ბლოგი
კატეგორიები
ფარმადეპოს საიტი და აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
ორსულობამდე
arrow
დედა და ბავშვი
arrow
გათამაშება
arrow
იზრუნე ჯანმრთელობაზე
arrow
აქციები
arrow
თავის მოვლა
arrow
პირის ღრუს მოვლა
ტანის სკრაბები
სახის მოვლა
ტუჩის მოვლა
თმის მოვლა
მზის ხაზი

ტანის სკრაბები

ტანის სკრაბები
17.07.2025
undefined

ტანის სკრაბი სხეულის მოვლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. რეგულარული პილინგი ეხმარება კანს მკვდარი უჯრედების მოშორებაში, განახლებაში, აუმჯობესებს კანის სტრუქტურასა და ფერს.

ზაფხულის სეზონზე ტანის სკრაბების გამოყენება განსაკუთრებით ეფექტური და სასარგებლოა რამდენიმე მიზეზის გამო:

  • მზეზე დიდხანს ყოფნის, ოფლის, მზისგან დამცავი საშუალებების შემდეგ, კანის ზედაპირი შესაძლოა გაუხეშდეს, სკრაბი კი აუმჯობესებს კანის ტექსტურას, აშორებს მკვდარ უჯრედებს და კანის განახლებას უწყობს ხელს.
  • კანის რეგულარული ექსფოლიაცია ხელს უწყობს რუჯის თანაბარ გადანაწილებას თქვენს სხეულზე და უფრო ხანგრძლივ ეფექტს.
  • სკრაბები ხშირად შეიცავენ მცენარეულ და ციტრუსოვან ინგრედიენტებს, რომლებიც აცოცხლებენ და აგრილებენ კანს, ეს კი ზაფხულში განსაკუთრებულად სასიამოვნოა.
  • ჰიდრატაციის შემცველი სკრაბები, როგორიცაა შაქრის სკრაბები სხვადასხვა ზეთებით, დაგეხმარებათ კანის დამშვიდებასა და აღდგენაში მზის აბაზანების შემდეგ.

როგორ გამოვიყენოთ სკრაბი სწორად?

  • აირჩიეთ სწორი დრო - შხაპის ან აბაზანის მიღებისას სკრაბის გამოსაყენებლად საუკეთესო დროა, რადგან კანი სველია და ფორები ღიაა.

  • პროდუქტის სწორად დატანა - სკრაბი უნდა შეიზილოთ წრიული მოძრაობებით, არ უნდა მოახდინოთ კანზე ძლიერი ზეწოლა, რათა არ გამოიწვიოთ კანის გაღიზიანება.

  • სკრაბის სხეულიდან მოშორება - ჩამობანის დროს უნდა გამოიყენოთ თბილი წყალი, ცხელმა წყალმა შესაძლოა მარტივად გამოგიშროთ კანი.

  • სკრაბის შემდგომი რუტინა - სკრაბის შემდეგ აუცილებლად გამოიყენეთ სხეულის დამატენიენაბელი საშუალებები (კრემი, ზეთი, ლოსიონი).

არ გამოიყენოთ სკრაბი მზის დამწვრობის ან კანის გაღიზიანების დროს.
არ გამოიყენოთ სკრაბი ყოველდღიურად , ზედმეტი ექსფოლიაცია არ არის რეკომენდებული.

ამ ბლოგში გაგიზიარებთ ჩვენი მომხმარებლების 3 ყველაზე მოთხოვნად და საყვარელ ტანის სკრაბს.

ნუქსი - RDM ტანის სკრაბი

სურათზე მოცემულია ვარდისფერი ფონი, ზედა მხარეს ყვითლად არის თაფლის მასის მსგავსი წვეთი ჩამოსული, მასზე დატანილია ნუქსის ბრენდის ლოგო, მარცხენა მხარეს მოცემულია ნუქსის ტანის სკრაბი.

ფრანგული ბრენდი ნუქსის ტანის სკრაბი ნაზად წმენდს და აცილებს კანს მკვდარ უჯრედებს გაღიზიანების გარეშე, ის თქვენს კანს გახდის გლუვს და შესძენს ჯანსაღ ბზინვარებას.

ნუქსი - RDM ტანის სკრაბი შეიცავს:

  • მზესუმზირის ზეთს + მცენარეული ზეთების კომპლექსი - ცხიმოვანი ქსოვილების აღმდგენი მოქმედებით.
  • არგანისა და შიის ზეთები - არბილებს და აგლუვებს კანს.
  • თაფლი - აღადგენს უჯრედებს.
  • შაქრის მიკროკრისტალები და დაცეხვილი ბრინჯის მარცვლები - ნაზად აცილებენ კანს მკვდარ უჯრედებს.


შეგიძლიათ გამოიყენოთ კვირაში 1-2ჯერ, წრიული მოძრაობით შეიზილეთ და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ვანდინი - Special ტანის სკრაბი შაქრით და ავოკადოთი

სურათზე მოცემულია ვანდინის ავოკადოს ზეთზე დამზადებული შაქრის სკრაბის ქილა, რომლსაც ფონზე ამშვენებს ვარდის ფურცლებიმ ზღვის მარილი და ყვითელი ყვავილები. შეფუთვაზე გერმანულად წერია რომ პროდუქტი განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის.

ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური და ძალიან მოთხოვნადი გახლავთ გერმანული წარმოების ვანდინის ტანის სკრაბი.

მის შემადგენლობაშია:

  • ავოკადოს ზეთი , რომელიც არბილებს და ატენიანებს კანს
  • შაქრის კრისტალები ხელს უწყობს კანის ზედაპირიდან მკვდარი უჯრედების მოშორებას


ვანდინის ტანის სკრაბი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აცოცხლებს და აჯანსაღებს კანს და რაც მთავარია, არ იწვევს კანის გამოშრობას.

სკრაბის მცირე რაოდენობა უნდა დაიტანოთ ნესტიან კანზე, დაიმასაჟოთ წრიული მოძრაობებით და საფუძვლიანად ჩამოიბანოთ.

ბოდი შოპი - ტანის სკრაბები

სურათზე მოცემულია ბოდი შოპისსკრაბები. მარცხენა მხარეს ორი ტუბია ერთი მარწყვის მეორე ვარდისფერი გრეიფრუტის , ორივე 200მლ, მარჯვენა მხარეს მოცემულია მრგვალი ქილები მანგოს და შიასი, 250მლ მოცულობის.

ყველაზე მრავალფეროვანი ასორტიმენტით გამოირჩევა ბოდი შოპის ტანის სკრაბები. ამ ბრენდის პროდუქციაში შეხვდებით სხვადასხვა ხილისა თუ მცენარის ტანის სკრაბებს, რაც საშუალებას იძლევა, ნებისმიერი გემოვნების ადამიანმა შეარჩიოს მისთვის საყვარელი არომატები.

ბოდი შოპის ტანის სკრაბები ათანაბრებს კანის რელიეფს, აუმჯობესებს მის სტრუქტურას და ფაფუკს ხდის კანს.

გამოიყენეთ შხაპის გეელით დაბანის შემდეგ სველ კანზე, დაიმასაჟეთ წრიული მოძრაობებით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თუ გსურთ, რომ უფრო უხეშად დაიმუშაოთ სხეული, დაიტანეთ მშრალ კანზე, დაიმასაჟეთ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შემდგომ გამოიყენეთ შხაპის გელი.

ბოდი შოპის ტანის სკრაბები შეიცავს 99.9% ბუნებრივ ინგრედიენტებს. ბრენდი განსაკუთრებულად ზრუნავს გარემოზე, მათი შეფუთვები 100%-ით გადამუშავებადია და თავადაც სრულად გადამუშავებული მასალისგან მზადდება.

შეჯამება

ტანის სკრაბი სხეულის მოვლის აუცილებელი ნაწილია, ვინაიდან კანს მკვდარი უჯრედებისგან ათავისუფლებს, აუმჯობესებს მის სტრუქტურადა სა ფერს. ზაფხულში მისი გამოყენება განსაკუთრებით სასარგებლოა - გეხმარებათ ლამაზი და თანაბარი რუჯის მიღებაში, აცოცხლებს კანის ზედაპირს, განსაკუთრებით მზის ზემოქმედების შემდეგ. მნიშვნელოვანია სკრაბის სწორად და ზომიერად გამოყენება. სხეულის სკრაბით დამუშავების შემდეგ აუცილებლად გამოიყენეთ დამატენიანებელი საშუალებები. არ გამოიყენოთ სკრაბი თუ კანის ზედაპირი დამწვარი ან გაღიზიანებულია.

დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი