თვალის გარშემო მუქი წრეები და შეშუპება ხშირად გენეტიკურ განწყობასთანაა დაკავშირებული,თუმცა არსებობს სხვა გამომწვევი მიზეზებიც. მაგალითად, ასაკის მატებასთან ერთად კანი კარგავს ელასტიურობას, რაც მუქ წრეებს მეტად გამოკვეთს, ასევე მნიშვნელოვან
როლს ასრულებს კანის პიგმენტაცია(კანის ფერის ცვლილება, რომელსაც იწვევს პიგმენტ მელანინის ზრდა ან კლება.)
დამატებით მიზეზებად შეიძლება მივიჩნიოთ გადაღლა, ძილის ნაკლებობა, დეჰიდრატაცია,
არასწორი კვება, ალერგია, მზის სხივების ჭარბი მოხვედრა და ა.შ.
თუმცა სწორად შერჩეული მოვლის საშუალებებით და გამომწვევი ფაქტორების შემცირებით
შესაძლებელია პრობლემის ეფექტურად მართვა.
ჩაშავებულ და შეშუპებულ უპეებთან საბრძოლველად აუცილებელია სწორად შეარჩიო პროდუქტი, რომელიც ზუსტად შეესაბამება შენი კანის საჭიროებას.
ჩართე რუტინაში თვალის შრატი, ის აღწევს კანის ღრმა ფენებში რაც საშუალებას აძლევს აქტიურ ინგრედიენტებს ეფექტურად იმოქმედონ.
საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენე - ლაროშის ჰიალუ B5 თვალის შრატი რომელში შემავალი ჰიალურონის მჟავა უზრუნველყოფს ინტენსიურ დატენიანებას, ვიტამინი B5 ხელს უწყობს კანის რეგენერაციას, თერმული წყალი კი ებრძვის ანთებასა და შეშუპებას.
დაიტანე შრატის მცირე რაოდენობა თვალის გარშემო კანზე და ნაზად შეიზილე თითებით, სანამ სრულად შეიწოვება. შრატი და კრემი ერთად ქმნიან
შრატის შემდეგ მნიშვნელოვანია თვალის გარშემო კრემის გამოყენება , შრატი აძლიერებს კრემის შეწოვას და მოქმედებას.ამიტომ მათი კომბინაციით უკეთეს შედეგს მიიღებ.
საუკეთესო შედეგისთვის სასურველია კრემი შეიცავდეს ინგრედიენტებს:
ჰიალურონის მჟავა - რომელიც ეხმარება კანს დატენიანებაში, აქრობს თვალის გარშემო სიმშრალისა და შეშუპების ნიშნებს. მას შეიცავს ლაროში ჰიდრაფაზი დამატენიანებელი კრემი, რომელიც მომენტალური და ხანგრძლივი დამატენიანებელი მოქმედებით , აუმჯობესებს კანის ფერს.
ვიტამინ C - აღმდგენი მოქმედებით აჯანსაღებს კანს, აქვს ანთებისა და პიგმენტაციის საწინააღმდეგო მოქმედება.მას შეიცავს - მინსერ ფარმას თვალის კრემი მუქი წრეებისთვის ,რომელიც ამშვიდებს და აღადგენს თვალის ირგვლივ არეს, აქრობს მუქ წრეებს და ანიჭებს კანს ბუნებრივ ბრწყინვალებას.
კოფეინი - რომელიც ასტიმულირებს მიკროცირკულაციას, ამცირებს შეშუპებასა და მუქ წრეებს, საუკეთესო შედეგისთვის შეარჩიე ვიშის თვალის გარშემო კრემი.
პეპტიდები - ისინი აქტიურად მოქმედებენ კანის სტრუქტურაზე, ეხმარებიან თვალის გარშემო კანს ელასტიურობის აღდგენაში და ამცირებენ მუქ წრეებს. პეპტიდების კომბინაციით საუკეთესო პროდუქტია ისისფარმას დუოლისი თვალის კრემი შეშუპებისა და მუქი წრეების საწინააღმდეგო. ამასთან ერთად იგი შეიცავს C და E ვიტამინს , რომლებიც კომპლექსურად აღმოფხვრიან პრობლემას.
არნიკა - მცენარე ცნობილია ძლიერად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, ის ხელს უწყობს სისხლის ნაკადის გაუმჯობესებას და ამცირებს შეშუპებას.არნიკას შეიცავს ლიერაკის დიოპტისერნის გელ-კრემი მუქი წრეებისთვის, იგი ებრძვის როგორც ბუნებრივად არსებულ მუქ წრეებს ასევე გარემოს ზემოქმედებისგან შექმნილს.ასევე შეიცავს პეპტიდებსა და ვიტამინ C-ს.
ძირტკბილას ექსტრაქტი - ხელს უწყობს მელანინის წარმოების შემცირებას, რაც კანის გათეთრებას და პიგმენტაციის შემცირებას იწვევს. ეს ხელს უწყობს მუქი წრეების გაღიავებას. ძირტკბილას შეიცავს ისიფარმას ნეოტონის კრემ-გელი, იგი პეპტიდებისა და ჰიალურონის მჟავის დახმარებით აღიავებს მუქ ლაქებს თვალის გარშემო და ანათებს თვალის გარშემო არეს.
იმისათვის, რომ პრობლემა მაქსიმალურად შეამციროთ, გაითვალისწინეთ სასარგებლო რჩევები:
1. დააბალანსე ძილი- უმეტეს შემთხვევაში, მუქი წრეები და შეშუპება დაკავშირებულია
ძილის ნაკლებობასთან. სასურველია 7-9 საათიანი რეგულარული ძილი,
რათა კანს მოეხსნას დაღლილობის ნიშნები.
2. მიიღე მეტი წყალი- პრევენცია დეჰიდრატაცია იწვევს კანის სიმშრალესა და დაჭიმულობას. რეგულარული წყლის მიღება ხელს უწყობს კანის ტენიანობის დაბალანსებას.
3. ჯანსაღი კვება- ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი კვება, როგორიცაა C, K, და B ჯგუფის ვიტამინები, ასევე ცილების შემცველი საკვები, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის
ჯანმრთელობასა და გამონათლებაში.
4. მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება- მზის სხივებმა შეიძლება გააძლიეროს მუქი წრეები თვალის გარშემო, ამიტომ გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები.
5. ალერგიების მართვა- თუ მუქი წრეები და შეშუპება ალერგიასთან არის დაკავშირებული,
მნიშვნელოვანია ალერგიის მართვა შესაბამისი მედიკამენტებით ან ექიმთან კონსულტაციით.
თვალის გარშემო მუქი წრეები ხშირად გენეტიკურ განწყობასთანაა დაკავშირებული თუმცა მისი გამომწვევი არაერთი ფაქტორიც შეიძლება გახდეს.
ამასთან საბრძოლველად აუცილებელია სწორად შეარჩიო კოსმეტიკური საშუალებები იმ ინგრედიენტებით რომლებიც დაგეხმარება პრობლემის გადაჭრაში და ეცადო მოერიდო მაპროვოცირებელ ფაქტორებს.