როგორ მოვუაროთ ტუჩებს ზამთარში?
ბლოგი
კატეგორიები
ფარმადეპოს საიტი და აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
ორსულობამდე
arrow
დედა და ბავშვი
arrow
აქციები
arrow
იზრუნე ჯანმრთელობაზე
arrow
თავის მოვლა
arrow
პირის ღრუს მოვლა
სახის მოვლა
ტუჩის მოვლა
თმის მოვლა
მზის ხაზი

როგორ მოვუაროთ ტუჩებს ზამთარში?

ტუჩის მოვლა
30.12.2024
undefined

ტუჩების მოვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთარში, როცა ცივი ჰაერი, ქარი და მშრალი გარემო ტენიანობას აქრობს და იწვევს გაღიზიანებას. სწორად შერჩეული პროდუქტი და რეგულარული მოვლა დაგეხმარებათ ტუჩების ჯანმრთელი მდგომარეობის შენარჩუნებაში.


მაგრამ როგორ უნდა დავიცვათ ტუჩები ზამთრის ცივ დღეებში? ბლოგში შემოგთავაზებთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ ტუჩების სწორ მოვლაში.

რატომ შრება ტუჩები ზამთარში?

ტუჩებს არ აქვთ ცხიმოვანი ჯირკვლები, ამიტომ მათ არ შეუძლიათ ტენიანობის შენარჩუნება ბუნებრივად. ზამთრის პერიოდში ცივი ჰაერი კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას, რაც ტუჩების გამოშრობას და აქერცვლას იწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ტუჩების რეგულარული დატენიანება და დაცვა.


გირჩევთ გამოიყენოთ:

  • ველედას ტუჩის ბალზამი-ჟოჟობას, შიის, ვარდის ეთერზეთების შემადგენლობით, არბილებს და კვებავს გამომშრალ ტუჩებს, ხსნის დაჭიმულობას და ანიჭებს კომფორტის შეგრძნებას ტუჩებს, იცავს მას უამინდობისა და გამოშრობისაგან, ხელს უწყობს სითხის შეკავებას. გამოიყენება დღეში რამდენჯერმე, საჭიროებისამებრ.
  • ავენის ტუჩის ბალზამი- ამშვიდებს ნებისმიერი მიზეზით გაღიზიანებულ კანს და ანიჭებს კომფორტის შეგრძნებას. აღადგენს კანის დაზიანებულ უჯრედებს და ტუჩის ზედაპირს თანაბარსა და გლუვს ხდის. იგი შეიცავს ავენის თერმული წყალს დამამშვიდებელი და გაღიზიანების საწინააღმდეგო თვისებებით.
  • ტოპიკრემის ტუჩის სტიკი- ამშვიდებს და ატენიანებს გამომშრალ და გაღიზიანებულ კანს. იგი გამდიდრებულია შემადგენლობით: შიის კარაქი, ტოკოფეროლი, მინერალური ზეთები, რომლებიც კვებავს, ატენიანებს და იცავს კანს გარემოს მავნე ფაქტორებისაგან.

ჩართეთ ტუჩის სკრაბი მოვლის რუტინაში

chartet_tuchis_skrabi_movlis_rutinashi

ტუჩების სკრაბი დაგეხმარებათ მკვდარი უჯრედების მოშორებაში და ტუჩების ზედაპირის სიგლუვის შენარჩუნებაში. გამოიყენეთ სკრაბი კვირაში ერთხელ.


ბოდი შოპის მანგოს ტუჩის სკრაბი შეიცავს 99.9% ბუნებრივ ინგრედიენტებს, იგი მიანიჭებს თქვენს ტუჩებს ერთგვაროვან ზედაპირს, სირბილესა და სიგლუვეს.

მზისგან დამცავი ფილტრი

ტუჩის დაცვა მზის მავნე ზემოქმედებისგან აუცილებელია როგორც ზაფხულის ცხელ დღეებში, ასევე ზამთრის ცივ პერიოდშიც. სწორედ ამიტომ სასურველია ტუჩის ბალზამი შეიცავდეს SPF ფილტრს. კარგი არჩევანიაეუცერინის ტუჩის სტიკი, რომელიც შეიცავს SPF 20, იგი აღადგენს დაზიანებულ, დახეთქილ ტუჩის საფარველს და იცავს მზის მავნე გამოსხივებისაგან. დაიტანეთ ტუჩზე და ნაზად გადაინაწილეთ.

შეჯამება

ტუჩის დატენიანება მნიშვნელოვანია ნებისმიერ სეზონზე განსაკუთრებით კი ზამთარში, რადგან ცივი ჰაერი, ქარი და მშრალი გარემო იწვევს ტუჩების გამოშრობას და გაღიზიანებას. სწორი პროდუქტის შერჩევა და რეგულარული ზრუნვა დაგეხმარებათ ტუჩების ნაზი და ჯანმრთელი მდგომარეობის შენარჩუნებაში.

დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი