ფარმადეპოს საიტი და აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
Trust Mark ნიშანი მიიღო ფარმადეპოს საიტმა და აპლიკაციამ
ორსულობამდე
ორსულობის ტესტი
დედა და ბავშვი
ბავშვის მოვლა
აქციები
შავი პარასკევის აქცია
ბეჭდების აქცია
იზრუნე ჯანმრთელობაზე
გრიპი და გაციება
იმუნიტეტი
თავის მოვლა
პირის ღრუს მოვლა
სახის მოვლა
ტუჩის მოვლა
თმის მოვლა
მზის ხაზი
როგორ მივიღოთ უსაფრთხო რუჯი?
მზის ხაზი
04.06.2024
კანის მომზადება რუჯის მიღებამდე
ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი თანაბარი და ლამაზი რუჯის მისაღებად არის მომზადება:
კანის მომზადება უნდა დაიწყოთ 1-2 კვირით ადრე , მაგრამ არავითარ შემთხვევაში უშუალოდ რუჯის მიღების წინ.
რეგულარულად , ყოველი დაბანის დროს უნდა გამოიყენოთსკრაბი , პილინგიან უხეში ღრუბელი. იმისთვის რომ კანი გასუფთავდეს მკვდარი უჯრედებისგან, ზედაპირი კი გახდეს გლუვი და ერთგვაროვანი.
მიიღეთ ბეტა კაროტინით , ვიტამინი D , E და B12-ით გამდიდრებული საკვები დანამატები.
გარუჯვამდე და გარუჯვის პროცესშიც მიიღეთ საჭირო რაოდენობის წყალი, რათა ორგანიზმი შეავსოთ სითხის მარაგით და მზემ ვერ მოახერხოს კანის გაუწყლოება.
მზისგან დამცავის შერჩევა
მზისგან დამცავი საშუალების შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ UVA და UVB ფილტრებს.
UVA ულტრაიისფერი სხივი იწვევს კანის ზედაპირის გაშავებასა და დაწვას.
UVB კი დერმისა და სუბდერმის გამოშრობასა და ჭკნობას.
ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მზისგან დამცავ პროდუქტს ჰქონდეს ორივე სხვივისგან დამცავი ფილტრი.
მზისგან დამცავი პროდუქტის ტექსტურა უნდა შეარჩიოთ კანის ტიპისა და მდგომარეობის მიხედით. მათ ვისაც მშრალი კანი აქვს უმჯობესია კრემი ან ზეთი გამოიყენოს , ხოლო ცხიმიან კანზე რეკომენდირებულია სპრეი ან ფლუიდის ტექსტურის პროდუქტები.
მზისგან დამცავებს აქვს განსხვავებული SPF ფილტრები:
დაცვის მინიმალური ხარისხი SPF2-SPF15 - პროდუქტი განკუთვნილია მუქი ფერის კანისთვის , რომელიც არ არის მიდრეკილი დამწვრობისადმი.
დაცვის დაბალი ხარისხი SPF15-SPF20 - პროდუქტი განკუთვნილია უკვე გარუჯული კანის დაცვისთვის.
დაცვის საშუალო ხარისხი SPF20-SPF30 - პროდუქტები გამოიყენება მზის მიმართ მგრძნობიარე კანის მოვლისთვის.
დაცვის მაღალი ხარისხი SPF30-SPF50 - პროდუქტი განკუთვნილია ბავშვებისთვის , ძალიან თეთრი და მგრძნობიარე კანისთვის.
მზისგან დამცავის სწორად გამოყენების რეკომენდაცია
პროდუქტი უნდა დაიტანოთ სახესა და ტანზე სახლიდან გასვლამდე მინიმუმ 20-25 წუთით ადრე , იმისთვის რომ კრემმა მოასწროს ფილტრის გააქტიურება.
მზისგან დამცავის განახლება აუცილებელია ყოველ 2 საათში.
იმ შემთხვევაში თუ დასველდით ან გაოფლიანდით აუცილებელია მზისგან დამცავის დაუყოვნებლივ განახლება.
მზის შემდგომი მოვლა:
რუჯის მიღების შემდეგ გამოიყენეთ მზის შემდგომი შამპუნ-გელი, რომელიც ჩვეულებრივი დასაბანი საშუალებებისგან განსხვავებით უფრო ღრმად გაგიწმენდთ კანს და მარტივად მოაშორებს ზღვის მარილის, ქვიშის ან ქლორის (აუზის შემდგომ) ნაწილაკებს. ამასთანავე, დაგიმშვიდებთ, დაგიტენიანებთ და გაგიგრილებთ მზისგან გახურებულ და გამომშრალ კანს.
დაბანის შემდეგ არ გამოგრჩეთ დამამშვიდებელი, აღმდგენი თერმული წყლისადა მზის შემდგომი ლოსიონის/ბალზამის გამოყენება. მისი საშუალებით შეძლებთ რუჯის შენარჩუნებას უფრო ხანგრძლივად. ასევე მოგანიჭებთ კომფორტის შეგრძნებას ინტენსიური დატენიანებისა და გაგრილების ხარჯზე.