ორსულობის ტესტი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და სწრაფი საშუალებაა ორსულობის დასადგენად. ის ჰორმონების დონის შემოწმებით, ადგენს ორსულობის დადებით ან უარყოფით შედეგს. დღეს ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომია შარდით დასადგენი ორსულობის ტესტები. როგორც წესი, ტესტის შედეგი ზუსტია, თუ სწორად გამოიყენებთ მას.
ფარმადეპოს ვებ-გვერდზე, აპლიკაციასა და აფთიაქებში შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ტიპის ტესტები, რომელთაც გამოყენების მეთოდები და მგრძნობელობა განასხვავებთ. გაგაცნობთ ყველაზე გავრცელებულ სახეობებს:
ტესტ-ჩხირის გამოყენებისას, სუფთა ჭურჭელში უნდა მოათავსოთ შარდი და ტესტის ჩხირი ჩაუშვათ სითხეში მასზე მითითებულ ნიშნულამდე, რამდენიმე წამით. ამის შემდეგ, ჩხირი მოათავსეთ ბრტყელ ზედაპირზე და დაელოდეთ შედეგს 2-3 წუთის განმავლობაში. ორსულობის შემთხვევაში, ჩხირზე გამოისახება 2 ხაზი. აღნიშნული ტესტ-ჩხირი ორსულობის დადებით ან უარყოფით პასუხს აჩვენებს მენსტრუაციის გადაცდენიდან 2-3 დღის შემდეგ.
ორსულობის პირველივე დღიდან, მისი განსაზღვრა შესაძლებელია - ქლიერ ჩოის ვანის მგრძნობიარე ტესტით, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა, 99%-ით სწორ მაჩვენებელს იძლევა და ტესტის შედეგი 1 წუთში ვლინდება.
ტესტ-კატესა, ტესტ-ჩხირისგან განსხვავებით, გამოყენების უფრო გამარტივებული მეთოდით გამოირჩევა, მას მოყვება სპეციალური პიპეტი, რომლის მეშვეობით ტესტზე არსებულ ჩაღრმავებულ ადგილს ამოავსებთ შარდით. დაელოდებით რამდენიმე წუთი, ტესტზე გამოსახული ჰორიზონტალური ხაზის პარალელურად გამოჩნდება თუ არა მეორე ხაზი. მეორე ხაზის გამოსახვის შემთხვევაში ორსულობა დადასტურებულია. ტესტი გამოიყენება მენსტრუაციის გადაცდენიდან 2-3 დღის შემდეგ.
ჭავლური ტესტი ერთ-ერთი თანამედროვე და მარტივად გამოსაყენებელი საშუალებაა ორსულობის დასადგენად. მისი მთავარი მახასიათებლები და უპირატესობები ასეთია:
ტესტის უპირატესობაა მისი მარტივი გამოყენება, იგი არ საჭიროებს შარდისთვის დამატებით კონტეინერს, მისი შედეგი 40 წამში დგება, სწორი გამოყენების შემთხვევაში 99%-მდე სანდოა, ჰიგიენურია რადგან ნაკლებ კონტაქტს მოითხოვს.
რეპროდუქციულ ასაკში, სქესობრივად აქტიური ცხოვრებისას, მენსტრუაციის დაგვიანება შეიძლება ორსულობის პირველი ნიშანი იყოს. ორსულობის ტესტი კი მარტივი და ეფექტური გზაა ამის დასადგენად. არსებობს სხვადასხვა ტიპის ტესტები, მათ შორის ტესტ-ჩხირები, ტესტ-კასეტები და ჭავლური ტესტები, რომელთაც განასხვავებთ გამოყენების მეთოდი და მგრძნობელობა. თითოეულის გამოყენებისას აუცილებელია სწორად დაიცვათ გამოყენების ინსტრუქცია, რათა შედეგი იყოს ზუსტი და სანდო.