
კანის მოვლა, ეს ის თემაა, რომელიც ხშირად აბნევს ადამიანებს, განსაკუთრებით კი თინეიჯერებს. ჩნდება კითხვები: „როდის უნდა დავიწყო?“, „რა პროდუქტები გამოვიყენო?“ და „როგორია სწორი თანმიმდევრობა?“.
კონკრეტული ასაკი კანის მოვლის დასაწყებად არ არსებობს, თუმცა უმჯობესია, ეს პროცესი სწორედ თინეიჯერობიდან დაიწყოთ. ამ პერიოდში კანი უფრო აქტიურად იცვლება, ხშირად ჩნდება ცხიმიანობა, შავი წერტილები ან აკნე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ახლა ჩამოაყალიბოთ სწორი ჩვევები.
თინეიჯერებისთვის კანის მოვლის რუტინა სულ სამ მარტივ საფეხურს მოიცავს: წმენდა, დატენიანება და მზისგან დაცვა.

საღამოს სახის დაბანა აუცილებელია, რადგან კანი დღის განმავლობაში ივსება ცხიმით, მტვრით და ოფლით. თუ ცხიმიანი კანი გაქვს, დილითაც შეიძლება დაგჭირდეს დამატებითი გაწმენდა.
გაწმენდაში დაგეხმარება ურიაჟის მაკიაჟის მოსაშორებელი დასაბანი ქაფი, რომელიც ნაზად აშორებს ჭუჭყსა და ზედმეტ ცხიმს. თუ გირჩევნია წყლის გარეშე რუტინა, შეგიძლია გამოიყენო ურიაჟის მიცელარული წყალი, რომელიც თვალის ირგვლივ ზონაზეც უსაფრთხოა და ჩამობანვას არ საჭიროებს. პროცესის დასრულებისთვის კი კარგია ურიაჟის ისეაკი გამწმენდი ტონიკი, რომელიც კანს აბალანსებს და სიმწმენდეს მატებს.
თუ მაკიაჟს ატარებ, გახსოვდეს ორფაზიანი გაწმენდის პრინციპი: ჯერ ზეთი, შემდეგ ქაფი.

ბევრ თინეიჯერს ჰგონია, რომ ცხიმიან კანს დამატენიანებელი არ სჭირდება, თუმცა სინამდვილეში სწორედ დატენიანება იცავს კანს ცხიმის გადაჭარბებული გამოყოფისგან.
დილით შეგიძლია გამოიყენო ურიაჟის ისეაკი მატი დამატენიანებელი კრემ-გელი, რომელიც ფორებს ავიწროვებს და ანიჭებს მატის ეფექტს. თუ შავი წერტილებიც გაწუხებს, კარგი არჩევანია ურიაჟის ისეაკი 3-რეგული კრემი, რომელიც აკონტროლებს ცხიმიანობას და კანს უფრო თანაბარს ხდის.
მშრალი კანის შემთხვევაში კი დატენიანება დღეში ორჯერ – დილით და ძილის წინ, საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

მზის სხივები ახალგაზრდა კანს ისეთივე ზიანს აყენებს, როგორც ზრდასრულს. ამიტომ SPF-ის ყოველდღიური გამოყენება აუცილებელია.
ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის იდეალურია მსუბუქი ტექსტურის ფლუიდი, მაგალითად ურიაჟის ისეაკი მატი დამატენიანებელი ფლუიდი SPF50+, რომელიც კანს იცავს მზის სხივებისგან ისე, რომ არ ახშობს ფორებს. მშრალი კანისთვის კი შეგიძლია გამოიყენო კრემოვანი სტრუქტურა, მაგალითად ეუცერინის ან ნუქსის მზისგან დამცავი.
არ შეეხო სახეს ხშირად – ეს ბაქტერიების გავრცელებას უწყობს ხელს.
დაიცავი ბალანსი კვებაში – ტკბილეულმა და გაზიანმა სასმელებმა შეიძლება აკნე გაამწვავოს.
კანის სილამაზეზე ზრუნვა მხოლოდ კოსმეტიკური პროდუქტების სწორად შერჩევას არ გულისხმობს. თქვენი კანის ჯანმრთელობაზე ყველაზე დიდ გავლენას მაინც ჯანსაღი ცხოვრების წესი ახდენს. სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა და სრულფასოვანი ძილი საგრძნობლად აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. გახსოვდეთ, ჯანსაღი ჩვევები თქვენი კანის საუკეთესო მოვლის საშუალებაა.