
პოლონური ბრენდი ნებოა უკვე ფარმადეპოშია. კოსმეტიკური ბრენდი წლებია ამტკიცებს, რომ თავის მოვლის საშუალებები ერთდროულად შეიძლება იყოს ბუნებრივი, ვეგანური, ეკოლოგიურად სუფთა და ეფექტური.
ნებოა პოლონური ბრენდია, რომლის მთელი ფილოსოფია სამი სიტყვით შეგვიძლია შევაჯამოთ: პატივი ვცეთ ბუნებას.
მეორე მხრივ, ბუნებისადმი პატივისცემა ბრენდისთვის მხოლოდ ფილოსოფიური ხედვა კი არა, არამედ პრინციპიცაა, რომელიც პრაქტიკულ გადაწყვეტილებებში გამოვლინდება. სწორედ ამ პრინციპით შეირჩევა თითოეული ინგრედიენტი და შესაფუთი მასალაც კი.
ნებოას პროდუქტები შექმნილია თმის, სკალპისა და სხეულის მოვლისთვის.
თმის მოვლის პროდუქტები:
აღმდგენი ხაზი დაზიანებული და შეღებილი თმისთვის.
გამწმენდი ხაზი ცხიმიანი და ნორმალური თმისთვის.
დამატენიანებელი და დამარბილებელი ხაზი მშრალი, ხვეული და დაუმორჩილებელი თმისთვის.
დამაგლუვებელი ხაზი ბზინვარებისა და სალონური ეფექტისთვის
სხეულის მოვლის ხაზი 6 ბუნებრივ შხაპის გელს მოიცავს და დამზადებულია ჟოჟობას, ქოქოსის, არგანის და მაკადემიის ზეთებით.
უმეტესობა ,,მწვანე” ბრენდებისგან განსხვავებით, ნებოასთვის ეკოლოგიური პასუსისმგებლობა კონკრეტულ ქმედებებში ითარგმნება. მაგალითად, 2024 წლისთვის ბრენდმა ოკეანიდან 2,189,000 პლასტიკური ბოთლის ექვივალენტი ამოიღო. რაც შეეხება შეფუთვას, 50%-ს გადამუშავებული მასალა შეადგენს, ხოლო თითოეული მათგანი 100%-ით გადამუშავებადია.
გარდა ამისა, ნებოას პროდუქტები 100%-ით ვეგანურია, რაც ნიშნავს, რომ თავის მოვლის საშუალებებიდან არც ერთი შეიცავს ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს და არ იტესტება ცხოველებზე.
პროდუქტები არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, მათ შორის:
პარაბენებს
მინერალურ ზეთებს
ფტალატებს
სილიკონებს
პალმის ზეთს
სინთეზურ საღებავებს
ინგრედიენტების 95% ბუნებრივია, მაგრამ იმისთვის, რომ პროდუქტი ნამდვილად ეფექტური იყოს, ბრენდი ბუნებრიობის პრინციპს სამეცნიერო მიდგომებთან კომბინაციაში იყენებს.
თუ ბრენდის ეთიკური მიდგომა ბუნებისა და ეკოსისტემის მიმართ შენთვის მნიშვნელოვანია და ამავდროულად არ გსურს შესამჩნევ ეფექტზე უარის თქმა, ეწვიე ფარმადეპოს უახლოეს ფილიალს. ჩვენი ფარმაცევტები სიამოვნებით დაგეხმარებიან შენი თმის ტიპისა და პრობლემის მიხედვით სწორი პროდუქტის შერჩევაში.