სასარგებლო საკვები ჯგუფები და რეკომენდაციები
ბლოგი
კატეგორიები
ახალი თავგადასავლები
arrow
ახალი თავგადასავლები
ფარმადეპოს საიტი და აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
ორსულობამდე
arrow
დედა და ბავშვი
arrow
გათამაშება
arrow
იზრუნე ჯანმრთელობაზე
arrow
აქციები
arrow
თავის მოვლა
arrow
მოემზადე სკოლისთვის
arrow

სასარგებლო საკვები ჯგუფები და რეკომენდაციები

ახალი თავგადასავლები
31.08.2025
undefined

ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება. ბავშვთა ასაკში ჩამოყალიბებული სწორი კვების ჩვევები და გემოვნება წარმოადგენს ჯანმრთელობის საფუძველს ზრდასრულ ასაკში.


ყოველდღიურად საჭიროა მრავალფეროვანი საკვების მიღება საკვების ოთხივე ძირითადი ჯგუფიდან:

  • სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული;
  • პურეული და მარცვლეული. ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად უმჯობესია მეტი დაუცეხვავი პურეულის და მარცვლეულის მიღება;
  • რძე და რძის ნაწარმი ან მათი შესაბამისი შემცვლელები; სასურველია, დაბალი ცხიმიანობის პროდუქტი;
  • მჭლე ხორცი, ფრინველის ხორცი, თევზი, კვერცხი, პარკოსნები, თხილეული.

ცილა (პროტეინი)

ცილა არის ყველა უჯრედის სტრუქტურული და ფუნქციური ნაწილი და უმნიშვნელოვანესია ბავშვის ზრდისა და განვითარებისათვის.

 

ცილაზე მოთხოვნილება იზრდება სხეულის ზომისა და ასაკის შესაბამისად.

 

ცილის კარგი წყაროებია:

  • უცხიმო ხორცი
  • ფრინველის ხორცი
  • ზღვის პროდუქტები
  • კვერცხი
  • რძე და რძის ნაწარმი
  • პარკოსნები
  • თხილეული
  • მცენარეული თესლები

ვეგანებიც შეძლებენ მიიღონ საკმარისი ცილა, თუ მოიხმარენ მრავალფეროვან მცენარეულ საკვებს და საკმარის ენერგიას.

ნახშირწყლები

ბავშვებში ენერგიის ძირითადი წყაროა.

 

მართალია, ცხიმი და ცილაც შეიძლება ენერგიის წყარო იყოს, მაგრამ ნახშირწყლების მეტაბოლიზმი უჯრედებში ყველაზე ეფექტურია.

 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტვინის უჯრედებისთვის, რომლებიც ცხოველმყოფელობისთვის საჭირო ენერგიას გლუკოზიდან იღებენ.

 

ბავშვებმა ყოველდღიური ენერგიის 45–65% ნახშირწყლებიდან უნდა მიიღონ.

 

ნახშირწყლების წყაროებია:

  • დაუცეხვავი, უხეშად დაღერღილი მარცვლეულის პური და ფაფა
  • ბოსტნეული
  • პარკოსნები
  • ხილი

ეს პროდუქტები ასევე შეიცავს: უჯრედისს, ვიტამინებს და მინერალებს.

უჯრედისი (ბოჭკო)

აუცილებელია ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

აუმჯობესებს სისხლში ლიპიდებისა და გლუკოზის დონეს → ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და დიაბეტის რისკს.

ბავშვებს უნდა მივცეთ უჯრედისით მდიდარი საკვები დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად, რათა თავიდან ავიცილოთ:

• ყაბზობა
• ფაღარათი
• მუცლის ტკივილი
• მეტეორიზმი (გაზები)

ცხიმები

ხელს უწყობს ცხიმში ხსნადი ვიტამინების (A, D, E, K) შეწოვას ნაწლავებში.

 

არის ბევრი ჰორმონის წინამორბედი.

 

უჯრედის მემბრანის აუცილებელი კომპონენტია.

 

ცხიმი არის ენერგიის ყველაზე კონცენტრირებული წყარო — შეიცავს ცილასა და ნახშირწყლებზე დაახლოებით ორჯერ მეტ კალორიას.



მაია ჩხაიძე, პედიატრი, პროფესორი, პედიატრთა აკადემიის პრეზიდენტი.

დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი