როგორ შევარჩიოთ სახის დამატენიანებელი კრემი?
ბლოგი
კატეგორიები
ფარმადეპოს საიტი და აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
ორსულობამდე
arrow
დედა და ბავშვი
arrow
აქციები
arrow
იზრუნე ჯანმრთელობაზე
arrow
თავის მოვლა
arrow
პირის ღრუს მოვლა
სახის მოვლა
ტუჩის მოვლა
თმის მოვლა
მზის ხაზი

როგორ შევარჩიოთ სახის დამატენიანებელი კრემი?

სახის მოვლა
06.08.2024
undefined

სახის დამატენიანებელი კრემი მნიშვნელოვანი ნაწილია კანის მოვლის რუტინაში. ის გვეხმარება ტენიანობის შენარჩუნებასა და ჯანსაღი იერის მიღებაში.  

მაგრამ როგორ უნდა ავარჩიოთ საუკეთესო ვარიანტი? ბლოგში შემოგთავაზებთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. 

მშრალი კანი

მშრალი კანი

მშრალი კანი: მშრალი კანისთვის დამახასიათებელია უსიცოცხლო იერი, დაჭიმულობა და მიდრეკილება ნაოჭების წარმოქმნისკენ. მას ხშირად ახლავს სიმშრალისგან გამოწვეული აქერცვლა და დისკომფორტი.ასეთი კანის ტიპი საჭიროებს ღრმა დატენიანებას, სასურველია შეარჩიოთ პროდუქტები რომლებიც შეიცავს :

  • ჰიალურონის მჟავას - რომელიც ეხმარება კანს ტენიანობის და სიჯანსაღის შენარჩუნებაში,ხელს უწყობს მისი სტრუქტურის გაუმჯობესებას.
  • ვიტამინი E - ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობას, ატენიანებს და იცავს უჯრედებს დაზიანებისგან.

 

სწორედ ამიტომ იდეალური არჩევანია ბიოდერმას დამატენიანებელი კრემი მშრალი კანისთვის, იგი ღრმად ატენიანებს და კვებავს გამომშრალ კანს,აქრობს გაღიზიანებას და იცავს მას გამოშრობისგან. ასევე ავენი ჰიდრანსის სახის კრემი, რომელიც ამშვიდებს , კვებავს და არბილებს კანს . ნუმის მედის სახის კრემი ჰიალურონით - კვებავს კანის სტრუქტურას,ატენიანებს  და ავსებს უჯრედებს წყლით,აუმჯობესებს კანის იერსახეს. ლაროშის დამატენიანებელი მშრალი კანისთვის - რომელიც ინარჩუნებს ტენიანობას 72 საათის განმავლობაში და ინტენსიურად ატენიანებს. ბოდი შოპის კრემი ვიტამინი E - ატენიანებს კანს 48 საათის განმავლობაში,იცავს და ამშვიდებს.

ცხიმიანი კანი

ცხიმიანი კანის დატენიანება

ცხიმიანი კანი: ცხიმიანი კანისთვის დამახასიათებელია ზედმეტი ცხიმის წარმოქმნა კანის ზედაპირზე, გაფართოებული ფორები და სიპრიალე.მისი მოვლისთვის სასურველია აირჩიოთ მსუბუქი, წყლის ბაზაზე დამზადებული გელები და ლოსიონები, რომლებიც არ ახშობენ ფორებს. ასეთ პროდუქტებს შეუძლიათ შეამცირონ ცხიმიანობა და შეინარჩუნონ კანის სისუფთავე.პროდუქტები სასურველია შეიცავდნენ : 

  • ნიაცინამიდი: არეგულირებს ცხიმიანობას და აუმჯობესებს კანის სტრუქტურას.

  • სალიცილის მჟავა: ხელს უწყობს ფორების გაწმენდას და აქვს აკნეს საწინააღმდეგო ეფექტი.

