ბლოგი
კატეგორიები
ახალი თავგადასავლები
arrow
ახალი თავგადასავლები
ფარმადეპოს საიტი და აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
ორსულობამდე
arrow
დედა და ბავშვი
arrow
გათამაშება
arrow
იზრუნე ჯანმრთელობაზე
arrow
აქციები
arrow
თავის მოვლა
arrow
მოემზადე სკოლისთვის
arrow

განსაკუთრებული საჩუქრები

ახალი თავგადასავლები
11.08.2025
undefined

ზაფხულის ხანგრძლივი არდადეგები დასრულდა და ცხოვრების ჩვეულ რიტმს ვუბრუნდებით. ბავშვები ისევ სკოლასა და ბაღში მიდიან, ჩვენ კი სამსახურში. აქტიურ ცხოვრებაში დაბრუნება არა მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვას, არამედ საყვარელი ადამიანების გახარებასაც გულისხმობს. ამ პერიოდში ბევრს გვსურს, განსაკუთრებული საჩუქრით გავამხნევოთ ან უბრალოდ გავახაროთ ჩვენი ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები თუ შვილის მასწავლებლები. „ფარმადეპოს“ სპეციალური სასაჩუქრე ნაკრებები სწორედ ამისთვის არის შექმნილი. ისინი გათვლილია სხვადასხვა გემოვნებაზე და მოიცავს პროდუქციას, რომელიც აუცილებელია როგორც ყოველდღიური მოვლისთვის, ასევე განწყობის ასამაღლებლად.


სასაჩუქრე ნაკრებები ყველა გემოვნებისთვის

ფარმადეპოს კამპანიის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება სასაჩუქრე ნაკრებებს ეთმობა. ამ ნაკრებებში გაერთიანებულია მომხმარებლის საყვარელი პროდუქტები, რომლებიც დაგეხმარებათ დაუბრუნოთ კანსა და თმას სიცოცხლისუნარიანობა, ტენიანობა და ბზინვარება.

მათ შორის:

ნუქსი

nuxe-2


ნუქსი (Nuxe): ეს ნაკრები თავმოყრილია საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის, „ნუქსის“, ბესტსელერებით. ნაკრებში შედის:

  • Huile Prodigieuse® Floral მრავალფუნქციური მშრალი ზეთი - რომელიც კვებავს კანსა და თმას და სასიამოვნო ყვავილების არომატი აქვს.
  • Very Rose სახის მიცერალური წყალი - ეფექტურად ასუფთავებს კანს მაკიაჟისა და ჭუჭყისგან.
  • Rêve de Miel ტუჩის დამატენიანებელი ბალზამი - იცავს და კვებავს ტუჩის ნაზ კანს.
  • ეს ნაკრები საუკეთესო საჩუქარია მათთვის, ვინც დახვეწილ და ბუნებრივ მოვლას აფასებს.

ლა კუღ ბოტე

ლა კუღ ბოტე (La cure beauté): ნაკრები, რომელიც საშუალებას მოგცემთ, თქვენი ყოველდღიური მოვლა ნამდვილ სილამაზის რიტუალად აქციოთ. „ლა კუღ ბოტეს“ ნაკრებში ნახავთ სახის მოვლის უნიკალურ საშუალებებს, რომლებიც კანს სიჯანსაღესა და ელასტიკურობას უბრუნებს:

  • ვარდის დამატენიანებელი კრემი - უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას.
  • თვალის კრემი ანტი-სტრესი - ამცირებს დაღლილობის ნიშნებს თვალის გარშემო.

ბოდი შოპი

ბოდი შოპი (The Body Shop): ამ ნაკრებში გაერთიანებულია „ბოდი შოპის“ ყველაზე პოპულარული პროდუქტები, რომლებიც სხეულის მოვლისთვის არის იდეალური. ნაკრები მოიცავს:

  • ბრიტანული ვარდის სურნელოვან შხაპის გელსა და ტანის კარაქს - დატენიანებისთვის და სასიამოვნო სურნელისთვის.
  • ხელის კრემს - მშრალი ხელების მოვლისთვის.

გრეის კოული

გრეის კოული (Grace Cole): ეს ნაკრები სპეციალურად მამაკაცებისთვის არის შექმნილი. ის მოიცავს მაღალი ხარისხის პროდუქტებს, როგორიცაა შხაპის გელი და თმისა და წვერის დასაბანი გელი, რაც მამაკაცის ყოველდღიურ ჰიგიენას განსაკუთრებულს ხდის.


ამ სტატიაში შეთავაზებების მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ფართო ასორტიმენტისა, რომელსაც „ფარმადეპო“ ახალი თავგადასავლებისთვის მზადების კამპანიის ფარგლებში გვთავაზობს. ამასთან, თვალი ადევნეთ სპეციალურ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, თქვენთვის ძვირფასი ადამიანები განსაკუთრებული საჩუქრებით გაახაროთ და ამავდროულად დაზოგოთ.

დაუბრუნდით ცხოვრების ჩვეულ რიტმს განახლებული ენერგიითა და დადებითი ემოციებით. ეს პერიოდი საუკეთესო დროა საკუთარ თავზე და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვისთვის. „ფარმადეპო“ კი მზადაა, ამ გზაზე თქვენი ერთგული მეგზური იყოს.

დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი