ბლოგი
კატეგორიები
ფარმადეპოს საიტი და აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
Trust Mark ნიშანი მიიღო ფარმადეპოს საიტმა და აპლიკაციამ
ორსულობამდე
arrow
დედა და ბავშვი
arrow
აქციები
arrow
იზრუნე ჯანმრთელობაზე
arrow
თავის მოვლა
arrow

ფარმადეპოს საიტი და აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია

Trust Mark ნიშანი მიიღო ფარმადეპოს საიტმა და აპლიკაციამ
10.12.2024
undefined

ფარმადეპოს ვებ-გვერდს Pharmadepot.ge და Pharmadepot აპლიკაციას ასოციაცია საქართველოს Trust Mark-ის სანდოობის ნიშანი მიენიჭა.


ფარმადეპოს ელექტრონულმა პლატფორმებმა სანდოობის ნიშნის მიღების მიზნით გაიარეს სერტიფიცირების პროცესი, რომელიც მოიცავდა სანდოობის კრიტერიუმების მკაცრ დაცვას.


ამ პროცესში განხორციელდა შეფასება ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე, როგორებიცაა მონაცემთა დაცვა, გამჭვირვალე ბიზნეს პრაქტიკა და მომხმარებელთა კმაყოფილებისადმი უწყვეტი ერთგულება.


Trust Mark-ის ნიშნის ფლობა ნიშნავს ფარმადეპოს პლატფორმების მუდმივ მისწრაფებას სრულყოფილებისადმი, გამჭვირვალობისა და საიმედოობისადმი.


მომხმარებლებისთვის Trust Mark არის ვიზუალური მაჩვენებელი იმისა, რომ ფარმადეპო პრიორიტეტს ანიჭებს მათ უსაფრთხოებასა და კმაყოფილებას.

სანდოობის სტატუსის მინიჭების შესახებ ისაუბრა ფარმადეპოს ელ-კომერციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა ცერაძემ:


"ფარმადეპოსთვის მთავარი ღირებულება არის მომხმარებელი და მომხმარებელზე ზრუნვა, რაზეც ვაშენებთ თითოეულ ჩვენს ნაბიჯს და გადაწყვეტილებას. შესაბამისად ჩვენს ონლაინ პლატფორმებში მომხმარებელს ვაწვდით უმაღლესი სტანდარტის მომსახურებას, პროდუქტის შერჩევა-განთავსებიდან, ადგილზე მიტანის მომსახურებისა და უკუკავშირის ჩათვლით, რაც თავის მხრივ, საჭიროების შემთხვევაში, გულისხმობს პროდუქტის გაცვლა დაბრუნების სწრაფი და უმაღლესი სტანდარტებით ოპერირებას.


თრასთმარკის სერთიფიცირების პროცესის მარტივად და სწრაფად განხორციელებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ციფრული გარემოს საიმედოობა, უსაფრთხოება და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების მაღალი სტანდარტები".

Pharmadepot აპლიკაცია შეიქმნა 2022 წლის აგვისტოს, ხოლო ვებ გვერდი დაემატა 2023 წლის დასასრულს. ორივე პლატფორმა ორიენტირებულია მომხმარებლის კმაყოფილებაზე.


ფარმადეპოს ონლაინ სივრცე მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეუკვეთონ პროდუქციის სრული ასორტიმენტი ონლაინ და მიიღონ ისინი სახლიდან გაუსვლელად, შეკვეთიდან მაქსიმუმ 60 წუთის განმავლობაში.

პლატფორმები მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის აფთიაქიდან თავად გატანის "მივაკითხავ" ალტერნატივასაც. ამ გზით მომხმარებლებს შეუძლიათ, განათავსონ შეკვეთები ონლაინ და აიღონ ისინი აფთიაქში 7 დღის განმავლობაში.

ფარმადეპოს აპლიკაცია და ვებ-გვერდი მუდმივად უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის საუკეთესო ონლაინ-შოპინგის გამოცდილებას!



დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი