
ფარმადეპოს აპლიკაციის/საიტის გათამაშებაში მონაწილეობისათვის, აუცილებელია, რომ განახორციელო მინიმუმ 50 ლარიანი შეკვეთა.
გათამაშების ფარგლებში უნდა ითამაშო მარტივი და სახალისო თამაში. თამაშის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მოიგებ ფარმადეპოს აპლიკაციის/საიტის 30%, 40% ან 50% ფასდაკლების პრომო კოდს.
გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას შეძლებ მაქსიმუმ 3-ჯერ.
გათამაშებაში მონაწილეობას შეძლებ მას შემდეგ, რაც მიიღებ შეკვეთას მიტანის სერვისის საშუალებით ან გაიტან შეკვეთას ფილიალიდან.
ამ ინფორმაციას შეიტყობ pop-up ბანერის საშუალებით, რომელიც ამოგივარდება აპლიკაციის გახსნისას ან უკვე გახსნილ აპლიკაციაში ყიდვის დასრულების შემდეგ, როდესაც შენი შეკვეთა გადავა სტატუსზე „მზადაა“.
შეკვეთის გატანის ან კურიერის მიერ მიტანის შემდეგ ამოგივარდება შეტყობინება თამაშის ხელმისაწვდომობის შესახებ.
გათამაშების სანახავად უნდა დააჭირო მარცხენა ზედა მხარეს არსებულ სამ ვერტიკალურ ხაზს ანუ მენიუს, რომელშიც გამოგიჩნდება ღილაკი „გათამაშება“, დააკლიკავ და გაიხსნება გათამაშების ვიზუალი, რომელზეც დააჭერ ყვითელ ღილაკს - „თამაშის დაწყება“ და გადახვალ თამაშზე. აქ გაეცნობი თამაშის წესებს, დააჭერ ღილაკს - „გასაგებია“ და გაიხსნება თამაში. როგორც კი მზად იქნები, დააჭირე ღილაკს - „დაიწყე“.
დაწყების ღილაკზე დაჭერის შემდეგ, 50 წამის განმავლობაში, დაამთხვიე მინიმუმ 3 ერთნაირი პროდუქტი ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად. თითოეული წარმატებული დამთხვევა ქულებს გმატებს. გაქვს 20 სვლა ან 50 წამი თითო თამაშზე.
600 ქულის დაგროვების შემთხვევაში მოიგებ 30, 40, 50% ფასდაკლებას შერჩეულ კოლექციაზე, რომელიც შეგიძლია გამოიყენო მომდევნო შენაძენებისათვის.
იმ შემთხვევაში თუ ვერ შეინახე პრომო კოდი, პრომო კოდის ნახვას შეძლებ ფარმადეპოს აპლიკაციის ან საიტის პირად პროფილში.