
5 ივლისს, 00:00-დან 6 ივლისის 00:00-მდე, ისარგებლე PLUS დაბადების დღის სპეციალური შეთავაზებით როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ ფილიალებში.
აქციის ფარგლებში ფარმადეპოს აპლიკაციაში, ვებ-გვერდზე და აფთიაქებში პლუს ქულებით გადახდისას, ყველაფერს ნახევარ ფასად შეიძენ.
დამატებითი პირობები:
შეთავაზება ძალაშია მხოლოდ 5 ივლისის 00:00-დან 6 ივლისის 00:00-მდე;
აქციის ფარგლებში მოქმედებს პირდაპირი ფასდაკლება. ავტომატურად ჩამოგეჭრება ნივთის საწყისი ღირებულების მხოლოდ 50%-ის ექვივალენტი PLUS ქულები (სტანდარტული გადაცვლის კურსი: 400 PLUS = 1 ლარი);
შეთავაზებით სარგებლობისთვის გადახდა უნდა განხორციელდეს საქართველოს ბანკის არხებით, სადაც უნდა აირჩიო „PLUS ქულებით გადახდა“;
გადახდისას შესაძლებელია საქართველოს ბანკის ნებისმიერი სადებეტო ბარათის გამოყენება;
ბარათი, რომლითაც სრულდება ტრანზაქცია, არ უნდა იყოს ვადაგასული ან დაბლოკილი;
შეთავაზება ვრცელდება სრულ პროდუქციაზე, გარდა სასაჩუქრე ბარათების შეძენისა;
ონლაინ შეძენის შემთხვევაში ნაწილობრივი გადახდა PLUS ქულებით არ არის ხელმისაწვდომი. შესაბამისად, თუ გადახდას PLUS ქულებით ახორციელებთ, ნივთის სრული ღირებულება PLUS ქულებით უნდა დაიფაროს.
შეფერხების თავიდან ასაცილებლად, არ უნდა გქონდეს მიმდინარე დავალიანება (გადასახდელი საკომისიო, დასაფარი სესხის გადასახადი და ა.შ.);
შეამოწმე შენი ხელმისაწვდომი PLUS ქულების ბალანსი მობილბანკის აპლიკაციაში ან ინტერნეტ ბანკით 👉 https://digital.bog.ge/