტაციას და დაგეხმარება პროდუქტების სწორად შერჩევაში.
საჩუქრების გათამაშება ფილიალების ტურის დროსაც გრძელდება. ბილეთები გაიცემა ჟიგოტის ან სხვა ნებისმიერი კოსმეტიკური ბრენდის შენაძენზე, ასე რომ შანსი გაქვს სახლში სახის მოვლის კორეული პროდუქტებით დაბრუნდე.
ჟიგოტი კორეული ბრენდია, რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ ფარმადეპოშია ხელმისაწვდომი და მომხმარებელს სახის მოვლის სრულ რუტინას სთავაზობს. დაათვალიერე ასორტიმენტი წინასწარ.
შეარჩიე შენთვის მოსახერხებელი დღე, ეწვიე ფარმადეპოს შერჩეულ ფილიალებს და ჩაერთე სახალისო აქტივობებში კორეულ ბრენდთან ერთად!