
მსოფლიოში აღიარებული თავის მოვლის ბრენდი Erborian ოფიციალურად შემოვიდა ფარმადეპოში.
ამიერიდან, ქართველ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ფარმადეპოს თაროებსა და ონლაინ სივრცეში აღმოაჩინოს ის პროდუქტები, რომლებმაც სილამაზის გლობალურ ბაზარზე რევოლუცია მოახდინა. ეს სიახლე კი ყველაზე მეტად მაინც მათთვისაა, ვისაც კანის სიღრმისეული მოვლა და სრულყოფილი ვიზუალური ეფექტის მიღება სურს ერთდროულად, მძიმე მაკიაჟისა და რთული, მრავალსაფეხურიანი პროცედურების გარეშე.
ერბორიანის წარმატების საიდუმლო ორი განსხვავებული სამყაროს სინთეზშია: კორეული სუპერ-ინგრედიენტები და ფრანგული ფორმულები. ბრენდის სახელიც სწორედ ფრანგული ფრაზიდან "Herbes d’Orient" (აღმოსავლური ბალახეულობა) მოდის.
კორეული თავის მოვლის ფილოსოფია საუკუნოვან გამოცდილებას, მცენარეულ ექსტრაქტებსა და კანის პრევენციულ დაცვას ეფუძნება, ფრანგულმა დერმატოლოგიამ კი ამ ყველაფერს ჰაეროვანი ტექსტურები და მოხმარების სიმარტივე შესძინა. შედეგად შეიქმნა ბრენდი, რომელმაც სრულად დაამსხვრია მითი იმის შესახებ, რომ ეფექტური კორეული რუტინა აუცილებლად 10-საფეხურიან, დამღლელ პროცედურებს მოითხოვს. ერბორიანმა დაამკვიდრა ე.წ. "Skinimalism"-ის (კანის მინიმალისტური მოვლის) ტრენდი: მცირე რაოდენობის, მაგრამ მრავალფუნქციური პროდუქტები, რომლებიც ერთდროულად მკურნალობს კანს და წამებში ანიჭებს გარდაქმნის მას ვიზუალურადაც.
მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი CC და BB კრემები Erborian-ის მსოფლიოში აღიარებული ბესტსელერებია, რომლებიც თავის მოვლისა და მაკიაჟის უპირატესობებს აერთიანებს. მეტიც, Erborian პირველი კორეული ბრენდია, რომელმაც BB კრემი ევროპულ ბაზარზე წარადგინა და იმდენად დიდი აღიარება მოიპოვა, რომ დღეს მსოფლიოში Erborian-ის BB კრემის ერთი პროდუქტი ყოველ წუთში იყიდება, ხოლო CC კრემის - ყოველ 12 წამში.
მათი უნიკალური ფორმულა კაფსულირებულ პიგმენტებს შეიცავს, რომლებიც კანთან შეხებისას ფერს იცვლის და კანის ტონს ბუნებრივად ერწყმის, ამავდროულად კი კანის სიჯანსაღეზე ზრუნავს. მარტივად რომ ვთქვათ, CC ან BB კრემის ყოველდღიურ რუტინაში ჩართვით, სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ კანის სტრუქტურისა და ხარისხის შესამჩნევ გაუმჯობესებას შეძლებ. ეს კი თავის მოვლის რუტინას კიდევ უფრო მარტივს, ეფექტურს და სასიამოვნოს ხდის.
ერბორიანს აქვს დიდი ასორტიმენტი კანის მოვლაშიც, რომელიც კანის სხვადასხვა ტიპსა და საჭიროებას ერგება. ძირითადი ხაზებია:
1. Centella Asiatica (აზიური ცენტელა)
აზიური ცენტელა Erborian-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი ხაზია, რომელიც სპეციალურად მგრძნობიარე, გაღიზიანებული და სიწითლისკენ მიდრეკილი კანისთვის შეიქმნა.
ცენტელა ძლიერი სამკურნალო თვისებებითაა ცნობილი. იგი მომენტალურად ამშვიდებს ანთებით პროცესებს, სიღრმისეულად აღადგენს კანის დამცავ ლიპიდურ ბარიერს და უბრუნებს მას კომფორტის შეგრძნებას. ამ ხაზის პროდუქტებში, მათ შორის საკულტო CC Red Correct-ში, გამოყენებულია ინოვაციური პიგმენტები, რომლებიც კანზე დატანისას ფერს იცვლის და სიწითლეს მომენტალურად აქრობს.
