ბლოგი
კატეგორიები
ახალი თავგადასავლები
arrow
ახალი თავგადასავლები
ფარმადეპოს საიტი და აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
ორსულობამდე
arrow
დედა და ბავშვი
arrow
გათამაშება
arrow
იზრუნე ჯანმრთელობაზე
arrow
აქციები
arrow
თავის მოვლა
arrow
მოემზადე სკოლისთვის
arrow

ზრუნვა ყველაზე პატარებზე

ახალი თავგადასავლები
11.08.2025
undefined

სექტემბერი ბავშვებისთვის ყოველთვის ახალი თავგადასავალია, მშობლებისთვის კი - ახალი პასუხისმგებლობა. ეს არის პერიოდი, როცა ბავშვი ახალ გარემოში შედის, ახალ ადამიანებს ეცნობა და ახალ წესებს ეჩვევა. ასეთ დროს მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდა. ამის მოპოვება კი ყოველდღიური, პატარა ჩვევების ჩამოყალიბებითაა შესაძლებელი.

როცა ბავშვი ყოველდღიურ რუტინას მიჰყვება, მისი გონება იღებს მესიჯს: "მე მნიშვნელოვანი ვარ და ჩემზე ზრუნვა პრიორიტეტია". ეს პატარა ჩვევები აძლიერებს დამოუკიდებლობას, ზრდის თვითშეფასებას და ბავშვებს აძლევს უსაფრთხოების განცდას.


როგორ ვაქციოთ ყოველდღიური რუტინა სასიამოვნო პროცესად?

იმისთვის, რომ ბავშვისთვის ყოველდღიური მოვლა სახალისო იყოს, გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ხერხს:

1. თამაში და სიმბოლიკა

tamashi-da-simbolika

ალბათ ყველას გვახსოვს ჩვენი ბავშვობის შამპუნის სუნი ან საყვარელი კბილის პასტის გემო, ეს პატარა შეგრძნებები დღემდე სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიური ჰიგიენის ნივთები სწორად იყოს შერჩეული: ისინი ბავშვებისთვის არა მხოლოდ საჭიროება, არამედ ემოციური მეხსიერების ნაწილი ხდება.


პირადი ჰიგიენის პროცესი გაახალისეთ: მაგალითად, კბილების გამოხეხვა ელგიდიუმის საბავშვო კბილის ჯაგრისითა და როქსის საბავშვო კბილის პასტით (რომელსაც მარწყვისა და ჟოლოს არომატები აქვს) უფრო სასიამოვნო ხდება. დაგეგმეთ თმის მოვლის რიტუალი, სადაც ბავშვი თავად შეარჩევს თავის საბავშვო შამპუნს, როგორიცაა სეპტონას საბავშვო შამპუნი, და გამოიყენებს თმის იოლი დავარცხნის სპრეის (სანოსანის ან სუავინექსის), რათა დავარცხნის პროცესი მარტივი და უმტკივნეულო იყოს. არ დაგავიწყდეთ ტოპიკრემის ტანის რძე, რომელიც ბავშვის კანს დატენიანებს და დაამშვიდებს. ფარმადეპოში ახლა სწორედ ამ პროდუქტებზე 20-30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს:

2. დღის რეჟიმი და რუტინა

daily-schedule-and-routine

ერთი და იმავე დროს ერთი და იმავე საქმის კეთება ამცირებს შფოთვას და ზრდის პროდუქტიულობას. დილის რუტინა შეიძლება მოიცავდეს კბილების გახეხვას, საუზმის მომზადებას და ჩანთის ჩალაგებას. ჯანსაღი ფაფა, როგორიცაა მილინ პარასი (ურძეო „1928“ შვრიის ქატოთი ან „თაიგერი“ ფეტვის ფანტელით), დილის ენერგიის საუკეთესო წყაროა. ხოლო კონტეინერში სნექების ჩალაგება ბავშვს დღის განმავლობაში სიმშვიდეს და სტაბილურობას აძლევს. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ როცა გავიზრდები ორცხობილა ან Baby foods-Arif Biscoit (SKU 7568). სითხის და საკვების გადასატანად კი ბეიბიდრიმის ან სუავინექსის თერმოსები და კონტეინერები გამოგადგებათ. ფარმადეპოში ახლა 20-30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს ამ პროდუქტებზეც:


3. მშობლის მაგალითი


გახსოვდეთ, რომ მშობლის მაგალითი ყველაზე ძლიერი გზავნილია. როცა ბავშვი ხედავს, რომ თქვენ ზრუნავთ საკუთარ თავზე, იღებთ მას როგორც სასიამოვნო და მარტივ პროცესად, ისიც სწავლობს იმავეს. ყოველდღიური პატარა რიტუალები - თმის დავარცხნა, შამპუნის სუნი, ტანის რძის გამოყენება - იქცევა ბავშვის ყოველდღიურობაში პოზიტიურ და დამამშვიდებელ გამოცდილებად.


პატარა ნაბიჯებით ყალიბდება თავდაჯერებული, დამოუკიდებელი და თვითმყოფადი პიროვნება. ჩვევები, რომლებსაც დღეს თქვენ ქმნით, ხვალ მათი ცხოვრების საფუძველი გახდება. მიეცით მათ უფლება, იგრძნონ, რომ ზრუნვა საკუთარ თავზე არის სიძლიერის წყარო. და თუ რამე არ გამოუვათ, სუფთა ხელები და კბილები შეახსენებს: "მე უკვე ძლიერი ვარ და ყოველთვის შემიძლია თავიდან დაწყება".

დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი