კარიესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური პრობლემაა. იგი აზიანებს კბილის მინანქარს და იწვევს ღრმულების წარმოქმნას მის ზედაპირზე, ეს პროცესი კი თანდათან კბილის ღრმა ფენებზეც ვრცელდება.
დროული და სწორი მკურნალობის გარეშე, კარიესი შესაძლოა გართულდეს და გამოიწვიოს კბილის ტკივილი, დისკომფორტი და მისი დაკარგვაც კი.
კარიესის საწყის ეტაპზე სიმპტომების შეუიარაღებელი თვალით შემჩნევა თითქმის შეუძლებელია, თუმცა დროთა განმავლობაში ნიშნები აშკარა ხდება.
სიმპტომები გამოიხატება:
კარიესის გამომწვევი შეიძლება გახდეს: პირის ღრუში არსებული ბაქტერიები საკვების ნარჩენებთან ერთად, ტკბილი საკვები, კბილების არასათანადო მოვლა, გენეტიკა. იგი შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ფორმით და გამოიწვიოს განსხვავებული სიმძიმე ან ჩარევის საჭიროება.
არსებობს კარიესის რამდენიმე ეტაპი:
კარიესის პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია პირის ღრუს ჰიგიენის ყოველდღიური დაცვა და სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი.
ასეცე, გაითვალისწინეთ რეკომენტაციები, როგორიცაა:
კარიესთან საბრძოლველად მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ პირის ღრუს მოსვლის პროდუქტები.
კბილის პასტა
პირველ რიგში, აუცილებელია კარიესის საწინააღმდეგო კბილის პასტის შერჩევა.
პირის ღრუს სავლები
სწორად შერჩეულ კბილის პასტასთან ერთად, სასურველია პირის ღრუს სავლების გამოყენება.
კბილის ძაფი (ფლოსი)
იდეალური შედეგისთვის პირის ღრუს მოვლის რუტინაში დაამატეთ კბილის ძაფი.
კარიესი ერთ-ერთი გავრცელებული სტომატოლოგიუტი პრობლემაა. მისი პროფილაქტიკისთვის აუცილებელია პირის ღრუს რეგულარული მოვლა, სტომატოლოგთან ვიზიტი და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, რათა თავიდან აიცილოთ კარიესის განვითარება. მასთან საბრძოლველად კი საჭიროა სწორად შეარჩიოთ პირის ღრუს მოვლის პროდუქტები, როგორიცაა კბილის პასტა, პირის ღრუს სავლები, ფლოსი.