2. Ginseng (ჟენშენი)
ჟენშენის ხაზს დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, რაც გასაკვირი არაა, რადგან ტრადიციულ კორეულ მედიცინაში ჟენშენი ,,სიცოცხლის ელექსირად’’ არის აღიარებული. 6-წლიანი ჟენშენის ფესვი გაჯერებულია გინსენოზიდებითა და ძლიერი ანტიოქსიდანტებით. ერბორიანის ფორმულა ეფექტურად ებრძვის ელასტიურობის დაკარგვას, ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას და ჭიმავს კანს. ჟენშენის ხაზის მიზანია, კანი გახადოს გლუვი, ხავერდოვანი და მკვრივი.
ბრენდის ერთ-ერთი ბესტსელერი, BB Crème, სწორედ ჟენშენის ექსტრაქტზეა დაფუძნებული. ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი ერთდროულად კვებავს, ატენიანებს, ფარავს ნაკლოვანებებს და იცავს მავნე გამოსხივებისგან.
3. Bamboo (ბამბუკი)
ბამბუკის ხაზი მისწრებაა დეჰიდრირებული, მშრალი და დაჭიმული კანისთვის. ბამბუკს აქვს უნიკალური ბუნებრივი თვისება, შეიკავოს წყლის უზარმაზარი მარაგი ექსტრემალურ პირობებშიც კი. ერბორიანი ბამბუკის წყლისა და ექსტრაქტის კომპლექსს ეპიდერმისის უჯრედების წამებში დატენიანებისთვის იყენებს.
დატენიანებასთან ერთად ბამბუკის ხაზი ვიზუალურადაც ავიწროებს გაფართოებულ ფორებს და აბალანსებს კანის ტექსტურას. მაგალითად, Bamboo Crème Frappée-ს მსუბუქი გელის ტექსტურა კანთან შეხებისთანავე დნება, მომენტალურად აგრილებს მას და ანიჭებს ხანგრძლივ სიმკვრივესა და ბუნებრივ, ჯანსაღ ბზინვარებას.
4. Yuzu (იუზუ)
იუზუ აზიური ციტრუსია, რომელიც ლიმონზე სამჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს და ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა. იუზუს ხაზში შემავალი საშუალებები ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, იცავს კანს ნაადრევი დაბერებისგან, აუმჯობესებს უჯრედულ მეტაბოლიზმს და ეფექტურად ებრძვის პიგმენტურ ლაქებს. სიღრმისეულად კვებავს ეპიდერმისს, აუმჯობესებს კანის მიკრორელიეფს და უბრუნებს მას ახალგაზრდულ ბზინვარებას დამძიმებისა და ცხიმიანი კვალის დატოვების გარეშე.
იუზუს ხაზი აქტიური ცხოვრების წესის მიმდევრებისთვისაა შექმნილი და იდეალურია ენერგიადაკარგული და უსიცოცხლო კანისთვის.
5. Red Pepper (წითელი წიწაკა)
წითელი წიწაკის ხაზი ერბორიანის ინოვაციაა, რომელიც კანის ტონუსის, ბზინვარებისა და მიკროცირკულაციის მომენტალური გაუმჯობესებისკენაა მიმართული. ფორმულაში გამოიყენება მხოლოდ წითელი წიწაკის რბილობი, საიდანაც სრულად ამოღებულია წვისა და გაღიზიანების გამომწვევი ნივთიერება. შედეგად მიიღება უსაფრთხო, თუმცა მაღალეფექტური პროდუქტი, რომელიც ენერგიით მუხტავს უსიცოცხლო კანს. წითელი წიწაკის ექსტრაქტი აძლიერებს ბუნებრივ გამოსხივებას, ანიჭებს კანს ჯანსაღ ფერსა და გლუვ ტექსტურას.
შეარჩიე შენი კანის საჭიროებაზე მორგებული ხაზი ფარმადეპოს უახლოეს აფთიაქში ან შეუკვეთე ონლაინ და თავად გამოსცადე ფრანგულ-კორეული დერმატოლოგიის ლეგენდარული კომბინაცია!