 

გირჩევთ გამოიყენოთ: ურიაჟის დამატენიანებელი კრემ-გელი ცხიმიანი კანისთვის, იგი არეგულირებს ჭარბი ცხიმის გამოყოფას და ხანგრძლივად ანიჭებს კანს გლუვ(მატ) ეფექტს, ატენიანებს და ხელს უშლის მის გამოშრობას. ბიოდერმა სებიუმ ჰიდრას კრემი - ცხიმიანობის  ბუნებრივი მარეგულირებელი, ფორების დახშობისა და ლაქების საწინააღმდეგო მოქმედებით,დაატენიანებს და დაამშვიდებს თქვენს კანს.

კომბინირებული კანი

გოგონა იტენიანებს კომბინირებულ კანს

კომბინირებული კანი: არის ტიპი, რომელიც ერთდროულად აერთიანებს ცხიმიან და მშრალ უბნებს. ეს კანის ტიპი გამოირჩევა შემდეგი მახასიათებლებით:

  • ცხიმიანი ზონები: ძირითადად გვხვდება-წარბებს შორის, ცხვირის მახლობლად,შუბლზე.
  • მშრალი  ზონები: თვალების გარშემო არე და ლოყები. 

 

სასურველია შეარჩიოთ დამატენიანებელი, რომელიც შეინარჩუნებს ბალანსს, აკონტროლებს ცხიმიანობას და დაატენიანებს მშრალ უბნებს. იდეალური არჩევანია ტოპიკრემი - სახის ფლუიდი დამატენიანებელი, რომელიც ატენიანებს სახის კანს როგორც ზედაპირულად ასევე სიღრმისეულად. ასევე სოსკინის სახის მსუბუქი კრემი კომბინირებული კანისთვის - ადვილად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმოვნებას კანზე,არბილებს და ავსებს ტენით კანს მთელი დღის განმავლობაში.

მგრძნობიარე კანი

მგრძნობიარე კანის დატენიანება

მგრძნობიარე კანი: მგრძნობიარე კანი მარტივად ღიზიანდება გარემო ფაქტორებისა თუ კანის მოვლის 

პროდუქტების ზემოქმედებით. ხშირად ახასიათებს სიწითლე, ქავილი, წვა. აუცილებელია შეარჩიოთ ჰიპოალერგიული დამატენიანებელი, უსაფრთხო კომპონენტებით, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს გაღიზიანების რისკს და შეუნარჩუნებს კანს ტენიანობას.

 

გირჩევთ შეარჩიოთ - ურიაჟ თერმალის სახის დამატენიანებელი კრემი, რომელიც ინტენსიურად და ხანგრძლივად ატენიანებს კანს,ამშვიდებს  და ამცირებს  მგრძნობელობას. ავენი  ტოლერანსი მგრძნობიარე კანისთვის - ეფექტურად ამშვიდებს, ღრმად და ინტენსიურად ატენიანებს კანს, 30 წამში აქრობს დაჭიმულობას, ქავილსა და დისკომფორტს .

აირჩიეთ სეზონის მიხედვით

სახის დამატენიანებლები სხვადასხვა ტექსტურით

დამატენიანებლის შერჩევისას გაითვალისწინეთ სეზონი:

  • ზაფხულში: უმჯობესია გამოიყენოთ მსუბუქი, გელ-სტრუქტურის დამატენიანებლები, რადგან ისინი სწრაფად შეიწოვებიან და არ ამძიმებენ კანს.
  • ზამთარში: გამოიყენეთ უფრო სქელი და გაჯერებული კრემები, რომლებიც იცავენ კანს ცივი ჰაერისა და ქარისგან.

შეჯამება

სახის დამატენიანებელი კრემები

სწორად შერჩეული დამატენიანებელი კრემი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენი კანის ჯანმრთელობისა და იერსახის გაუმჯობესებაში. გაითვალისწინეთ თქვენი კანის ტიპი,ინგრედიენტები,სეზონი,რათა შეარჩიოთ იდეალური პროდუქტი.გახსოვდეთ, კანის სწორი მოვლა ხელს უწყობს მის სილამაზესა და ჯანმრთელობას.

დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი