
თიბისი განაწილება უკვე ხელმისაწვდომია ფარმადეპოს საიტსა და აპლიკაციაში, რაც კიდევ უფრო ამარტივებს შენთვის სასურველი პროდუქციის შეძენას. ახლა უკვე შეგიძლია შეიძინო ნებისმიერი პროდუქტი და გადაიხადო განაწილებით სასურველი პროდუქციის საფასური 4 თვემდე, გაძვირების გარეშე, ეფექტური 0%-ით.
როგორ ისარგებლო თიბისი განაწილებით ონლაინ?
. შედი ფარმადეპოს საიტზე Pharmadepot.ge ან Pharmadepot app აპლიკაციაში
. შეარჩიე სასურველი პროდუქტი
. გადახდის მეთოდებში აირჩიე თიბისი განაწილება
. შეავსე მოკლე განაცხადი და დაელოდე პასუხს
. დაასრულე შეძენა მარტივად და სწრაფად
როგორ მოვითხოვო განაწილების ლიმიტი?
თიბისის მობაილბანკიდან შეგიძლია განაწილების ლიმიტის დამტკიცება, რომელიც 50-5000 ლარამდეა შემოსავლების გათვალისწინებით.
ლიმიტი დამტკიცებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში იქნება მოქმედი, შემდეგ კი თავიდან მოგიწევს მისი დამტკიცება.
საფასურის პირველი მეოთხედის გადახდას 10 დღის მერე იწყებ და 4 თვის განმავლობაში გადაანაწილებ.
შეკვეთის ღირებულებაში შედის შენი შერჩეული ყველა ნივთი და მიტანის საფასური.
გაითვალისწინე, რომ თიბისი განაწილებით გადახდის სერვისის სარგებლობისთვის, შეკვეთის ღირებულება არ უნდა იყოს 50 ლარზე ნაკლები.